TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 13
Previous part

Chapter: 13 
Verse: 1    და ამოვიდა აბრამი115* იმის მიცრაიმისაგან, ის და ცოლი მისი და ყოველი, რომ მისთვის, და ლოტი მას თანა, სამხრეთით.

Verse: 2    
და აბრამი116* მძიმე მეტად შინა ჯოგითა, შინა ვერცხლითა და შინა ოქროთი.

Verse: 3    
და წავიდა თანა-ყრილობით მისითა იმის სამხრეთით, ვიდრე ბეთ-ელამდე, ვიდრე იმა ადგილსა, რომ იყო იქა კარავი მისი პირველად შუა ბეთ-ელ და შუა ყაინს,

Verse: 4    
იმათ ადგილსა, იმა სამწირველოსა, რომ ქნა იქა პირველად, და ილოცა იქა აბრამმა შინა სახელითა უფლითა.

Verse: 5    
და კვლავ თანა ლოტისა, იგი მოსიარულე იმათ აბრამთანა, იყო ცხვარი და საქონელი და კარვები.

Verse: 6    
და ვერა ზიდა ისინი დედამიწამ დასაჯდომლად ერთად117*, ნამეტურ იყო ქონება მათი მრავალი, და ვერ შეძლენ თანა-საცხოვრებლად ერთად.

Verse: 7    
და იყო შური შუა მწყემსებსა ჯოგსა აბრამისა118* და შუა მწყემსებსა ჯოგსა ლოტისას. და იგი ქენაყანი და იგი ფერიზი მაშვინ იჯდა შინა ქვეყანაზედა.

Verse: 8    
და უბრძანა აბრამმა იმათ ლოტსა: ნუ აწ იქნება ჩხუბი შუა ჩემსა და შუა შენსა და შუა მწყემსებსა ჩემსა და შუა მწყემსებსა შენსა, ნამეტურ კაცები ძმეები ჩვენ.

Verse: 9    
ესერა ყოველი იგი ქვეყანა წინაე შენსა, გამოეყავი აწ იმის ზეით ჩემგან. თუმც დაიმარცხნებ, მე დავიმარჯვნებ, და თუმც დაიმარჯვნებ, მე დავიმარცხნებ.

Verse: 10    
და აახილა ლოტმა იგი თვალები მისი და დაინახა იგი ყოველი ვაკე იმის იარდენისა, რამეთუ სუყველა ის სარწყავი არი, წინაშე გარყვნასა უფლისად იგი სედომ და იგი ყამორა ვითარცა ბაღჩისა უფლისებრივ, ვითარცა ქვეყანასა მიცრაიმისა ბოახა ცოყა.

Verse: 11    
და ამოირჩია მისთვის ლოტმა იგი ყოველი ვაკე იმის იარდენისა; და აიყარა ლოტი იმის აღმოსავლეთით და გამეეყო კაცი იმის ზევით ძმის მისისაგან.

Verse: 12    
აბრამი დასახლდა ქვეყანასა ქენაყანისას და ლოტი დასახლდა ქალაქებსა იმის ვაკისას და დაიკარვა ვიდრე სედომამდე.

Verse: 13    
და კაცები სედომისა ცუდები და შემცოდაები წინაშე უფალსა მეტად.

Verse: 14    
და უფალმა უბძანა იმათ აბრამსა უკანით გამოყოფასა ლოტისა იმისგან: აახილე აწ თვალები შენი და დაინახე იმის ადგილისაგან, რომ შენ იქა, ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით.

Verse: 15    
ნამეტურ ყოველი იგი ქვეყანა, რომ შენ უყურებ, შენთვის მომიცია და თანა თესლის შენისათვის ვიდრე უკუნისამდის.

Verse: 16    
და დავდებ მე იმა თესლსა შენსა ვითარცა მტვერისა ქვეყნისას, რომ, თუმც შეძლებს კაცი დასათვლელად იმათ მტვერისა ქვეყნისა, კვლავ-დე თესლი შენი დაითვლება.

Verse: 17    
ადექი, იარე ქვეყანაზედა119* თანა სიგრძით მისითა და თანა სიფართით მისითა, რამეთუ შენთვის მომიცია ის.

Verse: 18    
და დაიკარვა აბრამმა120* და მოვიდა და დაჯდა ელონე მამრეში, რომ შინა ხევრონ, და ააშენა იგი სამწირველო წინაშე უფალსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.