TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 243
Previous part

Chapter: 45  
თავი : 45


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და განზომასა თქუენგან ქუეყანისასა სამკჳდრებელად განუჩემოთ დასაბამი უფლისა წმიდისაჲ ქუეყანისაგან ხუთ და ოც ათასეული სიგრძე და სივრცე ათი ათასეული, წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემოჲს.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ამის განწმედისათჳს ხუთასნი ხუთასთა თანა მოთხვით მრგულივ და ერგასისთა წყრთათა ხანი მრგულივ მათსა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განზომისა ამისგან განზომო სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული და სივრცე ათი, ათასეული და მას შინა იყოს სიწმიდე წმიდისა წმიდათაჲსა.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წმიდაჲ ქუეყანისაგან ესე მღდელთათჳს იყოს, რომელნი ჰმსახურებენ წმიდასა შინა, და იყოს მიახლებულად მსახურებად უფლისა და იყოს მათდა ადგილი სახლთათჳს განჩემებული სიწმიდედ მათდა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხუთ და ოც ათასად სიგრძით და სივრცით ათ ათასად იყვნენ ლევიტელთათჳს, რომელნი Page of ed. 1709: 212a  ჰმსახურებენ სახლსა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასაპყრობელი ქალაქისაჲ მისცე ხუთ ათასეული სივრცე და სიგრძე ხუთი და ოცი ათასეული, ვითარ სახედ დასაბამი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა იყოს.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან და ამისგან დასაბამად წმიდათა და დასაპყრობელად ქალაქისა პირისპირ დასაბამებისა წმიდათაჲსა და პირისპირ დასაპყრობელსა ქალაქისასა ზღუად მიმართთა, ზღჳთ კერძო და ზღჳსა მიმართთაგან აღმოსავალთადმი, და სიგრძე, ვითარცა ერთი ნაწილთაგან საზღვართაგან ზღუად მიმართთა, სიგრძე საზღვართა კერძ აღმოსავალთაჲთ მიმართთა ქუეყანისათა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს მისსა დასაპყრობელ ისრაჱლისა შორის და არა ჰმძლავრობდენ არღა მერმე წინამძღუარნი ისრაჱლისნი ერსა ჩემსა და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ სახლმა6 ისრაჱლისამან ტომთაებრ მათთა.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაი უფალი: კმა იყავნ თქუენდა, წინამძღუარნო ისრაჱლისანო, უსამართლობაჲ და საარებაჲ მოისპეთ და მსჯავრი და სიმართლე ყავთ და აღიღეთ მძლავრებაჲ ერისაგან ჩემისა, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სასწორი მართალი და საწყეო მართალი და კაბიწი მართალი იყავნ თქუენდა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საწყეოჲსაჲ და კაბიწი ეგრეთვე ერთი იყოს მიღებად და მოღებად; მეათედი ღომორისაჲ -- კაბიწი, და მეათედი ღომორისაჲ -- ჳფი, ღომორისა მიმართ იყოს სწორი სატჳრთედ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საწონნი -- ოცნი ოვოლნი, სიკლა, ათხუთმეტნი სიკლანი, მნა იყვნენ თქუენდა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესე დასაბამი, რომელი განაჩინოთ: მეექუსედი საწყეოჲსაჲ ღომორისაგან იფქლისა, და მეექუსედი ჳფისაჲ -- ოცდაათისა გრივისაგან ქრთილისა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ბრძანებაჲ ზეთისაჲ: კოტჳლი ზეთისა მეათე ათთა კოტჳლთაგან, რამეთუ ათნი კოტჳლნი არიან ღომორ, ხოლო ათი ღომორი -- გრ\ივ Page of ed. 1709: 212b .

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცხოვარი ერთი ცხოვართა ათთაგან, მოსაღებელი ყოველთაგან ტომობთა ისრაჱლისათა, სამსხუერპლოდ და ყოვლად დასაწუელად და მაცხოვარებად, სალხინებელად თქუენთჳს, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოველმან ერმან მოსცეს დასაბამი ესე წინამძღუარსა ისრაჱლისასა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წინამძღუარისათჳს იყვნენ ყოვლად დასაწუელნი და მსხუერპლნი და გებანი დღესასწაულთა შინა და ახალთთუეთა და შაბათთა და ყოველთა შინა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მან ყვნეს ცოდვისა ძლითნი და მსხუერპლი და ყოვლად დასაწუელნი და მაცხოვრებელნი ლხინებად სახლისათჳს ისრაჱლისა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან სალხინებელისაჲსა და მისცეს წყირთლთა ზედა სახლისათა და ოთხთა ზედა ყურეთა ტაძრისათა და საკურთხეველსა ზედა და წყირთლთა ზედა ეზოჲსა შინაგანისათა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ესრეთ ყოს მეშჳდესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიღოს თითოჲსაგან კაცისა უმეცრისა და ჩჩჳლისაგან ნაწილი სალხინებელად სახლისათჳს.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და პირველსა შინა თთუესა, მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა, იყავნ თქუენდა დღესასწაული პასექისაჲ, შჳდთა დღეთა უცომოთა შჭამდეთ.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ყოს წინამძღუარმან მას, დღესა შინა თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისაჲსა ზუარაკი ზროხათაგან ცოდვისათჳს.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შჳდთა დღეთა შინა დღესასწაულისათა უყვნეს ყოვლად დასაწუელნი უფალსა -- შჳდნი ზუარაკნი და შჳდნი ვერძნი უბიწონი, დღითი დღე შჳდთა შინა დღეთა.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცოდვისათჳს ვაცი თხათაჲ დღითი დღე და მსხუერპლი და ცხობილი ზუარაკსა და ცხობილი ვერძსა უქმნე და ზეთისა ინი ცხობილსა.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და Page of ed. 1709: 213a  მეშჳდესა თთუესა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსასა, დღესასწაულსა შინა, ჰყო ამათებრვე შჳდთა დღეთა, ვითარ-იგი ცოდვისა ძლითნი და ვითარ-იგი ყოვლად დასაწუელნი და ვითარ-იგი მანააჲ და ვითარ-იგი ზეთი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.