TITUS
Arseni Sapareli, Ganqopisatws
Part No. 10
Previous part

Chapter: IX 
Page: 85 
Line: 6       ხოლო მრავალსახე იყვნეს წვალებანი მათნი -- საბელიანოსნი,
Line: 7    
იაკობისნი * და ტიმოთე კუერნისნი *, რომელთა სენი მანიქეველთაჲ *
Line: 8    
ეპყრა განშორებულნი ყოვლისა სიმართლისა * და კანონისაგან.
Line: 9    
რამეთუ ამათ * ჴელი ალიკარნელისა მომკუდარისა დაიდვეს მოწამედ
Line: 10    
თავსა, ოდეს * მოყუასთა მისთა ორთა არა აქუნდა მოწამე, და
Line: 11    
მამათა თქუეს ვითარმედ: "სამთა ჯერ არს წამებაჲ სარწმუნოთაჲ *".
Line: 12    
მათ, ვიდრე არა დაეფლა ივლიანე, აღიღეს ჴელი მისი და დასდვეს *
Line: 13    
მოწამედ თავსა ზედა ერთისა * მათგანისასა, რომლისათჳს სახელ-ედების *
Line: 14    
ვიდრე მოაქამომდე "ჴელ-ნამკუდრევნი".

Line: 15       
და ესრეთ დღითი-დღე შეურაცხ-იქმნნეს და მოაკლდებოდეს
Line: 16    
-წვალებელნი იგი და არა აქუნდა ადგილ, სადამცა * იკურთხეს ეპისკოპოსი.
Line: 17    
და განისმა სომხითისა, ვითარმედ განდგეს სარწმუნოებისაგან
Line: 18    
წმიდისა გრიგოლისა და ჴელ-დასხმისაგან კესარიისა, ვითარცა
Line: 19    
ესწავა მისგან. და მოუვლინეს ნერშაპუს, ტარონისა ეპისკოპოსსა,
Line: 20    
რომელი დაედგინა სპარსთა მეფესა, ორთა თანა მოყუასთა მისთა, და
Line: 21    
ჰრქუეს *, ვითარმედ; "ყოველი * გარდაიქცეს ერთბამად და აღიღეს
Line: 22    
ნისტორის წვალებაჲ; და კრებაჲ ქალკიდონისა დაამტკიცეს. და ჩუენ
Line: 23    
არა გუაქუს საყდარი, სადა ჴელნი დავისხნეთ და მივჰმართეთ შენსა
Line: 24    
-კეთილად მსახურებასა *. რაჲთა დაგჳდგინნე ჩუენ ეპისკოპოსნი".

Line: 25       
რამეთუ ყოველთა ცნეს გარდაქცევაჲ * მათი წვალებად *, და რამეთუ
Line: 26    
სპარსთა * მეფენი * აიძულებდეს სომეხთა, რაჲთა განეშორნენ ბერძენთა
Line: 27    
სარწმუნოებასა *, ვითარ პირველ ვაჴსენეთ *, და რაჲთა სიძულილი
Line: 28    
შთავარდეს შორის მათსა განშორებითა * სჯულისათა და ამით
Line: 29    
უმეტეს მორჩილ იყვნენ სამეფოსა სპარსთასა, და ქრთამი დიდძალი
Line: 30    
აღუთქჳან * წინამძღუართა სომეხთა, რაჲთამცა იქმნა ეგრე.
Line: 31    
რაჟამს აღებულ იყო მღდელთ-მოძღურებაჲ გრიგოლის სახლისაგან,
Line: 32    
და აუწყა ნერშაპო ეპისკოპოსმან ნერსე კათალიკოზსა,
Page: 86  Line: 1    
რომელი იყო აშხარაკალი * (ესე იყო ბოროტად მწვალებელი) და პვტრეს
Line: 2    
ვისმე ქერდულსა, სხუათაცა ეპისკოპოსთა და აზნაურთა, და ბრძანეს
Line: 3    
მეორედ კრებაჲ დიდი ყოფად * მუნვე დვინს მისვე ნერსეს ზე წელსა
Line: 4    
მეორესა, და მეათოთხმეტესა წელსა ისტჳნიანე * მეფისასა წელიწადსა
Line: 5    
მეორესა ხუასრო სპარსთა მეფისასა, წელიწადსა მას, რომელსა
Line: 6    
ეწამა იზიდ-ბუზიტ * და კუალად შეაჩუენეს წმიდაჲ იგი კრებაჲ ქალკიდონისაჲ,
Line: 7    
სახელ-სდვეს ნესტორიანი სიტყჳსაებრ აბდიშო უღმრთოჲსა,
Line: 8    
და მასვე წვლს განაცხადეს წიგნი იგი, თარგმნილი ტიმოთეს
Line: 9    
და ფილაქსონ სწვალებელთანი (რომელნი იყვნეს ასურ), რომელნი
Line: 10    
პირველვე აღწერნეს წინა-აღსადგომელად ქალკიდონისა და
Line: 11    
ორთა ბუნებათა ქრისტჱს ღმრთისათა, და კუერნისა * * წერილთა მორჩილ
Line: 12    
ექმნნეს სიკუდილად თავთა მათთა. და თქუეს ერთი ბუნებაჲ
Line: 13    
სიტყჳსა ღმრთისაჲ და ჴორცითა * და უკუდავითა ბუნებითა ქადაგეს
Line: 14    
ქრისტე ჯუარცუმულად და მომკუდარად (ესე არს: შეჰმატეს ჯუარცუმული *
Line: 15    
"წმიდაო ღმერთოსა". რომელ არს ხაჩეცარი, სიტყჳსაებრ
Line: 16    
პეტროზ ანტიოქელისა, რომელსა საბელისი აქუნდა სენი) და განსაზღვრეს
Line: 17    
შენუენებით კიდე-განდგომა მართლისაგან სარწმუნოებისა.
Line: 18    
და პირველ-მოჴსენებულნი * იგი მწვალებელნი მოძღუარნი წარავლინნეს
Line: 19    
ყოველსა ასურეთსა ხარებად უკუნისამდე, პყრობად ერთობით
Line: 20    
წვალებაჲ მათი და მეტრაპოლიტად * თჳსად დაიდგინეს * ალიკარნელისაჲ *
Line: 21    
მის * ჴელმომკუდარისაჲ * და ზოგთა, აბდიშოჲს * კერძთა, სხუაჲ
Line: 22    
ვინმე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Arseni Sapareli, Ganqopisatws.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.