TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 28
Previous part

Chapter: 39  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   ხოლო იოსებ შთაიყვანეს ეგჳპტედ და მიიყიდა იგი პეტეფრე, საჭურისმან ფარაოჲსმან, მზარაულთ მთავარმან, კაცმან მეეგჳპტელმან, ჴელთაგან ისმაიტელთაჲსა, რომელთაცა შთაიყვანეს იგი მუნ.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და იყო უფალი იოსების თანა. და იყო კაცი მაგებელ, და იყო სახლსა შინა კაცისა მის ეგჳპტელისა წინაშე.

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 47v  ხოლო იცოდა უფალმან მისმან, რამეთუ უფალი იყო მის თანა, და რავდენსა-რას იქმს, წარუმართებს მას.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და პოვა იოსებ მადლი წინაშე მისსა და სათნო-ეყო იგი მას. და დაადგინა იგი სახლსა ზედა თჳსსა და ყოველივე, რაჲცა იყო მისი, მისცა ჴელთა იოსებისთა.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და იყო შემდგომად დადგინებისა მისისა სახლსა ზედა მისსა და ყოველსავე ზედა, რაჲცა იყო მისი, აკურთხა უფალმან სახლი ეგჳპტელისაჲ მის იოსებისთჳს და იყო კურთხევაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა სახლსა შინა და აგარაკსა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
და მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი, ჴელთა იოსებისთა და არარაჲ იცოდა, რასა იქმოდა იოსებ, გარნა პური, რომელი ჭამის მან. და იყო იოსებ შუენიერ ქმნულობითა და კეთილ პირითა ფრიად.

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
იყო ამის სიტყჳსა შემდგომად თუალ-აგნა ცოლმან ეგჳპტელისა უფლისა თჳსისამან იოსებს და ჰრქუა მას: დაწევ ჩემ თანა.

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ხოლო მან არა ინება და ჰრქუა ცოლსა მას უფლისა თჳსისასა: უკუეთუ უფალმან ჩემმან არარაჲ უწყის ჩემთჳს სახლსა შინა მისსა და ყოველივე, რაჲ არს, მომცა ჴელთა ჩემთა

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და არარაჲთ ვინ მმატს სახლსა ამას შინა და არცა გარეშე, რაჲ არს ჴელსა ჩემსა, თჳნიერ ხოლო შენსა. რამეთუ ცოლი მისი ხარ, და აწ ვითარ ვქმნე საქმჱ ესე ბოროტი და ვცოდო Page of ms. O: 48r  წინაშე ღმრთისა ჩემისა?!

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და რაჟამს იტყჳნ იგი დღითიდღედ და არა ერჩდა იოსებ დაწოლად მის თანა და ყოფად მას,

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და იყო ეგევითარი რაჲმე დღჱ და შევიდა იოსებ სახლსა საქმედ საქმესა თჳსსა. და არავინ იყო სახლსა მას შინა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
და შებმა-უყო სამოსელსა იოსებისსა და ეტყოდა: დაწევ ჩემ თანა. ხოლო იოსებ მიუტევა სამოსელი თჳსი ჴელთა მისთა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
და იყო, ვითარცა იხილა, რამეთუ დაუტევა სამოსელი მისი ჴელთა მისთა და ივლტოდა. განვიდა გარე

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
და მოუწოდა, რომელნი იყვნეს სახლსა შინა, და ეტყოდა მათ და ჰრქუა: იხილეთ აწ, რამეთუ შემომგუარა მე მონაჲ ებრაელი კიცხევად ჩემდა: შემოვიდა ჩემდა დაწოლად ჩემ თანა. მე ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
ხოლო მას ვითარცა ესმა, რამეთუ აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი და ღაღადვყავ, დაუტევა სამოსელი მისი ჩემ თანა, ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
და დაიყენა სამოსელი მისი მის თანა, ვიდრემდე მოვიდა უფალი მისი სახიდ თჳსა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
და უთხრა მას მსგავსად სიტყჳსა ამის და ჰრქუა: შემოვიდა ჩემდა მონაჲ ესე ებრაელი, რომელი შემოიყვანე კიცხევად ჩემდა, და მრქუა მე: დავწვე შენ თანა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
და მე, ვითარცა მესმა, აღვიმაღლე ჴმაჲ ჩემი, ღაღად-ვყავ, დაუტევა Page of ms. O: 48v  სამოსელი მისი ჩემ თანა და ივლტოდა და განვიდა გარე.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
და იყო, ვითარცა ესმნეს უფალსა მას მისსა სიტყუანი ესე ცოლისაგან თჳსისა, რაჲ-იგი უთხრა მას, და თქუა: ესე მიყო მეა მონამან ჩემმან? განრისხნა გულის წყრომით.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და მოიყვანა უფალმან მისმან იოსებ და შესუა იგი საპყრობილესა, ადგილსა მას, სადაცა-იგი პყრობილნი მეფისანი იყვნეს საპყრობილესა შინა.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და იყო უფალი იოსების თანა და მოსცემდა მას წყალობასა და პოვა მადლი წინაშე მესაპყრობილეთ მოძღურისა მის.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
და მისცა მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან საპყრობილჱ ჴელთა იოსებისთა და ყოველნი იგი პყრობილნი, რავდენნი იყვნეს საპყრობილესა შინა.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
არარაჲ იცოდა თავით თჳსით საპყრობილის მთავარმან მან არცა ერთ რაჲ, რამეთუ ყოველი ჴელთა იოსებისთა იყო, ამისთჳს რამეთუ უფალი იყო მის თანა. და რავდენსა-რას იქმოდა, უფალი წარუმართებდა ჴელთა შინა მისთა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.