TITUS
Arseni Sapareli, Ganqopisatws
Part No. 17
Previous part

Chapter: XVI 
Page: 92 
Line: 11       ხოლო შემდგომად * ეზრაჲსა * დაიპყრა საყდარი ნერსე იშბნელმან,
Line: 12    
კაცმან ღირსმან და მართალ-მორწმუნემან, ნებითა ღმრთისაჲთა.
Line: 13    
და განიწირა სრულიად სასოებისაგან ბერი იგი იოჰანე * მზაკუარი *,
Line: 14    
და უფროჲსად ამისთჳს, რამეთუ ზიარებად * ეხილვა ნერსე
Line: 15    
საბერძნეთს მეფისა თანა კოსტანტინე მცირისა. და არავე დასცხრა
Line: 16    
წინა-აღდგომად და სიტყუად * ამას, ვითარმედ ეზრასებრვე შესცთა
Line: 17    
ნერსეცა შედგომად * ქალკიდონისა, რომლისთჳსცა მოუწოდა ნერსე
Line: 18    
მას * წინაშე ეპისკოპოსთა და მოძღუართა მრავალთა და აზნაურთა
Line: 19    
მრავალთა. და დიდი გამოძიებაჲ ყვეს ცილობისა მისთჳს და დაასაჯეს
Line: 20    
მათ ყოველთა განჴდაჲ მისი ქუეყანით *, ვითარცა მაცთურისაჲ *.
Line: 21    
და განაძო წმიდამან კათალიკოზმან ნერსე რისხვით და თეოდორე
Line: 22    
რშტუნთა * უფალმან, ერისთავმან სომხითისამან, მელი სპილენძისაჲ *
Line: 23    
მხურვალი დასდვა ნიშად * შუბლსა მისსა წვალებისათჳს ორთა თანა
Line: 24    
მონაზონთა, მოყუასთა მისთა. და წარვიდა ოტებული კავკასისა * მთასა
Line: 25    
და მუნით უკ-მოიქცა მსწრაფლ, რამეთუ არა შეიწყნირეს იგი
Line: 26    
მთეულთა მათ კაცთა, რამეთუ იყვნეს იგინი კერპთ-მსახურ *. და გარდამოვიდა
Line: 27    
კანბეჩანს და დაემკჳდრა ჴევსა შინა მცირესა, რომელსა
Line: 28    
ჰრქჳან ჴევი სომხითისა. და მრავალნი დაიმოწაფნა არა თუ მას შინა
Line: 29    
ოდენ, არამედ ამიერ მტკურისა * -- არარატს *, გარდმანს *, ძორფორს *
Line: 30    
და სომხითს. და მრავალნი ქმნა მონაზონ უწესთთა მით * მოძღურებითა,
Line: 31    
და აღავსო * ქუეყანაჲ * წვალებისა ღუარძლითა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Arseni Sapareli, Ganqopisatws.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.