TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 305
Previous part

Chapter: 56  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ამას იტყჳს უფალი. დაიმარხეთ სამართალი და ყავთ სიმართლჱ, რამეთუ მოახლებულ არს მაცხოვარებაჲ ჩემი მოწევნად, და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ნეტარ არს მამაკაცი, რომელმან ყოს ესე, და კაცი რომელმან შეიწყნაროს ესე და დაიმარხნეს შაბათნი ჩემნი შეუგინებელად, და დაიცვნეს ჴელნი თჳსნი, Page of ms. J: A89r  რაჲთა არა ქმნეს სიცრუვჱ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ნუ იტყჳნ უცხოთესლი იგი/ რომელი მოსრულ იყოს უფლისა, გან-მე-მაშოროსა უფალმან ერისაგან თჳსისა. და ნუ იტყჳნ საჭურისი იგი, რამეთუ მე ვარ ხჱ ჴმელი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას ეტყჳს უფალი საჭურისთა მათ, რომელნი იმარხვიდენ შაბათთა ჩემთა, და რომელთა გამოირჩიონ, რაჲ იგი მე მნებავს, და რომელთა თავს-ისხნენ აღთქუმანი ჩემნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვსცე მათ სახლსა შინა ჩემსა, და ზღუდესა ჩემსა, ადგილი სახელოვანი, უმჯობჱს რომელთა ესხენ ძეებ და ასულებ. სახელი საუკუნოჲ მივცე მათ, და არა მოაკლდეს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და უცხოთესლთა მათ, რომელნი მოვიდენ უფლისა მონებად მისა, და შეიყუარონ სახელი უფლისაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი მონად და მჴევლად, და ყოველთა რომელთა დაიმარხონ შაბათი ჩემი, და არა შეაგინონ იგი, და შეიწყნარნენ აღთქუმანი ჩემნი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
შევიყვანნე იგინი მთასა წმიდასა ჩემსა, და ვახარო მათ ტაძარსა შინა სალოცველსა ჩემსა, მსხუერპლნი მათნი და შესაწირავნი მათნი იყვნენ სათნო საკურთხეველსა ჩემსა. რამეთუ სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს შორის ყოველთა წარმართთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
თქუა უფალმან, რომელმან შეკრიბნეს განბნეულნი ისრაჱლისანი, რამეთუ შევკრიბო მათ ზედა შესაკრებელი ყოველთა მჴეცთაჲ ველურთაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მოვედით და ჭამდით, ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აწ იხილეთ რამეთუ დაბრმეს ყოველნივე, და არა ცნეს გულის-ჴმის-ყოფად. ყოველნივე არიან ძაღლ მცბიერ, რომელნი ვერ შემძლებელ არიედ ყეფად: საჩუენებელსა იხილვედ საწოლსა თჳსსა, და უყუარს ძილი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ძაღლნი არიან უძღებნი გულითა, და არა იციან მაძღრობაჲ, და არიან ყოველნი უკეთურ, და არა იციან გულის-ხმის-ყოფაჲ. ყოველნივე გზათა თჳსთა შეუდგან კაცად-კაცადი გონებასა თჳსსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.