TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 39
Previous part

Chapter: 39 
თავი XXXIX


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   ყოველი ოქრო, რომელი შეემსახურა საქმესა მას ყოვლისა მისებრ საქმისა წმიდათასა, იყო ოქროსა მის შესაწირავისა ოცდაცხრა ქანქარი და შჳდასოცდაათ სიკლა სიკლითა მით წმიდითა.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვეცხლი, შეწირული აღრაცხილთა მათგან კაცთა კრებულისათა, ათას ქანქარ და ათასშჳდას და სამეოცდაათხუთმეტ სიკლა.

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
დრაქმა ერთი თავად-თავად ნაზოგალი სიკლისა მის წმიდისა. ყოველი ერი წარმოვიდა აღხილვასა მას ოცით წლითგან და უზეშთაესი, სამეოცისა მის ბევრისა და სამ ათას ხუთას ერგასისისა.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იყო ათი იგი ქანქარი ვეცხლისა გამოსადნობელად დასხმითსა სუეტის თავებად კარვისა მის და სუეტის თავად კრეთსაბმელისა. ასი სუეტის თავები ასისა მის ქანქარისა, ქანქარი ერთი იყო სუეტის თავი ერთი.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და შჳდას სამეოცდათხუთმეტი სიკლა ქმნეს იდაყუებად სუეტებისა მის და ოქროცხებულ-ყო უეტის თავები იგი.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და რვალი იგი შესაწირავისა სამეოცდა ათვრამეტ ქანქარ და ორ ათას ოთხას სიკლა.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ქმნა მისგან ხარისხები იგი ბჭეთა მათ კარვისა საწამებელისათა.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ხარისხები ეზოსა მის გარემო და ხარისხები ბჭეთა მათ ეზოსათა და მანაებად კარვისა და მანაებად ეზოსა მის გარემო.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოსადგმელი იგი რვალისა გარემო საკურთხეველსა და ყოველი ჭურჭელი საკურთხეველისა და ყოველივე საქმარი საკურთხეველისა მის საწამებელისა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ყვნეს ეგრე ძეთა ისრაელისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ხოლო ნეშტი იგი ოქროსა მის შეწირულისა ქმნეს სამსახურებელად წინაშე უფლისა.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ნეშტი იგი იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისა ქმნეს სამოსლად სამსახურებელად აჰრონისა, რათა ჰმსახურებდეს მათ სიწმიდესა მას შინა.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი და სუეტები.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და კიდობანი იგი შჯულისა და აღსაპყრობელნი იგი მის[ნ]ი.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და საკურთხეველი, და ყოველი ჭურჭელი თავებისა, და საკმეველი იგი აღზავებისა და სასანთლე იგი წმიდა.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და სანთელნი იგი მისნი, სანთელნი სანთებელნი და ზეთი იგი ნათლისა.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი და ყოველივე სანოვაგე ჭურჭელი მისი და პურნი იგი შესაწირავნი.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და სამოსლები იგი სიწმიდისანი აჰრონისნი მღდელობისანი და სამოსელნი იგი ძეთა ისრაელისათანი სამღდელონი.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და საბურველი იგი წარმოსაყოფელი ეზოსა, სუეტნი და ხარისხნი მისნი, და კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა და ბჭისა მის ეზოსა და ყოველი ჭურჭელი კარვისა და ყოველი საქმარი მისი.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მაშკები იგი ტყავებსა ვერძთასა ენდროს ფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის სიავისათა და სხუათა მათ სახურველები.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მანაები იგი ყოველივე საქმარი საქმრისა მის კარვისა საწამებელისა.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაელისათა ყოველივე იგი მომზადებაჲ.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იხილა მოსე ყოველივე იგი ქმნული და მოემზადა იგი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ეგრეთ მუნ ქმნა(!) იგი. და აკურთხნა იგინი მოსე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.