TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 294
Previous part

Chapter: 2 

Section: (a) 
Verse: 1   Link to sept   და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი, და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to sept   
მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.

Verse: 3   Link to sept   
და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი * წერილ არიან სჯულსა მას მოსესასა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო.

Verse: 4   Link to sept   
რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაჱლისათა.

Section: (b) 
Verse: 5   Link to sept   
და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისამან, რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაჱლისათა: ** აბენეზერს, ძესა მას ნერისასა, და *** ამესას, ძესა მას იეთერისასა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი, იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებასა შინა თჳსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.

Verse: 6   Link to sept   
აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთად.

Verse: 7   Link to sept   
და ძეთა ბერზელის გალადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, * რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძმისა შენისა.

Verse: 8   Link to sept   
** და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებოდა მე კიდემდე იორდანისა და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.

Verse: 9   Link to sept   
ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთად.

Verse: 10   Link to sept   
და *** დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.

Verse: 11   Link to sept   
და **** რიცხჳ დღეთა დავითისათა, რაოდენ მეფობდა ისრაჱლსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალჱმს მეფობდა ყოველსა ზედა ისრაჱლსა ოცდაცამეტ წელ.

Verse: 12   Link to sept   
***** სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა. და განემზადა მეფობა მისი ფრიად.

Section: (g) 
Verse: 13   Link to sept   
და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანი სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსულა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.

Verse: 14   Link to sept   
და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

Verse: 15   Link to sept   
და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაჱლისა მეფობად. და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.

Verse: 16   Link to sept   
და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

Verse: 17   Link to sept   
და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესკა სომანიტელი ცოლად.

Verse: 18   Link to sept   
და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.

Section: (d) 
Verse: 19   Link to sept   
და შევიდა ბერსაბე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონიასთჳს. და ზეაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა და დაუდგეს საყდარი დედასა მეფისასა. და დაჯდა მარჯუენით მისა.

Verse: 20   Link to sept   
და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქვა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.

Verse: 21   Link to sept   
და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.

Verse: 22   Link to sept   
მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.

Verse: 23   Link to sept   
და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.

Verse: 24   Link to sept   
აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსვა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.

Verse: 25   Link to sept   
და წარავლინნა სოლომონ მეფემან ბანეას, ძე იოადასი, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.

Section: (e) 
Verse: 26   Link to sept   
და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.

Verse: 27   Link to sept   
და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა * აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.

Verse: 28   Link to sept   
და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.

Verse: 29   Link to sept   
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მოვივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი!

Verse: 30   Link to sept   
მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.

Verse: 31   Link to sept   
ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაფალ იგი, და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.

Verse: 32   Link to sept   
მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა, და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი. ** აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაჱლისა, და *** ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.

Verse: 33   Link to sept   
დააკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობაჲ უკუნისამდე უფლისა მიერ.

Verse: 34   Link to sept   
და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.

Verse: 35   Link to sept   
და მისცა მეფემან სოლომონ ბანია, ძე იუდასი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.

Verse: 36   Link to sept   
და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასისა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალჱმს, და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხვალ მუნით.

Verse: 37   Link to sept   
და იყოს დღესა მას მოსულისა შენისასა, და ნუ წიაღჴდენ ნაღვარევსა მას კედრონისასა. უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.

Section: (z) 
Verse: 38   Link to sept   
და ჰრქუა სემეი: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალჱმსა შინა სამ წელ.

Verse: 39   Link to sept   
და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდენ ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშის, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა, და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.

Verse: 40   Link to sept   
და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთად ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა და მივიდა სემეი და მოიყვანა მონანი იგი თჳსნი გეთით.

Verse: 41   Link to sept   
და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალჱმით გეთად და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.

Verse: 42   Link to sept   
და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე, და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.

Verse: 43   Link to sept   
და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?

Verse: 44   Link to sept   
და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენი-რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.

Verse: 45   Link to sept   
და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.

Verse: 46   Link to sept   
და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისასა, და განვიდა და მოკლა იგი და მოკუდა სემეი.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.