TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 14
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1    და იყო შინა დღეებსა ამრაფელისა, ხემწიფესა შინყარსა, არიოხსა, ხემწიფე ელასარისა, ქედორლაყომერი, ხელმწიფე ყელამისა, და თიდყალი, ხემწიფე გოიმისა.

Verse: 2    
ქნეს ომი121* იმათ ბერაყ, ხემწიფესა სედომისა, და იმათ ბირშაყ, ხემწიფესა ყამორად, შინაბი, ხემწიფე ადმასი, და შემეებერი, ხემწიფე ცებოიმისა, და მელეხ ბელაყი, ის ცოყა.

Verse: 3    
ყოველი ესენი და- ამხანაგდენ იმათ ყემეკ ასიდიმშიდა, ის იგი ზღვა იმის მარილისა122*.

Verse: 4    
თორმეტსა წელიწადსა ემსახურეს იმათ ქედოლაყომერ და ცამეტ წელიწადზე გაურგულდენ.

Verse: 5    
და თოთხმეტ წელიწადსა მოვიდა ქედოლაყომერი და იგი ხემწიფეები, რომ მასთან, და ცემეს იგი რეფაიმი შინა ყაშთეროთ კარნაიმში და იგი ზუზიმი შინა ამში და იგი ემიმი შინა შავე კირიათაიმში.

Verse: 6    
და იგი ხორი მთებსა სეყირისას ვიდრე ელ-ფარანამდე, რომ ზედა იმა უდაბნოსა.

Verse: 7    
და შემოიქცენ123* და მოვიდენ იმა ყენ-მიშფატში, ის კადეშ, და სცემეს იგი ყოველი მინდვრები იმის ყამალეკისა და კვლავ იგი ემორი, იგი მჯდომი ხაცეცუნ თამარშიდა.

Verse: 8    
და გამოვიდა ხემწიფე სედომისა და ხემწიფე ყამორასი და ხემწიფე ადმასი და ხემწიფე ცებოიმისა და ხემწიფე ბელაყისა, ის ცოყა, და მოაწყეს მათ თანა ომი შინა ყემეკ ასიდიმშიდა.

Verse: 9    
იგი ქედორლაყომერი, ხემწიფე ყელამისა, და თიდყალი, ხემწიფე გოიმისა, და ამარფელი, ხემწიფე შინყარისა, და არიოხი, ხემწიფე ელასარისა, ოთხი ხემწიფეები იმა ხუთთანა.

Verse: 10    
და ყემეკ ასიდიმში მჭები მჭეები ფისიანი. და გაიქცნენ ხემწიფე სედომისა და ყამორასი და დავარდენ იქა. და იგი დანარჩენები124* მთაზე გაიქცნენ.

Verse: 11    
და აიღენ ყოველი იგი ქონება სედომი და ყამორასი125* და იგი ყოველი საჭმელი მათი და წავიდნენ.

Verse: 12    
და აიყვანეს იგი ლოტი და იგი ქონება მისი, ძმიშვილი აბრამისა, და წავიდენ126*. და ის იჯდა127* შინა სედომშიდა.

Verse: 13    
გამოვიდა იგი გადარჩენილი და გაუცხადა აბრამსა128* ისრაელსა; და ისი დასადგმურებული129* ელონე მამრეში, იგი ემორი, ძმა ეშკოლისა და ძმა ყანერისა, და ისინი პატრონები პირობისა130* აბრამისათვის131*.

Verse: 14    
და მოისმინა აბრამმა, რამეთუ დამტყვევდა ძმა მისი, და შეკმაზა იგი თავნილები მისი ყმაწვილებისა მის მისისა თვრამეტი და სამასი და დეედავნა ვიდრე დანამდე.

Verse: 15    
და დეეწია ზედაე მისა ღამეს ის და ყმები მისი და სცემა ისინი. და დეედავნა მათ ვიდრე ხობამდე, რომ იმის მარცხნივ თანა დამასეკსა.

Verse: 16    
და დაიბრუნა იგი ყოველი იგი ქონება და კვლავ-დე იგი ლოტი132*, ძმა მისი, და ქონება მისი შემოაქცია133* და კვლავ-დე იგი ქალები და იგი ერი.

Verse: 17    
და გამოვიდა ხემწიფე სედომისა წინსაგებრად მისთვის134*, უკანით დაბრუნებასა მისსა იმის ცემისა იგი ქედოლაყომერ და იგი ხემწიფეები, რომ მას თანა, იმათ ყემეკ შავეშიდა, ის ყემეკ ამელეხ135*.

Verse: 18    
და მელქიცედეკი ხელმწიფე შალემისამან გამოიტანა პური და ღვინო, და ისი ქოენი თანა ღმერთსა მაღალსა.

Verse: 19    
და აკურთხა ის და მოახსენა: კურთხეულს აბრამი თანა ღმერთსა მაღალსა, მომხელთებელსა მცებისა და ქვეყნისა.

Verse: 20    
და კურთხეულს ღმერთი მაღალი, რომ ჩაგაბარა მტერი შენი შინა ხელსა შენსა და მისცა მას მაყასერი იმის ყოველისაგან.

Verse: 21    
და უბძანა ხემწიფე სედომისამ იმათ აბრამსა: მომეცი მე იგი სული და იგი ქონება აიღე შენთვის.

Verse: 22    
და მოახსენა აბრამმა იმათ ხემწიფეს სედომისას: მომიმაღლებია ხელი ჩემი იმათ უფალსა, ღმერთსა მაღალსა, მომხელთებელსა მცებისა და ქვეყნისა:

Verse: 23    
თუმც იმისა ძაფისაგან ვიდრე შურნოკისა ფეხსაცმელისამდი თუმც ავიღო იმის ყოველისაგან, რომ შენთვის, და არ თქვა: მე გავამდიდრე136* იგი აბრამი.

Verse: 24    
გარეშე მხოლოდ, რომ შჭამეს იმა ყმაწვილებმან, და ნაწილი იმის კაცებისაგან, რომ წამოვიდენ137* ჩემ თანა, ყანერი, ეშკოლი და მამრე, იმათმა აიღეს წილი მათი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.