TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 330
Previous part

Chapter: 15  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და მრქუა მე უფალმან, და-თუ-დგენ მოსე და სამოელ წინაშე პირსა ჩემსა, არავე არს სული ჩემი მათა მიმართ. განავლინე ერი ესე და განვიდედ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და იყოს უკუეთუ გრქუან შენ, ვიდრე განვიდეთ, და ჰრქუა მათ; ესრე იტყჳს უფალი; რომელნი მე სიკუდილით მოჰკუდეთ, და რომელნი მე მახჳლითა მოისრნეთ, და რომელნი მე სიყმილითა აღვსრულნეთ, და რომელნი მე ტყუედ წარიტყუენნეთ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ვიძიო შური მათ ზედა ოთხითა ფერითა, იტყჳს უფალი, მახჳლითა მოწყუედად და ძაღლთა განსაბძარველად და მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა საჭმლად და განსარყუნელად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი Page of ms. J: A115r  ურვასა ყოველთა შორის მეუფეთა ქუეყანისათა,/ მანასჱსთჳს ძისა ეზეკიაჲსა მეუფისა იუდაჲსა, ყოველთათჳს რომელ ქმნა იჱრუსალემს შინა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ვინ ყოს რიდობა შენ ზედა, იჱრუსალემ, და ვინ დაწუ<ხ>ნეს შენ ზედა, ანუ ვინ მოაქციოს კითხვად მშჳდობისა შენისათჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
შენ უკუნ-იქეც ჩემგან, იტყჳს უფალი, უკუმართცა ხჳდოდი, და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა, და განგჴრწნე შენ, და არღარა ულხინო <მათ>.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
<და> განესთესნე იგინი განბნევით, ბჭეთა ზედა ერისა ჩემისათა უშვილო იქმნ<ნ>ეს, წარვწყმიდე ერი ჩემი უკეთურებისა მათისათჳს, და არა მოიქცენ იგინი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
განმრავლდეს ქურივნი მათნი უფროჲს ქჳშისა ზღჳს-კიდისაჲსა. მოუვლინე დედასა ზედა ჭაბუკთასა უბადოობაჲ შუვა-დღესა; დავსდევ მას ზედა მეყსეულად ძრწოლაჲ და წრაფაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მშობელი შჳდთაჲ დაცუდნა; მოეწყინა სულსა მისსა, დაჰჴდა მის ზედა მზჱ განზოგებასა ოდენ დღის<ა>სა, ჰრცხუენა და ყუედრებულ იქმნა. ნეშტნი მათნი მახჳლსა მივსცნე წინაშე მტერთა მათთა, თქუა უფალმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვაჲ ჩემდა, დედაო ჩემო, ვითარცა ვინ მშევ მე კაცი დაშჯილი და განკითხული ყოველსა ქუეყანასა, არა რაჲ თანა-მედვა ვისი, არცა თანა ვის რაჲ <თანა>-ედვა ჩემი; ძალსა ჩემსა მოაკლდა მწყევართაგან ჩემთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იყავნ უფალო წარმომართება მათა, არა თუმცა წარვდებ წინაშე შენსა ჟამსა ბოროტებისა მათისასა, და ჟამსა ჭირისა მათისასა კეთილობად მტერისა მიმართ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
საცნაურ ღათუ იყოს რკინად, და ზღუდჱ შენი რვალისად ძალი შენი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და საფასენი შენნი აღსაჭრელად მივსცნე ნაცვალად ყოველთათჳს ცოდვათა შენთა ყოველთა ზედა საქმეთა შენთა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ემონო შენ მტერთა შენთა ქუეყანასა, რომელ არა იცოდე, რამეთუ ცეცხლი აღტყინებულ არს გულის-წყრომისაგან ჩემისა თქუენ ზედა, და აღეგზნეს.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შენ უწყი, უფალო; მომიჴსენე მე უფალო, და მომხედე მე, და უბრალო მყავ მე მდევართა ჩემთაგან. ნუ სულ-გრძელებად შენდა დამმარხავ მე; გულის-ჴმა-ყავ რაოდენი მოვიღე შენთჳს ყუედრებაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
მათგან რომელ შეურაცხ-ყვნეს სიტყუანი შენნი, აღასრულენ იგინი, და იყოს სიტყუაჲ შენი ჩემდა სიხარულ და მხიარულება გულისა ჩემისა, რამეთუ Page of ms. J: A115v  წოდებულ/ არს სახელი შენი ჩემ ზედა, უფალო მერთისა-მპყრობელო.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
არა დავჯედ შორის კრებულსა მათსა რაჟამს ლაღობედ, არამედ მეშინოდა პირისაგან ჴელისა შენისაჲსა; მარტოდ დავჯდი, რამეთუ სიმწარითა აღვივსე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს მავნებელნი ჩემნი მძლევენ მე; წყლულებაჲ ჩემი დამტკიცებულ არს, ვინაჲ განვიკურნო, ყოფით მეყო მე ვითარცა წყალი ცრუჲ, რომელსა არა აქუ<ნ> სარწუნოებაჲ.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; მო-თუ-აქციო, კუალად გაგო, და წინაშე პირსა ჩემსა დასდგე; და გამო-თუ-იყვანო პატიოსნად არა ღირსთაგანი, ვითარცა პირი ჩემი იყო, და მოიქცენ იგინი შენდა, და შენ არა მიიქცე მათა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და მიგცე შენ ერსა ამას ვითარცა ზღუდე რვალისაჲ მტკიცე, და გბრძოდიან, და ვერ გძლონ შენ, რამეთუ მე შენ თანა ვარ ჴსნად შენდა და განრინებად შენდა, თქუა უფალმან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და განგარინო შენ ჴელთაგან უკეთურთასა, და გიჴსნე შენ ჴელთაგან მომსრველთასა. ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.