TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 324
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვინ სცეს თავსა ჩემსა წყალი, და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლისაჲ, და ვსტიროდი ერსა ამას დღჱ და ღამჱ, წყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ვინ მცეს უდაბნოსა ზედა საყოფელი მცირედ<ი>, და დაუტეო ერი ესე ჩემი, და წარვიდე მათგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ, კრებული უწესოთაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და განიმზადნეს ენანი მათნი ვითარცა მშჳლდნი, ტყუვილი და არა სარწმუნოებაჲ; განძლიერდა ქუეყანასა ზედა, რამეთუ უკეთურთაგან უკეთურებაჲ გამოჴდა, და მე არა მიცნეს, იტყჳს უფალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისაგან ეკრძალეთ, და ძმათა თჳსთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ ტყუვილით ტყუვოდის, და ყოველი მეგობარი ზაკუვით ვიდოდის.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
კაცად-კაცადი მიყუარსა თჳსსა ეკიცხევდეს; ჭეშმარიტსა <არა> ეტყოდიან; უსწავიეს ენასა მათსა Page of ms. J: A109r  სიტყუაჲ სიცრუვისაჲ; მოჰხუეჭდეს და არა მოაკლდეს/ დართვად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
აღნადგინები აღნადგინებსა ზედა და ზაკუვაჲ ზაკუვასა ზედა; არა ინებეს ცნობად ჩემდა, თქუა უფალმან.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე განვაჴურვნე იგინი, და განვცადნე იგინი, რამეთუ რაჲ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა <ერისა> ჩემისაჲსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ისარ მწყლველ არს ენაჲ მათი; მზაკუვარ არიან სიტყუანი პირისა მათისანი, მოყუასსა თჳსსა ეტყჳნ მშჳდობასა, და გულსა შინა თჳსსა დაიდვის მტერობაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
არა მე ძიება ვყოა ამას ზედა, იტყჳს უფალი, ანუ შორის ერსა ესე-მლევანსა არა ნუ იძიოსა შური სულმან ჩემმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მთასა ზედა აღიღეთ ჴმაჲ ტირილისაჲ, და გზათა ზედა უდაბნოჲსათა გოდებაჲ, რამეთუ მოაკლდეს არა ყოფისაგან კაცთა მავალთაჲსა. არა ისმა მუნ ჴმაჲ პირუტყუთაჲ; მფრინველთაგან ცისათა მი-საცხოვრადმდე შესულბეს და წარწყმდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მივსცე იჱრუსალემი წარსატყუენველად და საყოფლად ვეშაპთა, და ქალაქნი იუდაჲსნი დავსხნე განსარყუნელად უმკჳდროებად.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვინ არს კაც ბრძენ, და გულის-ჴმა-ყავნ ესე, და რომლისა თანა იყოს სიტყუაჲ პირ<ი>სა უფლისაჲ, გითხარნ თქუენ, რომლისათჳს იგი წარწყმდა ქუეყანაჲ, და იტევა ვითარცა უდაბნოჲ არა მიმავალთაგან მისთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან, დატევებისათჳს შჯულისა ჩემისა, რომელ მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ესმა ჴმაჲ ჩემი, და არა ვიდოდეს მას შინა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
არამედ ვიდოდეს იგინი კუალთა ნებისა <გულისა> მათისა უკეთურისათა, და კუალსა კერპთასა, რომელ ასწავლნეს მამათა მათთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ ღმერთი ისრაჱლისაჲ; აჰა ესერა მე ვაჭამო მათ ურვაჲ, და ვასუა მათ წყალი სიმწარისაჲ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და განვაბნინე იგინი შორის წარმართთა, რომელ არა იცნოდეს <მათ და> მამათა მათთა, და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის არა აღვცადნე იგინი , მას შინა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; გულის-ჴმა-ყავთ და მოჰხადეთ მტირალთა, და მოვიდედ; და მეცნიერთა დედათა მიავლინეთ, და შეგასხმიდენ Page of ms. J: A109v  <და> ადრე ყვედ/.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და აღიღედ თქუენ ზედა გოდებაჲ; გარდამოსთხევდედ თუალნი თქუენნი ცრემლთა, და წამნი თქუენნი გამოადინებედ წყალსა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჴმაჲ საწყალობელი ისმა სიონს, ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ ჩუენი, და განვსთხიენით საყოფელნი ჩუენნი.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ აწ, დედანო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ, და შეიწყნარნედ ყურთა თქუენთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, და ასწავეთ ასულთა თქუენთა ჴმაჲ ტკივილისაჲ, და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
რამეთუ შთაგიჴდა სიკუდილი სარკუმლებით თქუენით; შეჴდა ქუეყანად თქუენდა მოსპოლვად ჩჩჳლთა გარემოჲს, და ჭაბუკთა უბნებთაგან სიკუდილითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი; და იყვნენ მკუდარნი კაცთანი საყრტიობელ პირსა ზედა ველთა ქუეყანისა თქუენისათა, <და ვითარცა თივაჲ უკუანა მთიბელისა>, და არა ვინ იყოს შემკრებელ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი, ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელ იგი იქადოდის, გულის-ჴმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან ვყვი წყალობაჲ და განკითხვაჲ და სიმართლჱ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნებაჲ ჩემი, იტყჳს უფალი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღხილვა ვყო ყოველთა ზედა წინადაცუეთილთა წინადაცუეთილებაჲ მათი.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ეგჳპტელთა ზედა, და ჰურიასტანსა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამონისთა, და ძეთა ზედა მოაბისათა, და <ყოველთა> ზედა წინამოკუეცილთა პირით კერძო მათით, რომელნი დამკჳდრებულ არიან უდაბნოსა, რამეთუ ყოველნი წარმართნი წინადაუცუეთელ არიან, და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ წინადაუცუეთელ არიან გულითა მათითა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.