TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 422
Previous part

Chapter: 43  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მომიყვანა მე მზის-აღმოსავალად კერძო, რომელი ჰხედვიდა ადგილი, და განმიყვანა მე გარჱ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ესერა დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მოვიდოდა გზასა მას მზის-აღმოსავალით კერძოსა, და ჴმაჲ ბანაკისა მისისაჲ ვითარცა ბმაჲ ორწილად სიმრავლეთაჲ მრავალთაჲ; და ქუეყანაჲ ბრწ<ყ>ინვიდა ვითარცა ნათელი დიდებისა მისისაგან გარემო.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ხილვა<ჲ>, რომელ ვიხილე, იყო ხილვისა მის-ებრ, ოდეს შევიდოდე ცხებად ქალაქისა; და ხილვაჲ იგი ჩუენებისაჲ, რომელ ვიხილე, ხილვისა მის-ებრ იყო, რომელი ვიხილე მდინარესა მას ქობარისასა. და მე დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დიდებაჲ უფლისაჲ შევიდა ტაძარსა მას გზასა მას ოდენ, რომელი ჰხედავს ბჭესა მას მზის-აღმოსავალისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და აღმიღო მე სულმან, და შემიყვანა მე ეზოსა მას შინაგანსა, და აჰა ესერა სავსე იყო დიდებითა უფლისაჲთა ტაძარი იგი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დავდეგ, და აჰა ესერა ჴმაჲ ტაძრით გამო, და მეტყოდა მე, და კაცი იგი დგა მახლობელად ჩემსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე, იხილეა, ძეო კაცისაო, ადგილი საყდრისა ჩემისაჲ, და ადგილი კუალთა ფერჴთა ჩემთაჲ, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს სახელი <წმიდაჲ> ჩემი შორის სახლსა ისრაჱლისასა საუკუნოდ, და არა შეაგინონ ამიერითგან სახლმან ისრაჱლისამან სახელი წმიდაჲ ჩემი მათ და მთავართა მათთა, სიძვითა მათითა და კაცის-კლვითა წინამძღუართა მათთაჲთა შორის მათსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
დადგმითა მათითა წინაშე კარსეთა ჩემთა კართა Page of ms. J: B107r  მათთაჲთა, და ზღრუბლნი/ ჩემნი მახლობელად ზღრუბლთა მათთა, და ყვეს კედელი ჩემი ვითარცა შეპყრობილი ჩემი და მათი, და შეაგინებდეს სახელსა წმიდასა ჩემსა უშჯულოებითა მათითა, რომელსა იქმოდეს. შევმუსრენ იგინი გულის-წყრომითა ჩემითა და მოსრვითა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და აწ განიშოვრნედ სიძვანი მათნი და კაცის-კლვანი მთავართა მათთანი ჩემ წინაშე, და დავემკჳდრო მათ შორის საუკუნოდ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შენ, ძეო კაცისაო, უჩუენე სახლსა ისრაჱლისასა ტაძარი ესე ჩემი, და დასცხრედ ცოდვათა მათთაგან, და ხილვაჲ მისი და განწესებულებაჲ მისი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მათ მიიღონ ტანჯვაჲ მათი ყოველთათჳს საქმეთა მათთა, რომელ ქმნ<ნ>ეს, და გამოუხატო მათ სახლი ესე, და გამოსავალნი მისნი, და ძალი მისი, და ყოველნივე ბრძანებანი მისნი, და ყოველი შჯულიერებაჲ მისი აუწყე მათ, და გამოუხატე იგი წინაშე მათსა, და დაიცვნედ ყოველნი სამართალნი ჩემნი და ყოველნი ბრძანებანი ჩემნი, და ჰყოფდედ მათ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და გამოხატვაჲ იგი სახლისაჲ მის თხემსა ზედა მის მთისასა, და ყოველნი საზღვარნი მისნი გარემო წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ესე საზომი არს საკურთხეველისაჲ მის წყრთითა წყრთა და ციდ წიაღად ღრმა წყრთადმდე, და წყრთა ერთ სივრცჱ, და გ<რ>ძილი გარემო ბაკოთა მისთა მტკაველ ერთ, და ესე სიმაღლჱ ს<ა>კურთხეველისაჲ მის.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
სიღრმითგან წიაღისა მისისაჲთ სალხინებელად დიდად მიმართ ქუემო კერძო წყრთით ორით, და სივრცჱ წყრთა ერთ, და სალხინებელით მცირით სალხინებელად დიდადმდე წყრთითა ოთხ, და სივრცე წყრთა ერთ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და არიელი წყრთითა ოთხ, და არიელითგან ვიდრე ზემო რქათამდე წყრთა ერთ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და არიელი ათორმეტ წყრთა სიგრძით წყრთა მიმართ ათორმეტად ოთხ-კედლად ოთხთავე კიდეთა მისთა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და სალხინებელი იგი წყრთა Page of ms. J: B107v  ათოთხმეტ სივრცე ოთხად მიმართ ადგიდ მისა, და გრძილი მისი/ გარემოჲს გარემო მრგულ<ი>ად ზოგი წყრთისაჲ, და გარემოჲ მისი წყრთა ერთ გარეშე კერძო; და კიბენი მისნი ჰხედვიდეს აღმოსავალად კერძო.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე; ძეო კაცისაო; ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; ესე არს ბრძანებაჲ საკურთხეველისაჲ დღესა მას საქმისა მისისასა შეწირვად მას ზედა ყოვლად-დასაწუველნი, და პკურებად მას ზედა სისხლისა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მისცე ლევიტელთა მათ მღდელთა ნათესავსა სადუკისთა, რომელნი მომეახლებოდიან მე, იტყჳს უფალი ღმერთი, მსახურებად ჩემდა, ჴბოჲ ზროხათაგანი ცოდვისათჳს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მოიღონ სისხლისა მისისაგანი, და სცხონ ოთხთა რქათა საკურთხეველისათა და ოთხთა კიდეთა სალხინებელისათა და ხარისხთა გარემო; ლხინება ყონ მისთჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და მოიღონ ჴბოჲ იგი, რომელ ცოდვისათჳს არს, და დაწუან იგი განშორებულსა ადგილსა მის ტაძრისასა გარეშჱ სიწმიდეთა მათ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
<და> მეორესა დღესა მოიხუნენ ორნი თიკანნი თხათაგან უბიწოთა ცოდვისათჳს, და ლხინება ყონ სალხინებელისა მისთჳს, ვითარცა ლხინება ყვეს ჴბოჲთა მით.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და შემდგომად დასრულებისა მის ლხინებისა შესწირო ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ, და ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და შესწიროთ წინაშე უფლისა, და დაასხან მას ზედა <მღდელთა> მარილი, და შეწირონ იგი ყოვლად-მწუვარად უფლისა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
შჳდ დღე შესწირვიდე თიკანსა ცოდვისათჳს დღითი დღედ, და ჴბოჲ ზროხათაგან და ვერძი ცხოვართაგან უბიწონი შეწირნოდიან

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
შჳდ დღჱ, და ლხინებაჲ ყონ საკურთხეველისა მისთჳს, და განწმიდონ იგი, და აღავსნენ ჴელნი მათნი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და <ი>ყოს მერვით დღითგან და მიმართ, შესწირვიდენ მღდელნი მრგულიად-დასაწუველთა თქუენთა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად-დასაწუველთა თქუენთა, და ცხოვრებისა თქუენისათჳს, და შეგიწყნარნე თქუენ, იტყჳს ადონაჲ უფალი.;/ Page of ms. J: B108r 

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.