TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 588
Previous part

Chapter: 61 
Verse: 1  Link to sept   დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი დავითისი

Verse: 2  Link to psa Link to sept   
ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი? რამეთუ მის მიერ არს ცხორებაჲ ჩემი.

Verse: 3  Link to psa Link to sept   
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, და მე არა შევირყიო უფროს.

Verse: 4  Link to psa Link to sept   
ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა?

Verse: 5  Link to psa Link to sept   
ხოლო პატივისა ჩემისა იზრახეს განშორებაჲ და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკუეთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს.

Verse: 6  Link to psa Link to sept   
გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენა ჩემი,

Verse: 7  Link to psa Link to sept   
და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი, და მე არა შევირყიო.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
ღმრთისა მიმართ არს ცხორებაჲ ჩემი და დიდებაჲ ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისა და სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
ესევდით მას ყოველი კრებული ერისა, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას.

Verse: 11  Link to psa Link to sept   
ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა.

Verse: 12  Link to psa Link to sept   
ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.