TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 99
Previous part

Chapter: 2  
თავი II


Verse: 1   Link to sept   და წარავლინნა ისუმან, ძემან ნავესმან, სატტით (!) ორნი კაცნი განსმტურობად ქუეყანისა, მეტყუელმან. აღედით და იხილეთ ქუეყანაჲ და იერიქოჲ: Page of ms. Ga: 308r   და წარსრულნი შევიდეს ორნი ჭაბუკნი იერიქოს და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძვისასა, რომლისა სახელი რააბ, დაივანეს მუნ.

Verse: 2   Link to sept   
და მიუთხრეს მეფესა იერიქოჲსასა, მეტყუელთა: შემოსრულ არიან აქა კაცნი ძეთა ისრაჱლისათანი განმსტურობად ქუეყანისა.

Verse: 3   Link to sept   
და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან და ჰრქუა რააბსა, მეტყუელმან: გამოიყვანენ შემოსრულნი შენსა სახიდ შენდა ღამე, რამეთუ განმსტურობად ქუეყანისა მოვიდეს.

Verse: 4   Link to sept   
და მიმყვანებელმან დედაკაცმან კაცთამან დამალნა იგინი სელის ლელწამსა შინა დაზჳნულსა მისგან ერდოსა ზედა და ჰრქუა მათ, მეტყუელმან: შემოვიდეს ჩემდა კაცნი,

Verse: 5   Link to sept   
ვითარცა ბჭე დაეჴშვოდა სიბნელესა, და კაცნი განვიდეს და ვერ ზედვმიწევნულობ ვიდრე ვიდეს, სდევნეთ უკუანა მათსა და ეწიენით მათ.

Verse: 6   Link to sept   
ხოლო მან აღიყვანნა იგინი ერდოსა ზედა. დამალნა იგინი შეშათა შინა სელის ლელწმისათა დაზჳნულისა მის მიერ ერდოსა ზედა.

Verse: 7   Link to sept   
და კაცთა სდევნეს უკუანა მათსა გზასა იორდანედ მიმართსა მებოძირთა ზედა და ბჭე დაეჴშა. და იყო, ვითარცა განვიდეს მდევარნი უკუანა მათსა,

Verse: 8   Link to sept   
ხოლო პირველ დაძინებადმდე მათდა და იგიცა აღვიდა ერდოდ მათდა მიმართ და ჰრქუა კაცთა:

Verse: 9   Link to sept   
კაცნო, ზედვმიმწდომობ, ვითარმედ მოგცა ღმერთმან თქუენმან ქუეყანაჲ თქუენ, რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა.

Verse: 10   Link to sept   
რამეთუ გუესმა, ვითარმედ განაჴმო ღმერთმან ზღუაჲ მეწამული პირისაგან თქუენისა, გამო-რაჲ-ხჳ\დოდეთ Page of ms. Ga: 308v   ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და რაოდენნი უყვნა ორთა მეფეთა ამორრეველთასა, რომელნი იყვნეს წიაღ იორდანესა, სიონს და ოგს. რომელნი მოსრენით იგინი.

Verse: 11   Link to sept   
და გუესმა რაჲ ჩუენ, განვჰკრთით გულითა ჩუენითა და არა არს სული არცა ერთისა შორის პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცათა შინა ზე და ქუეყანასა ზედა ქუე.

Verse: 12   Link to sept   
და აწ მეფუცენით მე უფალსა ღმერთსა თქუენსა, რამეთუ ვჰყოფ თქუენ თანა წყალობასა, და ყავთ თქუენცა წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა.

Verse: 13   Link to sept   
და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი და დანი ჩემნი და ყოველნი სახლისა მამისა ჩემისანი და ყოველნი, რაოდენნი არიან მისნი, და განარინეთ სული ჩემი სიკუდილისაგან.

Verse: 14   Link to sept   
და ჰრქუეს მას კაცთა: სული ჩუენი ნაცვალად თქუენდა სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: ვითარცა გამოგცეს თქუენ უფალმან ქალაქი, ყავთ ჩემ ზედა წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

Verse: 15   Link to sept   
და შთაუტევნა იგინი სარკუმლით

Verse: 16   Link to sept   
და ჰრქუა მათ: მთად კერძო წარედით, ნუ შეგემთხჳნენ თქუენ მდევარნი და დაიმალენით მუნ სამთა დღეთა, ვიდრემდის უკმოიქცენ მდევარნი უკუანა თქუენსა, და ამის შემდგომად წარედით გზასა თქუენსა.

Verse: 17   Link to sept   
და თქუეს კაცთა მისსა Page of ms. Ga: 309r   მიმართ: უბრალო ვართ ჩუენ ფიცისა ამისაგან შენისა.

Verse: 18   Link to sept   
აჰა. ჩუენ შემოვალთ კერძოსა და დასდვა ნიშანი: საბელი ძოწეული ესე მოაბა სარკუმელსა, რომლისა მიერ შთამსხენ ჩუენ ძის მიერ. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბო თავისა მიმართ თჳსისა სახიდ შენდა.

Verse: 19   Link to sept   
და იყოს, ყოველი, რომელი განვიდეს კარით სახლისა შენისაჲთ გარე, მზღველ თავისა თჳსისა იყოს, ხოლო ჩუენ -- უბრალო ფიცისა ამისაგან შენისა. და რაოდენნიცა იყვნენ შენ თანა სახლსა შინა შენსა, ჩუენ ვიყვნეთ მზდველნი.

Verse: 20   Link to sept   
ხოლო მეუსამართლოოს თუ ვინ ჩუენ, ანუ გამოაცხადნესცა სიტყუანი ესე ჩუენნი, ვიყვნეთ უბრალო ფიცისა ამისგან.

Verse: 21   Link to sept   
და ჰრქუა მათ: სიტყჳსაებრ თქუენისა ეგრეთ იყავნ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს.

Verse: 22   Link to sept   
და მივიდეს მთით კერძო და დაადგრეს მუნ სამ დღე. და ეძინეს მდევართა ყოველსა გზასა და ვერ პოვნეს.

Verse: 23   Link to sept   
და მიიქცეს ორნი ჭაბუკნი და შთავიდეს მთით და მოიწინეს იისუჲს მომართ, ძისა ნავისა, და მიუთხრნეს მას ყოველნი შემთხუეულნი მათნი,

Verse: 24   Link to sept   
და ჰრქუეს იისუს, ვითარმედ: მომცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ყოველი ქუეყანაჲ ჴელსა ჩუენსა და ძრწის ყოველი მკჳდრი მის ქუეყანისაჲ ჩუენგან.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.