TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 322
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა, და აღმოიკითხე სიტყუაჲ ესე, და არქუ; ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან ჰურიასტანმან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ, განჰმართენ<ი>თ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ ამას ადგილსა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ნუ ესავთ თავთა თქუენთა გინა თუ სიტყუათა სიცრუვისათა, რამეთუ მებრვე არაჲვე სარგებელ გეყვნენ თქუენ. იტყჳან, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განმართებით განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი, და ყოფით თუ ჰყოთ სამართალი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მსხემსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლი Page of ms. J: A106v  უბრალოჲ არა დასთხიოთ/ ამას ადგილსა, და კუალსა ღმერთთა უცხოთასა არა მიხჳდეთ ძჳრად თქუენდა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დაგამკჳდრნე თქუენ ამას ადგილსა, ქუეყანასა მას, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან მი-უკუნისამდე.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ესვიდეთ თავთა თქუენთა სიტყუათა ზედა სიცრუვისათა, რომელთაგან არა რაჲ ირგოთ,

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იპარვიდეთ, და კაცს ჰკლვიდეთ, და იმრუშებდეთ, და ჰფუცვიდეთ ცილსა, და უკუმევდეთ ბაალსა, და შეუდგეთ კუალსა ღმერთთა უცხოთასა, რომელ არა იცნით,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
რაჲთა ბოროტი გეყოს თქუენ, და მოხუედით და წარმოსდეგით წინაშე ჩემსა სახლსა მას შინა, სადა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა, და სთქუთ, განვეშორენით ყოფად ყოველთა საძაგელებათა მათ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ქუაბ ნუ ავაზაკთა იქმნა სახლი იგი ჩემი, რომელსა ზედა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მუნ წინაშე თქუენსა, და აწ <მე ესერა ვიხილე, იტყჳს უფალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და> მივედით ადგილსა მას ჩემსა რომელ იყო სელომს, სადა იგი დავამკჳდრე სახელი ჩემი მუნ პირველად, და იხილეთ რაჲ იგი უყავ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აწ რამეთუ ჰყავთ ყოველი ესე საქმჱ, თქუა უფალმან, და გეტყოდე თქუენ; აღვიმსთობდი და გეტყოდი თქუენ, და არა ისმინეთ ჩემი, გხადოდე თქუენ, და არა ჴმა მიყავთ მე.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და ვყო ამას სახლსა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მუნ, რომელსა იგი თქუენ ესავთ, და ადგილსა ამას, რომელი მოგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარცა იგი უყავ სელომსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და განგთხინე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვსთხიენ ძმანი თქუენნი, ყოველი ნათესავი ეფრემისი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და აწ შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები შეწყალებად მათა, და ნუ თაყუანის-სცემ და ნუ მოხუალთ ჩემდა მათთჳს, რამეთუ არა ვისმინო შენი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ანუ არა ჰხედავ რასა იგი იქმან შორის ქალაქთა იუდაჲსთა და გამოსავალთა იჱრუსალემისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ძენი მათნი კრებენ შეშასა, და მამანი მათნი აღაგზნებენ ცეცხლსა. დედანი მათნი ზელენ ცმელსა რაჲთა უქმნენ მსუნევანი ძალთა ცისათა, და უგებდეს საგებელსა ღმერთთა უცხოთა, რაჲთამცა Page of ms. J: A107r  განმარის/ხეს მე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მე ნუ განმარისხონ, იტყჳს უფალი, არამე თავნი თჳსნი, რაჲთა და ჰრცხუენეს პირსა მათსა;

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა რისხვაჲ ჩემი და გულის-წყრომაჲ ჩემი განეფინოს ამას ადგილსა ზედა და კაცთა ზედა და საცხოვართა ზედა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველსა ზედა ნაყოფსა ქუეყანისასა, და აღატყდეს და არა დაშრტეს,

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; რამეთუ მრგულიად-დასაწუველნი თქუენნი შეკრიბენ<ი>თ მსხუერპლთა თანა თქუენთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვარქუვე არა მამათა თქუენთა არცა ვამცენ მათ დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ <იგინი> ქუეყანით ეგჳპტით, სიტყჳსათჳს მრგულიად-დასაწუველთაჲსა <და შესაწირავთაჲსა>,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ და ვარქუ; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, და ვიყო მე თქუენდა ღმრთად და თქუენ იყვნეთ ჩემდა ერად; და ვიდოდეთ ყოველთა გზათა ჩემთა, რომელთაცა გამცენ თქუენ, რაჲთა კეთილი გეყოს თქუენ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი, არცა მერჩდა ყური მათი, არამედ ვიდოდეს იგინი ზრახვათა გულისა მათისა უკეთურისათა, და იქმნნეს იგინი უკუანა და არა წინა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
რომლით დღითგან გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე აქა დღედმდე, და მიგივლინენ თქუენ ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი, <და> განთიად მივავლინენ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს ჩემი არცა მერჩდეს მე ყურითა მათითა. განიფიცხნეს ქედნი მათნი, <და ძჳრსა იქმოდეს> უფროჲს მამათა მათთა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და შენ ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე, და არავე ისმინონ შენი, უჴმობდე მათ, და არა ჴმა გიყონ შენ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ამან ნათესავმან რომელმან არა ისმინა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, არცა მიიღეს სწავლაჲ, მოაკლდა სარწმუნოებაჲ, და მოეღო პირისაგან მათისა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
აღიპარსე თავი შენი, და განაგდე, და აღიღე ბაგითა შენითა გოდებაჲ, რამეთუ შეურაცხ-გყო უფალმან და განიშოვრა ნათესავი მოქმედი ამათი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი, და Page of ms. J: A107v  დასხნეს ბილწნი/ იგი მათნი სახლსა შინა ჩემსა, რომელსა იგი წოდებულ იყო სახელი ჩემი მას ზედა, რაჲთამცა შეაგინეს იგი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და აღაშჱნეს ბაგინი იგი ტაფეთისაჲ, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენომისსა, დასაწუველად ძეთა და ასულთა მათთა ცეცხლითა, რომელ არა ვამცენ მათ, არცა ვიზრახე გულითა ჩემითა;

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და არღარა თქუან მერმე ბაგინი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენომისი, არამედ ჴევი მოსრვულთაჲ, და დაეფლნენ ტაფ<ეთ>ს შინა, რამეთუ არა იყოს მათა ადგილი.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა ვინ იყოს განმაყენებელ.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და დავარღჳო ქალაქთაგან იუდაჲსთა, და გზათაგან იჱრუსალემისათა ჴმაჲ მშუებელთაჲ, ჴმაჲ მოხარულთაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ უდაბნოჲ იყოს ქუეყანაჲ. ;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.