TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 197
Previous part

Chapter: 51  
თავი 51



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა მე აღვადგინო ბაბილონსა ზედა და დამკჳდრებულთა ზედა ხალდეაჲსათა გული აღმადგინებელთაჲ, ქარი შემწუველი, განმხრწნელი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გამო\ვავლინნე Page of ed. 1709: 130b  ბაბილონისათჳს მაგინებელნი და გინებულ-ყონ იგი და განრყუნან ქუეყანაჲ მისი, რამეთუ ვაჲ ბაბილონსა ზედა გარემოჲს დღესა შინა განბოროტებისა მისისასა.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მის ზედა მოირთხინ (!) მომრთხმელმან მშჳლდისა თჳსისამან, და მის ზედა გარე მოირტყინ (!), რომლისა არნ საჭურველი თჳსი; და ნუ ჰრიდებთ ჭაბუკთა მისთა ზედა და განაქარვეთ ყოველი ძალი მისი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაეცნენ წყლულნი ქუეყანასა შინა ხალდეველთასა, და დაგუმერილნი -- გარეთ მისსა.

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ არა დაქურივდა ისრაილი და იუდაჲ ღმრთისა მათისაგან, უფლისაგან ყოვლისა-მპყრობელისა, რამეთუ ქუეყანაჲ მათი აღივსო უშჯულოებითა ისრაელისათა.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ივლტოდეთ ბაბილონის შორისისაგან და განირინეთ კაცადმან სული თჳსი და ნუ განჰვარდებით უსამართლოებისა მისისა მიერ, რამეთუ ჟამი შურის-ძიებისა მისისაჲ არს უფლისა მიერ; მისაგებელი მისი მიაგოს მან.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სასუმელი ოქროჲსაჲ ბაბილონი ჴელსა შინა უფლისასა და მათრობელი ყოვლისა ქუეყანისაჲ; ღჳნისაგან მისისა სუმიდეს წარმართნი, ამისთჳს აღიძრნეს წარმართნი.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეყსეულდ დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა. ჰგოდებდით მას, დაადევით რიტინე განხრწნილებასა მისსა, გან-ხოლო-იკურნოს.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვჰკ\ურნებდით Page of ms. Ga: 244v   ბაბილონსა, და არა განიკურნა; დაუტევეთ იგი და წარვედით კაცადი ქუეყანად თჳსსა, რამეთუ მიეახლა ცად მიმართ საშჯელი მისი და აღიწია მივარსკულავთამდე.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამოიღო უფალმან მშჯავრი საქმენი უფლისა ღმრთისა ჩუენისანი.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განიმზადენით სამშჳლდველნი, აღავსენით კაპარჭნი. განაღჳძა უფალმან სული მეფისა მიდთაჲსაჲ, რამეთუ ბაბილონსა ზედა არს რისხვაჲ მისი მოსპობნდ მისსა, რამეთუ შურის-გებაჲ უფლისაჲ არს შურის-გებაჲ ტაძრისა მისისაჲ.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ed. 1709: 131a  ზღუდეთა იჩედა ბაბილონისათა აღიღეთ სასწაული, დაადგინენით მცველნი, აღადგინენით მჴუმელნი, განმზადენით საჭურველნი, რამეთუ ჴელ-ყო და ყოს უფალმან, რაოდენნი თქუნა მკჳდრთა ზედა ბაბილონისათა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებულთა წყალთა ზედა მრავალთა და სიმრავლესა ზედა საუნჯესა მისთასა. ახს აღსასრული შენი ჭეშმარიტად ნაწლევთა შენთა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ფუცა უფალმან ძალთამან მკლავისა მიმართ თჳსისა, ვითარმედ აღგავსო შენ კაცებითა, ვითარცა მკლებითა, და ჴმობდენ შენ ზედა აღმავალნი, ვითარცა მთრგუნავნი საწნეხლისანი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შემქმნელმან ქუეყანისამან ძალითა თჳსითა, გამ[მ]ზადებელმან მკჳდროვნისამან სიბრძნითა თჳსითა და გულისხუმის-ყოფისა მიერ თჳსისა გადაართხა ცაჲ.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმად ქუხილისა დადვა სიმრავლე წყლისაჲ ცისა შორის და აღმოიყვანნა ღრუბელნი დასასრულისაგან ქუეყანისა, ელვანი წჳმად შექმნნა და გამოიყვანა ნათელი საუნჯეთაგან მისთა.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განსულელნა ყოველი კაცი მეცნიერებისაგან, სირცხჳლეულ იქმნა ყოველი ოქროჲს-მჭედელი ქანდაკებულთა მისთაგან, რამეთუ ნაცილად გამოადნვეს, არა არს სული მათ შორის.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამაოებ არიან საქმენი საკიცხელნი, სადუმარნი, ჟამსა შინა ზედმოხილვისა მათისასა წარწყმდენ ესენი.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არა არს ესემლევანი ნაწილი იაკობისი, რამეთუ რომელმან დაჰბადნა ყოველნი, იგი არს ნაწილ მისსა და ისრაილი -- კუერთხ მკჳდრობისა მისისა, უფალი ძალთაჲ სახელი მისი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შენ განმიბნევ მე ჭურჭელთა ბრძოლისათა, და განვაბნივნე მე შენ შორის ნათესავნი და აღვიხუნე შენ შორის მეფენი.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე შენ შორის ცხენი და მჴედარი მისი, და განვაბნინე შენ შორის ეტლები და აღმავალნი მათნი.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე შენ შორის მამაცი და ცოლი მი\სი; Page of ed. 1709: 131b  და განვაბნიო შენ შორის მოხუცებული და ჭაბუკი და მოყმე და ქალწული მისი.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვაბნიო შენ შორის მწყემსი და სამწყსოჲ მისი, და განვაბნიო შენ შორის მუშაკი და სამუშაკოჲ მისი, და განვაბნინე შენ შორის მთავარნი და სპაპეტნი.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივაგო ბაბილონსა და მკჳდრთა ხალდეაჲსათა ყოველნი უკეთურებანი მათნი, რომელნი ქმნნეს სიონს შინა წინაშე თუალთა თქუენთა, იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა მე შენსა მიმართ, მთაო განხრწნილო, იტყჳს უფალი, განმხრწნელო ყოვლისა ქუეყანისაო, და მივყო ჴელი ჩემი შენ ზედა და შთამოგაგორვო შენ კლდეთაგან და გყო შენ, ვითარცა მთაჲ მოცეცხლული.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა მოიღონ შენგან ქვაჲ საკუთხედ და ქვაჲ საფუძველად, რამეთუ განსარყუნელად იყო საუკუნოდ, იტყჳს უფალი.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღიღეთ სასწაული ქუეყანასა ზედა და ჰნესტუეთ ნესტუსა წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავები, დაჰმოწმეთ მის ზედა მეფეთა არარატისათა ჩემ მიერ და ასხანაზელთა, დაადგინენით მის ზედა წყლულების მდგომნი, აღიყვანეთ მის ზედა ცხენი, ვითარცა სიმრავლე მკალთაჲ.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წმიდა-ყავთ მის ზედა ნათესავი, მეფე მიდთაჲ და წინამძღუარნი მისნი და ყოველნი სპაჲპეტნი მისნი და ყოვლისა ქუეყანისა ჴელმწიფებისა მისისანი.

Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შეიძრა ქუეყანაჲ და სტკიოდა, მით რამეთუ აღდგა ბაბილონსა ზედა გულის-სიტყუაჲ უფლისაჲ დადებად ქუეყანაჲ ბაბილონისაჲ განსაქარვებელად, არდასამკჳდრებელად იგი.

Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოაკლდა მეომე ბაბილონისაჲ მბრძოლად და დასხდენ წყუდეულებასა შინა, მოსწყდა მძლავრებაჲ მათი და იქმნნეს, ვითარცა დედანი; მოიწუნეს კარავნი მათნი, შეიმუსრნეს მოქლონნი მისნი.

Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მდევარი შემთხუევად მდევნელისა სდევდეს, და მეღაღადისე შემთხუევად მეღაღდისისა მეღაღადებად მეფისა ბაბილონისასა, ვითარმედ წარწყმდა ქალაქი მისი დასასრ\ულით Page of ed. 1709: 132a  გამოსავალთა მისთაჲთ.

Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ შეპყრობილ იქმნნეს, და სახლნი მათნი მოიცეცხლნეს Page of ms. Ga: 243v   ცეცხლითა, და მამაკაცნი მისნი მბრძოლნი გამოვიდენ.

Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მით რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: სახლნი ბაბილონისანი, ვითარცა კალოჲ ოჴერი, მოოჴრდენ; მერმე მცირედღა, და მოიწიოს ღალვაჲ მისი.

Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განმყო მე, შემჭამა მე, და მეწია მე, ვითარცა ბნელი წულილი; ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დამადგინა მე, ვითარცა ჭურჭელი ცალიერი, შთამნთქა მე, ვითარცა ვეშაპმან, აღივსო მუცელი თჳსი შუებულებისაგან ჩემისა.

Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განმაგარეეს მე რუდუნებათა ჩემთა [35] და საარებათა ჩემთა ძჳნად ბაბილონისა წარიხუნეს, თქუას მკჳდრმან სიონისამან, და სისხლი ჩემი ძჳნად მკჳდრთა ხალდეჲსათა, თქუას იერუსალიმმან.

Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამას იტყჳს უფალი: აჰა მე ვსაჯო წინამოსაჯული შენი და შურვიგო შურის-გებაჲ შენი და მოვაოჴრო ზღუაჲ მისი და განვაჴმო წყაროჲ მისი.

Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ბაბილონი ბორცუებ და სამკჳდრებელად ვეშაპთა და განსარყუნელად და სასტჳნველად და არა დაეშენოს.

Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თანად ერთბამად, ვითარცა ლომნი, აღდგეს ზოგად ძენი მათნი, და ვითარ ლეკუნი ლომთანი.

Verse: 39   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განჴურვებასა შინა მათსა სარეცელი მათი მივსცე განუსუენებელად და მივსცე სასუმელი მათ და დავათრვნე იგინი, რაჲთა დასულბენ და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ და ვერ განიღჳძონ, იტყჳს უფალი.

Verse: 40   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შთავჴადნე იგინი, ვითარცა კრავნი, დაკლვად და ვითარცა კრავნი თიკნებითურთ.

Verse: 41   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვითარ მოოჴრდა სისახ, და მოინადირა სიქადული ყოვლისა ქუეყანისაჲ? ვითარ იქმნა ბაბილონი განსაქარვებელად ყოველთა შორის ნათესავთა?

Verse: 42   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღმოვიდა ბაბი\ლონსა Page of ed. 1709: 132b  ზედა ზღუაჲ ჴმითა ღელვათა მისთაჲთა, დაიფარა.

Verse: 43   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იქმნნეს ქალაქნი მისნი განსაქარგებელ, ქუეყანა ურწყულ და უალ, ქუეყანაჲ, რომელსა ზედა არ დაიმკჳდროს მის ზედა არა ვინ კაცმან, არცა დაიმასპინძლოს მათ შინა ძემან კაცისამან.

Verse: 44   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შური-ვიძიო ბილს ზედა ბაბილონს შინა და გამოვჰხუნნე, რომელნი შთანთქნა პირისაგან მისისა და Page of ms. Ga: 240r   არღარა შეკრბენ მისდამი ნათესავნი, წარმართნი მერმე, და ზღუდეცა ბაბილონისაჲ და-ვე-ეცა.

Verse: 45   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გამოვედით საშუალისაგან მისისა, ერო ჩემო, და განირინეთ კაცადმან სული თჳსი გულის-წყრომისაგან რისხვისა უფლისა.

Verse: 46   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ნუსადა შეშინდეს გული თქუენი და წიწნეულ იქმნეთ სმენისაგან სმენადისა ქუეყანასა ზედა, და შემოვიდეს მასვე წელსა შინა სმენაჲ, და მის თანა წელიწდსა შინა სმენაჲ და უსამართლოებაჲ ქუეყანასა ზედა და მჴელმწიფები მჴელ-მწიფებასა ზედა, იგავი იგავსა ზედა.

Verse: 47   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და ზედა-მივიხილო ქანდაკებულთა ზედა ბაბილონისათა, და ყოველი ქუეყანაჲ მისი სირცხჳლეულ იქმნეს, და ყოველნი წყლულნი მისნი დაეცნენ შორის მისსა.

Verse: 48   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იხარებდენ ბაბილონსა ზედა ცანი და ქუეყანაჲ და ყოველნი მათ შორისნი, რამეთუ ჩრდილოჲთ მოვიდენ განმხრწნელნი მისნი, თქუა უფალმან.

Verse: 49   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რამეთუ ბაბილონს შინაცა დაცემაჲ წყლულთა ისრაილისათაჲ მის შორის, და ბაბილონისანიცა უკუე დაეცნენ წყლულნი ყოვლისა ქუეყანისა მიერ ძლეულნი.

Verse: 50   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განრინებულნი ქუეყანისაგან ვიდოდეთ და ნუ დასდგებით; მოიჴსენეთ შორიელთა უფლისაჲ, და იერუსალიმი აღვედინ გულთა თქუენთა ზედა.

Verse: 51   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გურცხუენა, რამეთუ გუესმა ყუედრებაჲ ჩუენი, დაფარა უპატივოებამან პირი ჩუენი, შევიდეს სხუა ნათესავნი წმიდათა მიმართ ჩუენთა სახიდ უფლისა.

Verse: 52   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
Page of ed. 1709: 133a  ამისთჳს აჰა დღენი მოვლენ, იტყჳს უფალი, და შურ-ვიგო ქანდაკებულთა ზედა მისთა, და ყოველსა ქუეყანასა ზედა მისსა დაეცნენ წყლულნი.

Verse: 53   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღ-თუ-მაღლდეს ბაბილონი, ვითარცა ცაჲ, და რამეთუ განმაგრდეს თუ სიმაღლე ძალისა მისისაჲ, ჩემ მიერ მოიწინენ მომსრველნი მისნი, იტყჳს უფალი.

Verse: 54   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ღაღადებისაჲ შორის ბაბილონისა და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ხალდეველთასა,

Verse: 55   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოსპო უფალმან ბაბილონი და წარწყმიდა მისგან ჴმაჲ დიდი, რომელ ოხრიდა, ვითარცა წყალნი მრავალნი, მისცა მოსპოლვად ჴმაჲ მისი,

Verse: 56   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოვიდა ბაბილონს ზედა საარებაჲ, მოისრნეს მბრძოლნი მისნი, შეძრწუნდა მშჳლდი მათი, რამეთუ ღმერთი შურის-მეძიებელ არს.

Verse: 57   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თჳთ უფალმან ნაცვალ-აგოს მას ნაცვალ-საგებელი მისა [57] და დაათრვნ\ეს Page of ms. Ga: 240v   სიმთრვალითა მთავარნი მისნი და სპაჲპეტნი მისნი და დამწყებნი მისნი და სპაჲპეტნი მისნი და ძალნი მისნი და დაიძინონ ძილი საუკუნოჲ და არღარა განიღჳძონ უკუნისამდე, იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისამპყრობელ სახელი მისი.

Verse: 58   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს უფალი: ზღუდე ბაბილონისაჲ განვრცნა, გარდარღუევით გარდაირღუეს, და ბჭენი მისნი მაღალნი ცეცხლითა მოიცეცხლნენ, და არა დაშურებოდინ ერნი ცუდად, და ნათესავნი მის შორის მოაკლდენ.

Verse: 59   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ, რომელი ამცნო უფალმან იერემიას წინაჲსწარმეტყუელსა რქუმად არეაჲსსა, ძისა ნირისსა, ძისა მაასესა, ოდეს წარვიდოდა სედეკიაჲს მიერ მეფისა იუდაჲსა ბაბილონდ წელსა შინა მეოთხესა მეფობისა მისისასა, და არეა იყო მთავარ ნიჭთა.

Verse: 60   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაწერნა იერემიამან ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოიწინენ ბაბილონსა ზედა, წიგნსა შინა ერთსა, ყოველნი ესე სიტყუანი, დაწერილნი ბაბილონისათჳს.

Verse: 61   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა იერემ\ია Page of ed. 1709: 133b  არეაჲს მიმართ: რაჟამს მიხჳდე ბაბილონდ, და იხილო და აღმოიკითხნე თანად ყოველნი ესე სიტყუანი.

Verse: 62   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა: უფალო, უფალო, შენ სთქუ ადგილსა {!} ამას ზედა მოსპოლვად იგი და არყოფად მას ზედა მკჳდრნი კაცითგან მისაცხოვართამდე, რამეთუ განსაქარვებელად უკუნისამდე იყოს.

Verse: 63   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ოდეს დასცხრე აღმომკითხველი წიგნისა ამის, და დააკრა მას ზედა ქვაჲ და შთააგდო იგი საშუალ ევფრატსა.

Verse: 64   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა: {1} ესრეთ დაინთქას ბაბილონი, არღა აღდგეს პირისაგან ძჳრთაჲსა, რომელთა მე მოვაწევ მის ზედა და დაემტკიცნეს სიტყუანი იერემიაჲსნი ვიდრე აქამომდე Page of ms. Ga: _  .



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.