TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 424
Previous part

Chapter: 45  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და განყოფასა თქუენსა ქუეყანისასა სამკჳდრებელად, განუჩემოთ უფალსა პირველ ნაყოფად სიწმიდედ ქუეყანისაგან ოც და ხუთ ათასი წყრთაჲ სიგრძით, და სივრცით ოც ათასი. წმიდა იყოს ყოველთა შორის საზღვართა მისთა გარემო.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს ამისგანი სიწმიდედ ხუთასი წყრთაჲ ხუთასსა ზედა მოთხვილად გარემო, და ერგასის წყრთა განშოვრებულ გარემო.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ამის განზომისა-ებრ განჰზომო სიგრძჱ ოც და ხუთი ათასი, და სივრცჱ ოც ათასი; და მას შინა იყოს წმიდაჲ წმიდათაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
<ქუე>ყანისა მისგან იყოს მღდელთა, რომელნი ჰმსახურებდენ სიწმიდესა მას შინა, და იყოს რომელნი მიეახლებოდიან უფალსა მსახურებად, და იყოს მათა სახლებად განჩემებულად სიწმიდედ მათა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ოც და ხუთ ათასად სიგრძით, და ოც ათას სივრცით, და ლევიტელთა, რომელნი ჰმსახურებდენ ტაძარსა მას ღმრთისასა მათა დაპყრობად ქალაქი სამკჳდრებელად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
დასაპყრობელად ქალაქი მისცე ხუთ ათასი სივრცით, და სიგრძით ოც და ხუთ ათასი, ვითარცა პირველ ნაყოფი იგი წმიდათაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისა იყოს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და წინამძღუარსა მას ამისგან და მისგან პირველ ნაყოფად წმიდათა და სამკჳდრებელად ქალაქისა, წინაშე პირველ ნაყოფთა მათ წმიდათასა, და წინაშე პირსა სამკჳდრებელისა მის ქალაქისასა ზღჳთ კერძო და ზღჳთ მომართ მზის-აღმოსავალად, და სიგრძჱ ვითარცა ერთი ნაწილთაგანი საზღვართა ზღჳს კერძოთაჲ, და სიგრძჱ საზღვრად კერძო მზის-აღმოსავალად ქუეყან<ის>ად.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყოს მათა სამკჳდრებლად ისრაჱლსა შორის, და არღარა ჰმძლავრობდენ Page of ms. J: B110r  მთავარნი ისრაჱლისანი ერსა ჩემსა, და ქუეყანაჲ დაიმკჳდრონ/ ძეთა ისრაჱლისათა ტოჰმად-ტოჰმადმან მათმან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; კმა იყავნ თქუენდა, მთავარნო ისრაჱლისანო, სიცრუვჱ და უბადრუკებაჲ განიშოვრეთ, და განკითხვასა და სიმართლესა იქმოდეთ, და აღიღეთ მძლავრობაჲ ერისაგან ჩემისა, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სასწორი მართალი და საწყაული სიმართლისაჲ და კაბიწი სიმართლისაჲ იყავნ თქუენდა საწყაულად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და კაბიწი იგი ეგრევე ერთი იყოს მოღებად და მიცემად; მეათჱ ჴჳმირისაჲ კაბიწი, და მეათჱ ჴჳმირისაჲ, ჴჳმირისა მის-ებრ იყოს სწორად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და სასწორი ოც და ხუთ ობოლი; ათხუთმეტი სიკლაჲ მნაჲ იგი იყავნ თქუენი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ესე არს პირველ ნაყოფი, რომელი განაჩინოთ. საწყაული ჴჳმირისაგან იფქლისა, და მეექუსჱ მისი სათველი ოც და ათისაგან გრივისა ქრთილისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ბრძანებაჲ ზეთისაჲ ასისაგან გუერდისა ათი გუერდი, და ათისაგან გუერდისა ერთი გუერდი, რამეთუ ათი გუერდი არს გომორ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ათისაგან ცხოვრისა ერთი ცხოვარი შესაწირავად ყოველთაგან ტოჰმთა ისრაჱლისათა საკლველად და ყოვლად-დასაწუველად, <და> საცხოვრებელად რაჲთა ლხინება იყოს თქუენთჳს, იტყჳს უფალი ღმერთი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ყოველმან ერმან მოსცეს პირველი ნაყოფი მთავარსა მას ისრაჱლისასა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მთავრისა მისგან იყოს ყოვლად-დასაწუველნი იგი, და საკლველნი, და შესაწირავნი დღესასწაულთა და თთჳს-თავთა და შაბათთა, და ყოველთა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა, მანვე ყოს ცოდვისათჳს, და შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველნი და ცხორებისაჲ სალხინებელად სახლისათჳს ისრაჱლისაჲ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ღმერთი; პირველსა თთუესა, ერთსა მის თთჳსასა, მოიბათ ჴბოჲ ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად სიწმიდისა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან სალხინებელისა, და სცხოს Page of ms. J: B110v  წყირთლთა კარისათა და ოთხთა საკიდურთა ტაძრისათა/ და საკურთხეველსა და წყირთლთა ბჭისა მის შინაგანისა ეზოჲსათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ეგრეთვე ყოს თთუესა მას მეშჳდესა, ერთსა მის თჳსასა, მოიღოს თითოეულისაგან შესაწირავი, და ლხინება ყოს სახლისა მისთჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და პირველსა მას თთუესა, მეათოთხმეტესა თთჳსასა, იყოს თქუენდა პასექი, რომელ არს ვნებისაჲ დღესასწაული. შჳდ დღჱ უცომოსა ჰშჭამდეთ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ყოს მთავარმან შესაწირავი თავისა თჳსისათჳს და სახლისათჳს და ყოვლისათჳს ერისა ქუეყანისა, ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და შჳდთა მათ დღეთა დღესასწაულისათა ჰყოფდეს ყოვლად-დასაწუველთა უფლისა, შჳდი ზუარაკი და შჳდი ვერძი უბიწოჲ დღითი დღედ შჳდთა მათ დღეთა, და ცოდვისათჳს თიკანი თხათაჲ დღითი დღედ და შესაწირავი.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
პური ცხობილი ჴბოსა თანა, და ცხობილი ვერძისა თანა, და ზეთი ექუს ქსესტისაჲ ცხობილსა თანა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და მეშჳდესა მას თთუესა, ათოთხმეტესა მის თთჳსასა დღესასწაულსა ჰყოფდე ეგრევე შჳდ დღჱ, ვითარცა იგი ცოდვისათჳს, და ვითარცა იგი მანნაჲ, და ვითარცა იგი ზეთი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.