TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 11
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1    და იყო თელ ქვეყანაზე ლაპარაკი ერთი და საუბრები ერთები.

Verse: 2    
და იყო შინა ყრილობასა მათსა იმის აღმოსავლეთით, და იპოვნეს ვაკე შინა ქვეყანასა შინყარისას და დაჯდენ იქა100*.

Verse: 3    
და მოახსენა კაცმა იმათ ამხანაგსა მისა: მოდი, მოვზილოთ ალიზები101* და გამოვწვათ გამოსაწვავი; და შეიქნა მათთვის იგი ალიზები ქვად და იგი ტალახი შეიქნა მათთვის თანა-ტალახად.

Verse: 4    
და თქვეს102*: მოდი, ავაშენოთ ჩვენთვის ქალაქი და კოშკი და თავი მისი იქნეს შინა მცებშიდა; და გავაკეთოთ ჩვენთვის სახელი, არამც და ვიყოთ ზედა პირსა ყოველ იმა ქვეყანასა.

Verse: 5    
და ჩამობძანდა უფალი103* თანა-სანახავად იმის ქალაქისა და იმის კოშკისათვის, რომ ააშენეს შვილებმა ადამიანისამ.

Verse: 6    
და ბძანა უფალმა: ესერა ერი ერთი და ლაპარაკი ერთი ყველასთვის, და ეს იქნება დაწყება მათი საქნარად; და ახლა არ გავაფუჭებ იმათთან ყოველი, რასაც რომ იფიქრებენ საქნარად?

Verse: 7    
მოდი, ჩავალ და ავრევ იქა ლაპარაკსა მათსა, რომ არ მოისმინოს კაცმა ლაპარაკი ამხანაგის მისისა.

Verse: 8    
და დაფანტა უფალმა ისინი ზედა პირსა მთელი იმ ქვეყნიერობისა და შეჩერდენ ასაშენებლად ქალაქისათვის.

Verse: 9    
და ენგრეთ დაერქვა სახელი იმისი ბაბელ, რომ იქ არია უფალმან ენა მთელი ქვეყნიერობისა, იმის იქიდან დაფანტა ისი უფალმან ზედა პირსა ყოველ იმა ქვეყანასა.

Verse: 10    
ესენი შთამომავლობა104* შემისა: შემი შვილი ასი წლისა და დეებადა იგი არფახშად ორი წელიწადი უკანით იმა ღრმობასა105*.

Verse: 11    
და იცოცხლა შემმა უკანით დაბადებასა მას იმისა იგი არფახშად ხუთასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 12    
და არფახშადმა იცოცხლა ოზდათუთხმეტი წელიწადი და დეებადა იგი შალახ.

Verse: 13    
და იცოცხლა არფახშადმა უკანით დაბადებასა მისსა იგი შელახი სამი წელიწადები და ოთხასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 14    
და შელახმა იცოცხლა ოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი ყებერ.

Verse: 15    
და იცოცხლა შელახმა უკანით დაბადებასა მისა იგი ყებერ სამი წელიწადი და ოთხასი წელიწადები და დეებადა შვილები და ასულები106*.

Verse: 16    
და იცოცხლა ყებერმა ოზდათოთხმეტი წელიწადი და დეებადა იგი ფალეგ.

Verse: 17    
და იცოცხლა ყებერმა უკანით დაბადებასა მისა იგი ფელეგ ოცდაათი წელიწადი და ოთხასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 18    
და იცოცხლა ფელეგმა ოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი რეყუ.

Verse: 19    
და იცოცხლა ფელეგმა უკანით დაბადებასა მისსა იგი რეყუ ცხრა წელიწადები და ორასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 20    
და იცოცხლა რეყუმ ოზდათორმეტი წელიწადი და დეებადა იგი სერუგ.

Verse: 21    
და იცოცხლა რეყუმ უკანით დაბადებასა მისა იგი სერუგ შვიდი წელიწადები და ორასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 22    
და იცოცხლა სერუგმა ოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი ნახორ.

Verse: 23    
და იცოცხლა სერუგმა უკანით დაბადებასა მისა იგი ნახორ ორასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 24    
და იცოცხლა ნახორმა ოზდაცხრა წელიწადი და დეებადა იგი თარახ.

Verse: 25    
და იცოცხლა ნახორმა უკანით დაბადებასა მისა იგი თერახ ცხრამეტი წელიწადი და ასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 26    
და იცოცხლა თერახმა სამოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი აბრამი, იგი ნახორი და იგი არან.

Verse: 27    
და ესენი გვარიშვილობაები107* თერახისა: თერახ დეებადა იგი აბრამ, იგი ნახორ და იგი არან. და არან დეებადა იგი ლოტ.

Verse: 28    
და გადიცვალა არანი ზედა პირსა თერახსა, მამასა მისა, ქვეყანასა სამშობლოსა მისა ურ ქასდიმშიდა.

Verse: 29    
და აიყვანა აბრამმა და ნახორმა მათთვის ცოლები, სახელი ცოლი აბრამისა სარაი, და სახელი ცოლი ნახორისა მილქა, ქალიშვილი არანისა, მამა მილქასი და მამა ყისკასი.

Verse: 30    
და იყო სარაი უშვილო, არ ქონდა მას საშვილო.

Verse: 31    
და აიყვანა თერახმა იგი აბრამი, შვილი მისი, და იგი ლოტი, შვილი არანისა, შვილიშვილი მისი, და იგი სარაი, რძალი მისი, ცოლი აბრამისა, შვილის მისისა. და გამოვიდენ მათ თანა იმის ურ ქასდიმისაგან წასაყვანად ქვეყანასა ქენაყანისას და მივიდენ ვიდრე ხარანამდე და დაჯდენ იქა108*.

Verse: 32    
და იყვნენ დღეები თერახისა ხუთი წელიწადები და ორასი წელიწადი და გადიცვალა თერახი შინა ხარანშიდა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.