TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 233
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აღვიხილენ თუალნი ჩემნი, და ვიხილე, და აჰა ესერა კაცი, და ჴელსა მისსა აქუნდა საბელი ქუეყანის-საზომელი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მას, ვიდრე ხუალ შენ. და მრქუა მე; განზომად იჱრუსალემისა, და ხილვად რავედ არს სივრცჱ მისი, და რაოდენ არს სიგრძჱ მისი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ანგელოზი იგი, რომელი მეტყოდა მე დგა; და ანგელოზი სხუაჲ მოვიდოდა შემთხუევად მისა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მიუგო მას და ჰრქუა; აღირბინე და არქუ ჭაბუკსა იმას, ნაყოფიერად დაიმკჳდროს იჱრუსალემი სიმრავლისაგან კაცთაჲსა და საცხოვართა შორის მისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მე ვეყო მას ზღუდე ცეცხლის გარემო, და დიდება ვეყო მას შორის მისსა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ივლტოდე<თ> ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა, იტყჳს უფალი, რამეთუ ოთხთაგან ქართა ცისათა შეგკრიბნე თქუენ, იტყჳს უფალი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
სიონდ განერენით, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ასულისა ბაბილოვნისანი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას Page of ms. J: A22v  იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, შემდგომად დიდებისა მომავლინა/ მე წარმართთა, რომელთა წარგტყუენნეს, რამეთუ რომელმან შეგახოს თქუენ ვითარცა რომელმან შეახის გუგასა თუალისა მისისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა მოვჰჴადო ჴელი ჩემი მათ ზედა, და იყვნენ ტყუჱ მათდა, რომელთა იგინი ჰმონებდეს მათ, და სცნათ რამეთუ უფალმან მომავლინა მე ყოვლისა-მპყრობელმან.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
გიხაროდენ და მხიარულ იყავ სიონ, რამეთუ მე ესერა მოვალ, და დავემკჳდრო შორის შენსა, იტყჳს უფალი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შემოევედრებოდიან თესლნი მრავალნი უფალსა მას დღესა შინა, და იყვნენ მისა ერად, და დაემკჳდრნენ შორის შენსა, და სცნა რამეთუ უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან მომავლინა მე შენდა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და დაიმკჳდროს უფალმან იუდაჲ ნაწილი იგი მისი ქუეყანაჲ წმიდაჲ, და სათნო იყოს მერმეცა იჱრუსალემი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ეშინოდენ ყოველსა ჴორციელსა პირისაგან უფლისა, რამეთუ აღდგომილ არს ღრუბლით გამო წმიდით მისით.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.