TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 241
Previous part

Chapter: 43  
თავი : 43


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და მომიყვანა მე ბჭედ, მხედველად აღმოსავალით კერძო, და განმიყვანა მე.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აჰა დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა აღმოსავალით კერძოსა გზასა და ჴმაჲ ბანაკისაჲ, ვითარცა ჴმაჲ მეორწილეთა მრავალთაჲ, და ქუეყანაჲ ბრწყინვიდა, ვითარ ნათელი დიდებისაგან მისისა მრგულივ.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ხილვაჲ, რომელი ვიხილე, ხილვისაებრ, რომელ ვიხილე, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა, და ხილვაჲ ეტლისაჲ, რომელ ვიხილე, ხილმისაებრ, რომელ ვიხილე მდინარესა ზედა ქობარსა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა სახიდ გზისაგან ბჭისაჲსა, მხედველისა აღმოსავალთაჲთ კერძო,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმიღო მე სულმან და შემიყვანა მე ეზოდ უშინაგანესად; და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი იგი.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დავდეგ და ჴმაჲ სახლით გამო მეტყუელებდა ჩემდამო და კაცი დგა მახლობელად ჩემსა;

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: უკუეთუ მიხილე მე, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ და ადგილი კუალისა ფერჴთა ჩემთაჲსა, რომელთა შინა დაიმკჳდროს მუნ სახელმან ჩემმან შორის სახლსა ისრაჱლისასა უკუნისამდე? და არ შეაგინონ არღა მერმე სახლმან ისრაჱლისამან სახელი ჩემი წმიდაჲ, მან და წინამძღუართა მისთა, სიძვათა მიერ მათთა და მკლველობათა მიერ წინამძღუართა მათთა, შორის მათსა მომკუდართაჲთა,

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დადგომასა შინა მათსა წინაშე კართა ჩემთა, წ'ინაკართა თანა მათთა, და ზღურბლნი ჩემნი მახლობელნი ზღურბლთა მათთანი; და მისცეს კედელი ჩემი, ვითარცა თანქონებული ჩემდა მათი, და შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ უშჯულოებათა მიერ მათთა, რომელთა ჰყოფდეს. და განვმუსრენ იგინი გულისწყრომითა ჩემითა და კლ\ვითა Page of ed. 1709: 29=209a  .

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ განიშორნენ სიძვაჲ მათი და მკლველობანი მთავართა მათთანი ჩემგანა და დავიმკჳდრო შორის მათსა უკუნისამდე.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა სახლი, და დასცხრენ ცოდვათაგან მათთა და უჩუენე მათ სახე მისი და განწესებაჲ მისი, ნუ ვითარ ჰრცხუენეს?

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიღონ მათ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს, რომელნი ქმნნეს; და გამოსწერო სახლი და განმზადებულებაჲ მისი და გამოსავალნი მისნი და შესავალნი მისნი და ყოველი გუამოვნებაჲ მისი და ყოველნი ბრძანებანი მისნი და ყოველნი შჯულვილნი მისნი და ყოველნი შჯულნი მისნი აცნობნე მათ; და გამოსწერნე წინაშე მათსა და დაიცვნენ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი და ჰყოფდენ მათ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესე გამოწერაჲ სახლისაჲ თხემსა ზედა მთისასა და ყოველთა მთეებთა მისთა გარემოჲს წმიდაებ წმიდათა არს, ესე შჯული სახლისაჲ

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე საზომნი საკურთხეველისანი წყრთისა შორის წყრთისაჲ და წყრთისა და გოჯეულისაჲ წიაღეული სიღრმე წყრთასა ზედა და წყრთაჲ სივრცე; და ძგიდებ ბაგესა თანა მისსა მრგულივ მტკავლეული; და ესე სიმაღლე საკურთხეველისა

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიღრმისაგან დასაწყისისა წიაღისა მისისა, სალხინებელისა მიმართ დიდისა ამის ქუეშე კერძო, წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთისაჲ და სალხინებელისაგან მცირისა სალხინებელისა მიმართ დიდისა წყრთანი ოთხნი და სივრცე წყრთისაჲ.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არიილი წყრთათა ოთხთაჲ და არიილითგან და ზედა კერძო რქათასა წყრთაჲ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არიილისა წყრთათა ათორმეტთაჲ სიგრძე, წყრთათა ზედა ათორმეტთა სივრცე ოთხ კედელად, ოთხთავე კერძოთა მისთა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სალხინებელისა წყრთათა ათოთხმეტთაჲ სიგრძე წყრთათა ზედა ათოთხმეტთა სივრცე ოთხთავე კერძოთა მისთა; და ძგიდე მისი და Page of ed. 1709: 29=209b  მოგარვებული მისი გარემო კერძოჲ წყრთისაჲ და მრგულივ მისა წყრთა გარეშემო და კიბეებნი მისნი, მხედველნი აღმოსავალთა მიმართ.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესე არიან ბრძანებანი საკურთხეველისანი დღესა შინა ქმნისა მისისასა აღხუმად მის ზედა ყოვლად დასაწუელნი და დათხევად მის ზედა სისხლი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიცემად მღდელთა ლევიტელთა, თესლისაგან სადუკისსა, მოახლეთა ჩემდამო, -- იტყჳს ადონაი უფალი, შემოწირვად ჩემდა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიღონ სისხლისაგან მისისა და ზედა დასცხონ ოთხთავე რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა ყურეთა ზედა სალხინებელისათა და ხარისხსა ზედა გარემო და გარე მოასხურონ მას და ალხინონ მას.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიყვანონ ზუარაკი ცოდვისა ძლითი და დაიწვას განშორებულად სახლისა გარეშე წმიდათასა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეორესა დღესა მოიყვანნენ თიკანნი ორნი თხისანი უბიწონი ცოდვისათა ძლით და ალხინონ საკურთხეველსა, ვითარ-იგი ალხინეს ზუარაკისა მიერ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემდგომად სრულ-ქმნისა ლხინებათაჲსა მოიყვანონ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შემოიყვანნენ იგინი წინაშე უფლისა და დაყარნენ მათ ზედა მღდელთა მარილნი და აღიხუნენ იგინი ყოვლად დასაწუელად უფლისა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შჳდთა დღეთა ჰყო თიკანი ცოდვისათჳს დღითი დღე; და ზუარაკისა ზროხათაგან და ვერძსა ცხოვართაგან უბიწოთა ჰყოფდენ

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შჳდთა დღეთა და ულხინებდენ საკურთხეველსა და განსწმედდენ მას და აღივსებდენ ჴელთა მათთა და განასრულებდენ დღეთა.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს მერვით დღითგან და წარმართთა ჰყოფდენ მღდელნი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუელთა თქუენ\თა Page of ed. 1709: 210a  და მაცხოვარებისა თქუენისათა და შეგიწყნარნე თქუენ, -- იტყჳს ადონაი უფალი




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.