TITUS
Arseni Sapareli, Ganqopisatws
Part No. 12
Previous part

Chapter: XI 
Page: 87 
Line: 5       ამის შემდგომად გარდაჴდეს ჟამნი რაოდენნიმე. მოკუდა
Line: 6    
ვაჰან მამკუენი *, რომელმან სიმჴნითა თჳსითა დაიპყრა მარზაპნობაჲ
Line: 7    
სპარსთაგან და ძებნნა სამართალნი ქრისტეანეთანი, თრდატ მეფისაგან *
Line: 8    
დადებულნი წესნი ეკლესიათანი და გლახაკთანი, უკუ-მოიხუნა *
Line: 9    
სოფელნი და უხარკოდ განათავისუფლნა.

Line: 10       
აქაჲთგან სპარსთა მარზაპანთა დაიპყრკს სომხითი და შეურაცხიქმნა
Line: 11    
წესი საქრისტიანოჲ, და ეკლესიათა განგებაჲ აღიჴოცა *, და აზნაურთა
Line: 12    
ჴელმწიფებაჲ დაეცა სპარსთა მარზაპანთაგან, და კათალიკოზნი
Line: 13    
და ეპისკოპოზნი * განდრკეს სიმართლისაგან და კადნიერებაჲ
Line: 14    
მოიღეს სპარსთაგან წინა-აღმდგომად აზნაურთა, და ჴარკსა სოფელთასა
Line: 15    
თჳთ გარდაიჴდიდეს, რამეთუ ეპოსკოპოსთა და ქორეპისკოპოსთა
Line: 16    
მიანდვეს ქუეყანაჲ *, ვითარცა მორჩილთა მეფობისა * სპარსთაჲსა *.
Line: 17    
და რომელთამე კათალიკოზთა და ეპისკოპოსთა მეფენი სპარსთანი
Line: 18    
დაიშვილნეს და ძეობილად უწოდდეს კავადს და ხუასროს. რომლისათჳსცა
Line: 19    
მსაჯულებაჲ მთავრობისა თჳთ მიიტაცეს და არა სამართლისაებრ
Line: 20    
კანონთაჲსა *, არამედ თჳსისაებრ ნებისა იქცეოდეს და საჴმარი
Line: 21    
ეკლესიათა არა ვითარ დაწესებულ-იყო ეკლესიათათჳს, არამედ
Line: 22    
საჴმარად თჳსა და კაცთა საჩუენებლად განაბნევდეს, რომლისათჳს
Line: 23    
ეპისკოპოსნი ყოველნი და მამასახლისნი * ყოველნი მიიქცეს ღმრთისა *
Line: 24    
გასარისხელსა ამაოსა შესაძონილსა * სათნოებითა მეფეთა უღმრთოთაჲთა *.
Line: 25    
და მერმე აზნაურნი და ერისაგანნი მიბაძვითა * მათითა განეშორნეს
Line: 26    
ყოვლადვე კანონთა, განწესებულთა წმიდისა ნერსჱსთა * და
Line: 27    
წმიდისა საჰაკისთა, რომელ * დღეთა ვაჰან მამკუენისათა * დაესხნეს *,
Line: 28    
ერთგზის წელიწადსა შინა სახლთა ყოველთა დიდებულთასა ყოფად
Line: 29    
საჴსენებელი * ერთისა ვისმე წმიდათაგანნსა, რაჲთა განისუენონ * გლახაკთა,
Line: 30    
სნეულთა და ჭირვეულთა, ობოლთა და უპოვართა * აღაპითა
Line: 31    
სახლთა შინა მათთა სადიდებელად ღმრთისა *.

Page: 88 
Line: 1       
ესე ყოველი განაქარვეს თავთა თჳსთა შესაძინელისათჳს * და
Line: 2    
დაჴსნდა * და დაირღუა ყოვლისა სულიერისა კეთილისა ჩუეულებაჲ *
Line: 3    
და წესი. და დაიმკჳდრა ბოროტმან მიდღენდელად დღედმდე, და
Line: 4    
იქმნნეს საეპისკოპოსონი ვითარცა საკერპონი. და მივიდიან აზნაურნი
Line: 5    
კარად საეპისკოპოსოდ და არა ჰპოვიან * ჟამი შესლვად, და შეიქციან
Line: 6    
სირცხჳლეულნი ვითარცა კარისაგან მარზაპანთაჲსა * და უფროჲსღა *,
Line: 7    
რომლისათჳს ვერღარა დაითმინეს შეურაცხებაჲ იგი ფრიადი *.

Next part



This text is part of the TITUS edition of Arseni Sapareli, Ganqopisatws.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.