TITUS
Arseni Sapareli, Ganqopisatws
Part No. 13
Previous part

Chapter: XII 
Page: 88 
Line: 8       ვარდან მამკუენმან *, რომელსა "ჩოქხი" ეწოდა (რომელ არს
Line: 9    
"ურჩ") და ნათესავთა მისთა, აზნაურთა * შერაცხილთა, მოკლეს სურენ
Line: 10    
ვინმე, მარზაპანი სპარსი, და სახლები მისი * მოწუეს * ცეცხლითა;
Line: 11    
და დედა-წულითურთ ლტოლვილნი წარვიდეს კოსტანტინიპოლის *.
Line: 12    
და წარვიდეს და შეიწყნარნა * კეთილად * მეფემან * ისტჳნიანე. ხოლო
Line: 13    
იგინი არა ეზიარნეს მათ თანა. და დაუკჳრდა მეფესა ესე და იკითხა
Line: 14    
მიზეზი. ხოლო მათ უთხრეს, ვითარმედ: "ცილობაჲ იქმნა კრებისათჳს
Line: 15    
ქალკიდონისა, და მოძღუართა * ჩუენთა არა შეიწყნარეს". და
Line: 16    
ბრძანა მეფემან მოწოდებაჲ მოძღუართა * და ეპისკოპოსთა სომხითისათა,
Line: 17    
რაჲთა გამოიკითხონ და ცნან მართალი.

Line: 18       
და შემოკრბა * კრებაჲ დიდი კოსტანტინეპოლის და * ფრიადი გამოწულილვაჲ *
Line: 19    
ყვეს. და განმართლდა სამართალი და აღიარეს ყოველთა
Line: 20    
ერთობით კრებაჲ ქალკიდონისა. და თჳთ სომხითმან ყოველმან
Line: 21    
დაწყევა და შეაჩუენეს მგმობარი * მისი და შეერთნეს მათ თანა,
Line: 22    
და ითხოვეს მეფისაგან კეთილად დასავლისა * კარი სოფიაჲსა * აღშენებად *
Line: 23    
ფასითა თჳსითა, რამეთუ მას ოდენ ჟამსა აშენებდეს მას. და
Line: 24    
მიანიჭა მეფემან საწადელი მათი და მათ მისცეს ფასად შენებისა
Line: 25    
ვეცხლი წმიდაჲ ათი ბევრი და სახელად უწოდეს კარი სომხითისაჲ *
Line: 26    
ვიდრე მოაქამომდე.

Line: 27       
და მოიქცეს კრებისა მისგან და მოიწივნეს სომხითს და რომელთამე
Line: 28    
გულს-მოდგინედ შეიწყნარეს და დაემორჩილნეს ერთობასა *, და
Line: 29    
რომელთამე ვითარცა გუელთა * უფროჲსღა * შესძინეს აღძრვაჲ ერისაჲ *
Line: 30    
და შფოთი ბირებითა მაჲრეგუემელისასთა *. და ესე იქმნა დღეთა
Line: 31    
იოჰანე კათალიკოზისათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Arseni Sapareli, Ganqopisatws.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.