TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 41
Previous part

Chapter: 41 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და იყო, შემდგომად ორისა წლისა მათ დღეთასა ფარაო იხილა ჩუენებაჲ: ეგონა, ვითარმედ დგა იგი მდინარესა ზედა.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და, აჰა ესერა, ვითარცა მდინარისა მისგან გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი, შუენიერნი პირითა და მსუქანნი ჴორცითა, და ძოვდეს მდინარისა კიდესა.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და სხუანი შჳდნი ზროხანი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მიერ მდინარით, საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა და ძოვდეს ზროხათავე მათ თანა კეთილსახისათა მდინარისკიდესა მას.

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, საძაგელთა, ხილვითა და მჭლეთა ჴორცითა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი ხილვითა და კეთილნი ჴორცითა. და არა ცხად იქმნა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათთა. განიღჳძა ფარაო.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
და მეორე ჩუენებასა იხილვიდა: აჰა ესერა, შჳდნი თავნი ჴუვილისანი აღმოვიდოდეს ძირსა ერთსა ზედა, რჩეულნი და კეთილნი.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და მერმე კუალად შჳდნი თავნი აღმოსცენდეს მათვე თანა, წულილნი და ხორშაკეულნი.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ წულილთა და ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი სავსენი და კეთილნი. და განიღჳძა ფარაო და, აჰა ესერა, იყო იგი ჩუენებაჲ.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა განთენა, შეძრწუნებულ იყო სული მისი მის თანა. და მიავლინა და მოუწოდა ყოველთავე გამომეტყუელთა ეგჳპტისათა და ყოველთა ბრძენთა მისთა და უთხრა მათ ფარაო ჩუენებაჲ იგი მისი. და არა ვინ იყო მათგანი, რომელმან_ცა უთხრა ფარაოს ჩუენებაჲ იგი.


Section: (b) 
Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და ეტყოდა ღჳნისმნე იგი ფარაოს და ჰრქუა: ცოდვაჲ ჩემი მოვიჴსენო დღეს.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
ფარაო ჰრისხვიდა მონათა თჳსთა და შემსხნა ჩუენ საპყრობილესა, სახლსა მას მზარეულთმოძღურისა, მე და მეპურეთმოძღუარი.

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ვიხილეთ ჩუენებაჲ ღამესა ერთსა მე და მან. კაცად-კაცადმან ჩუენმან მსგავსად თჳსისაებრ ჩუენებისა ვიხილეთ.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
და იყო მუნ ჩუენ თანა ჭაბუკი ებრაელი, მონაჲ მზარაულთა მოძღურისაჲ, და უთხართ მას ჩუენებაჲ იგი და განგჳმარტა ჩუენ.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა განგჳმარტა ჩუენ, ეგრეცა იყო: მე კუალად მოვედ ჩემსავე ამას პატივსა, ხოლო იგი დამოეკიდა ძელსა და მოკუდა.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
* მიავლინა ფარაო და მოუწოდა იოსებს და გამოიყუანა იგი საპყრობილისა მისგან. დაუკვეცეს მას თმაჲ და შეუცვალეს მას სამოსელი მისი და მოვიდა წინაშე ფარაოჲსა.

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იოსებს: ჩუენებაჲ ვიხილე და არა ვინ არს, რომელმან_ცა განმიმარტა იგი, ხოლო მე მასმიეს შენთჳს ვითარმედ თქჳან, გესმის რაჲ ჩუენებაჲ, განჰმარტი იგი.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
მიუგო იოსებ და ჰრქუა ფარაოს: თჳნიერ ღმრთისა ვერ მიეგოს სიტყუაჲ, მეფე, მაცხოვარებასა შენსა.


Section: (g) 
Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
ეტყოდა ფარაო იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა მეგონა, ვითარმედ ვდეგ კიდესა მდინარისასა.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და ვითარცა მიერ მდინარით გამოვიდოდეს შჳდნი ზროხანი რჩეულნი ჴორცითა და შუენიერნი ხილვითა, და ძოვდეს კიდესა ზედა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და მერმე კუალად სხუანი ზროხანი შჳდნი აღმოვიდოდეს, შემდგომად მათსა მიერ_ვე მდინარით, ხენეშნი და საძაგელნი ხილვითა და მჭლენი ჴორცითა, რომელ, არა სადა მეხილვნეს ეგევითარნი საძაგელნი ყოველსა ეგჳპტესა უუშვერესი.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და შეჭამნეს შჳდთა მათ ზროხათა, მჭლეთა და საძაგელთა, შჳდნი იგი ზროხანი, კეთილნი და რჩეულნი.

Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
და შევიდეს მუცელთა მათთა და არა რაჲ აჩნდა, ვითარმედ შევიდეს მუცელთა მათ თანა. და პირნი მათნი საძაგელ იყვნეს, ვითარცა-იგი პირველ.

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
განვიღჳძე და კუალად დავიძინე. და ვიხილე მერმე ჩუენებასა: და ვითარცა შჳდნი თავნი ჴუვილისანი, აღმოვიდოდეს ადგილსა ერთსა, სავსენი და კეთილნი.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
და მერმე კუალად სხუანი შჳდნი თავნი წულილნი და ხორშაკეულნი აღმოსცენდებოდეს მათ თანავე.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და შთანთქნეს შჳდთა მათ თავთა ხორშაკეულთა შჳდნი იგი თავნი, კეთილნი და სავსენი. უთხარ ესე გამომეტყუელთა და არა ვინ არს. რომელმან_ცა მითხრა მე.

Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა იოსებ ფარაოს: ჩუენება ფარაოჲსი ორი_ვე ერთ არს: რაოდენი ღმერთსა ეგულების ყოფად, უჩუენა ფარაოს:


Section: (d) 
Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
შჳდნი იგი ზროხანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი კეთილნი შჳდნი წელნი არიან. ჩუენებაჲ ფარაოჲსა ორი_ვე ერთ არს.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
შჳდნი იგი ზროხანი, რომელნი აღმოვიდოდეს შემდგომად მათსა მჭლენი, შჳდნი წელნი არიან; და შჳდნი იგი თავნი ჴუვილისანი წულილნი და ხორშაკეულნი - იყოს შჳდ წელ სიყმილი.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
ხოლო სიტყუაჲ იგი რომელ ვარქუ ფარაოს, რაოდენი ღმერთსა ეგულების, უჩუენა ფარაოს.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
აჰა ესერა, შჳდნი წელნი მოვლენან ნაყოფიერებისა დიდისანი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და მოიწინენ შჳდნი წელნი სიყმილისანი შემდგომად მისა და დაივიწყონ ნაყოფიერებაჲ იგი მაძღრობისა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და აღჴოცოს სიყმილმან ქუეყანაჲ.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და არ_ღა_რა საცნაურ იყოს ნაყოფიერებაჲ ქუეყანასა ზედა სიყმილისა მისგან, რომელ იყოს შემდგომად მისა, რამეთუ სასტიკ იყოს ფრიად.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მეორედ ქცევისა მისთჳს ჩუენებისა ფარაოჲსა ორგზის, რამეთუ ჭეშმარიტ იყოს სიტყუაჲ იგი ღმრთისამიერი და ისწრაფოს ღმერთმან ყოფად ესე.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
აწ შენ იხილე კაცი ბრძენი და დაადგინე ყოველსა ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
და ყავნ ესრეთ ფარაო, დაადგინენინ ადგილთმთავარნი ქუეყანასა ზედა და ხუთეული აღიღეთ ყოვლისაგან ნაყოფისა ქუეყანისა ეგჳპტისა შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა.

Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
და შეკრიბედ ყოველივე საზრდელი შჳდთა მათ წელთა მომავალთა კეთილთა და შეკრიბედ იფქლი ჴელსა ქუეშე ფარაოსსა, საზრდელი ქალაქთა შინა.


Section: (e) 
Verse: 36   Link to oskijerLink to sept   
და დამარხულ იყავნ ქუეყანისათჳს საზრდელი იგი შჳდთა მათთჳს წელთა სიყმილისათა, რომელნი ყოფად არიან ქუეყანასა ეგჳპტისასა, და არა მოისრას ქუეყანა სიყმილითა.

Verse: 37   Link to oskijerLink to sept   
ხოლო სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე ფარაოჲსა და წინაშე ყოვლისა ერისა მისისა.

Verse: 38   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო ყოველთა მონათა თჳსთა: ვინა ვპოოთ ჩუენ სხვაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ თავისა თჳსისა შორის?

Verse: 39   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იოსებს, რამეთუ გიჩუენა შენ ღმერთმან ესე ყოველი და არა ვინ არს კაცი უბრძნეს შენსა და უგულისხმისმყოფელეს შენსა.

Verse: 40   Link to oskijerLink to sept   
* შენ იყავ სახლსა ზედა ჩემსა და პირსა შენსა ერჩდეს ერი ჩემი, გარნა ხოლო საყდრითა გმატდე მე შენ.

Verse: 41   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იოსებს, აჰა ესერა, დამიდგინებიე შენ დღესითგან ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 42   Link to oskijerLink to sept   
და წარიჴადა ფარაო ბეჭედი ჴელისა თჳსისა და შეაცუა ჴელსა იოსებსა და შეჰმოსეს მას სამოსელი ბისონი და გარდააცუეს მანიაკი ოქროჲსა ყელსა მისსა.

Verse: 43   Link to oskijerLink to sept   
და აღსუეს იგი ეტლსა შემდგომსა მისსა და ქადაგებდა წინაშე მისსა ქადაგი და დაადგინა იგი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 44   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ფარაო იოსებს: მე, ფარაო, გეტყჳ შენ: თჳნიერ შენსა არავინ აღყოს ჴელი ქუეყანასა ეგჳპტისასა.


Section: (v) 
Verse: 45   Link to oskijerLink to sept   
და უწოდა ფარაო სახელი იოსებს ფსომთოფანი და მისცა მას ასენექ, ასული პეტეფრესი, მღდელისა მის მზისქალაქისა, მისა ცოლად.

Verse: 46   Link to oskijerLink to sept   
იოსებ იყო ოცდაათის წლის, რაჟამს წარდგა წინაშე ფარაოჲსა, მეფისა ეგჳპტელთასა. განვიდა იოსებ პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე.

Verse: 47   Link to oskijerLink to sept   
და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი.

Verse: 48   Link to oskijerLink to sept   
და შეკრიბა ყოველი საზრდელი შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა, ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. და დადვა საზრდელი ქალაქთა შინა, საზრდელი ველთა მათ ქალაქისა გარემოთა.

Verse: 49   Link to oskijerLink to sept   
და დადვა მას შინა. და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა დიდად ფრიად, ვიდრემდე ვერ_ღა_რა ეძლო რაცხვად, რამეთუ არა იყო რიცხუ.


Section: (z) 
Verse: 50   Link to oskijerLink to sept   
ხოლო * იოსებს ესხნეს ორ ძე, ვიდრე მოწევნადმდე შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა, რომელნი უშვნა ასენექ, ასულმან პეტეფრესმან, მღდელისა მის მზისქალაქისამან.

Verse: 51   Link to oskijerLink to sept   
და უწოდა სახელი იოსებ პირმშოსა მას მანასე და თქუა: დამავიწყა მე ღმერთმან ყოველი სალმობაჲ ჩემი და ყოველი მამისა ჩემისა.

Verse: 52   Link to oskijerLink to sept   
და სახელი მეორისა მის უწოდა ეფრემ და თქუა: რამეთუ აღმაორძინა მე ღმერთმან სიმდაბლესა შინა ჩემსა.

Verse: 53   Link to oskijerLink to sept   
წარჴდეს შჳდნი იგი წელნი ნაყოფიერებისანი, რომელ იყვნეს ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 54   Link to oskijerLink to sept   
** და იწყეს შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოსლვად, ვითარცა-იგი თქუა იოსებ. და იყო სიყმილი ყოველსა ქუეყანასა, და ყოველსა ეგჳპტესა არა იყო პური.

Verse: 55   Link to oskijerLink to sept   
და შეემშია ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და ღაღად-ყო ყოველმან ერმან პურისათჳს ფარაოს მიმართ. ჰრქუა ფარაო ყოველთა მეგჳპტელთა: მივედით იოსებისა და რაჲ-იგი გრქუას, იგი_ცა ყავთ.

Verse: 56   Link to oskijerLink to sept   
და სიყმილი იყო პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განახუნა იოსებ ყოველნი იგი იფქლისა საუნჯენი და ჰყიდდა ყოველთა ეგჳპტელთა ზედა.

Verse: 57   Link to oskijerLink to sept   
და ყოველი სოფლები მოვიდოდა ეგჳპტედ სყიდად იფქლისა იოსებისა, რამეთუ დაიპყრა სიყმილმან ყოველი ქუეყანაჲ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.