TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 314
Previous part

Chapter: 65  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   განვეცხადე <მათ> რომელნი მე არა მიკითხვიდეს, და ვეპოვე რომელნი მე არა მეძიებდეს. ვარქუ ვითარმედ აქა ვარ ნათესავსა მას, რომელი არა ხადოდა სახელსა ჩემსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
განვიპყრენ ჴელნი ჩემნი დღჱ ყოველ ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი ვლენან გზასა არა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ერმან ამან რომელმან განმარისხა მე წინაშე ჩემსა მარადის, იგინი უზორვენ მტილებსა მათსა, და უკუმევენ საკუმეველსა ეშმაკთა ალიზთა შინა მათთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და დამკჳდრებულთა საფლავთა შინა, და ქუაბებსა შინა, დაიძინიან Page of ms. J: A96r  ინიან სიზმართათჳს. რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა,/ და სუმენ წუენსა მსხუერპლთა მათთასა, და ყოველი სამსახურებელი მათი შეგინებულ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რომელნი იტყჳან, განმეშორე ჩემ გან: ნუ მომეახლები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე არს კუამლი გულის-წყრომისა ჩემისაჲ. ცეცხლი აღატყდების მის ზედა ყოველთა დღეთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა წერილ არს წინაშე ჩემსა, და არა დავიდუმო ვიდრემდე მივაგო წიაღთა მათთა

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ყოველნივე ცოდვანი მათნი, ყოველთა დღეთა მათთა და მამათა მათთაჲ ერთბამად, იტყჳს უფალი. რომელნი იგი უკუმევდეს მთათა ზედა, და ბორცუთა ზედა მაყუედრებდეს, და მივაგნე საქმენი მათნი პირველდა წიაღთა მათთა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი, ვითარცა იგი იპოვის მარცუალი ტევანსა შინა, და თქჳან, ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევაჲ უფლისაჲ არს მას შინა. ეგრჱთ ვყო მისთჳს რომელი იგი მმონებდეს მე. ამისთჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და გამოვიყვანო იაკობისგან თესლი, და იუდაჲსგან, და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა, და მონათა ჩემთა, და დაეშჱნნენ მუნ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მაღნართა შინა საყოფელნი სამწყსოთანი, და ჴევი იგი აქორისაჲ განსასუენებელ მროწეულთა ერისა მის ჩემისა, რომელნი მეძიებდეს მე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ რომელთა დამიტევეთ მე, და დაივიწყეთ მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და განუმზადებდით ბედსა ტაბლასა, და აღუვსით ეშმაკსა საწდჱ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აწ მე მიგცნე თქუენ მახჳლსა, და ყოველნივე მოსრვით დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არა მერჩდით მე: გეტყოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი, და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რაჲ იგი მე არა მინდა გამოირჩიეთ თქუენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა, რომელნი მმონებდენ მე, იგინი ჭამდენ, ხოლო თქუენ გმშიოდის, და რომელნი მმონებდეს მე, იგინი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის <. . .>.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და რომელნი მმონებდენ მე, იგინი იხარებდენ სიხარულითა Page of ms. J: A96v  გულისაჲთა, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ სალმობითა/ გულისა თქუენისაჲთა, და ჭირითა სულისა თქუენისაჲთა ჰღაღადებდეთ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაუტეოთ სახელი ჩემი მაძღრივ რჩეულთა ჩემთა, და თქუენ მოგსრნეს უფალმან: ხოლო რომელნი მმონებდენ მე, მათ ეწოდოს სახელი ახალი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რომელი იკურთხეოდის ქუეყანასა ზედა, რამეთუ აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, და რომელნი ფუცვიდენ ქუეყანასა ზედა, ფუცვიდენ ჭეშმარიტსა ღმერთსა, რამეთუ დაავიწყდეს ჭირი იგი პირველი, და არღარა მოუჴდეს გულსა მათსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, და არღარა მოიჴსენონ პირველთაჲ მათ, და არცა მოვიდეს გულსა მათსა,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არამედ სიხარული და მხიარულებაჲ პოვონ მას შინა, რაოდენ იგი მე დავჰბადო. რამეთუ აჰა ესერა ვყო იჱრუსალემი სიხარულ, და ერი ჩემი მხიარულება,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ვიხარებდე მე იჱრუსალემისა მიმართ, და მხიარულ ვიყო ერსა ჩემსა ზედა, და არღარა ისმეს მას შინა ჴმაჲ ტირილისაჲ, და ჴმაჲ ღაღადებისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და არღარა იყოს მუნ უჟამოდ შობილი და უსრული, და მოხუცებული რომელმან არა აღასრულნეს ჟამნი თჳსნი. რამეთუ ყრმაჲ იგი ძჱ ასისა წლისაჲ მოკუდეს, და მოხუცებული იგი ყრმაჲ აღესრულოს, და ყრმაჲ რომელი არა ას წლისაჲ აღესრულოს, იგი წყეულ იყოს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და აღაშჱნნენ სახლნი, და იგინი დაემკჳდრნენ მას შინა. და დაასხან ვენაჴი, და იგინივე ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და არღარა აღაშჱნებდენ, რაჲთა სხუანი დაემკჳდრნენ, და არცა იგინი დაჰნერგვიდენ, და სხუანი ჭამდენ. რამეთუ დღისა მის-ებრ ხისა ცხორებისა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, და საქმენი შრომათა მათთანი დააძუელნენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ხოლო რჩეულნი ჩემნი არა შურებოდიან ცუდად, და არცა შვილთ-ისხმიდენ საწყეველად, რამეთუ ნათესავნი კურთხეულნი არიან ღმრთისა მიერ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და იყოს ვიდრე ღაღადებადმდე მათა Page of ms. J: A97r  მე ვისმინო მათი, და ვიდრე სიტყუადმდე/ მათა ვჰრქუა: აქა ვარ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
მას ჟამსა მგელნი და კრავნი ერთად ძოვდენ, და ლომი ვითარცა ჴარი ჭამდეს ბზესა, და გუელი ჭამდეს მიწასა ვითარცა პურსა, და არა ვის ავნებდენ, და არცა უნასებდენ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, იტყჳს უფალი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.