TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 15
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1    უკანით იმა საუბრებსა ამეებსა იყო ბძანება უფლისა იმათ აბრამსა შინა სანახაულობითა ამნაირად: არ შეგეშინდეს138*, აბრამ, მე დეგებურები შენ, ქირა შენი მრავალი მეტად.

Verse: 2    
და მოახსენა139* აბრამმა: ბატონო უფალო, რას მამცემ მე? და მე ვიარები უშვილოდ, და შვილი მარჩენელი ოჯახის ჩემისა ის დამესეკ ელიყეზერ.

Verse: 3    
და მოახსენა140* აბრამმა: ესერა ჩემთვის არ მოგიცია თესლი და ესერა შვილი ოჯახის ჩემისა დამიმკვიდრებს მე.

Verse: 4    
და აგერ ეს საუბრები უფლისა იმათთვისა ამნაირად: არ დაგიმკვიდრებს შენ ესე, მხოლოდ რომ გამოვა იმის წელის შენისაგან, ის დაგიმკვიდრებს შენ.

Verse: 5    
და გამოიყვანა ის გარეთ და უბძანა: შეხედე ახლა იმა მცებსა და დაითვალე იგი მასკვლავები, თუც შესძლებ დასათვლელად მათთვის. და უბძანა მას: ასე იქნება თესლი შენი.

Verse: 6    
და ერწმუნა შინა უფალსა141*, და ჩაუთვალა მას ცედაკა.

Verse: 7    
და უბძანა იმათ მისა: მე უფალი, რომ გამოგიყვანე შენ იმის ურ ქასდიმისაგან მოსაცემლად შენთვის იგი ქვეყანა ესე თანა-სამკვიდროდ.

Verse: 8    
და მოახსენა: ბატონო უფალო, რითი შევიტყობ, რომ დავიმკვიდრე?

Verse: 9    
და უბძანა იმათ მისა: აიღევი ჩემთვის ხბო მესამედი და თხა მესამედი და ერკიმელი მესამედი და გვრიტი და ბარტყი.

Verse: 10    
და აიყვანა მისთვის იგი ყოველი ესენი და დააშივა ისინი დაშივებითა და მისცა კაცსა აშივი მისი თან-წინსაგებლად ამხანაგი მისისათვის და იგი ჩიტი არ დაუარშივებია.

Verse: 11    
და ჩამოვიდა იგი ფრინველი ზედა იმა მზორებზედა და შეაქცია142* ისინი აბრამმა.

Verse: 12    
და იყო იგი მზე ჩასავალად და შვიბათი დავარდა ზედა აბრამზედა, და ესერა შიში, სიბნელე დიდი ვარდებოდა ზედაე მისა.

Verse: 13    
და უბძანა აბრამსა: ცნობით შეიცნე, რამეთუ ხიზნათ იქნება თესლი შენი შინა ქვეყანასა არა მათისას და ემსახურებიან მათ და დატანჯამენ მათ ოთხასსა წელიწადსა.

Verse: 14    
და კვლავ-დე იგი ერი, რომ ემსახურები, გაუსამართლებ მე, და უკანით ეგრეთ გამოვლიან ქონებითა დიდითა.

Verse: 15    
და შენ მიხვალ იმათ მამებსა შენსა შვიდობით, დასაფლავდები სიფრენითა კარგითა143*.

Verse: 16    
დარა144* მეოთხე დაბრუნდება, ნამეთურ არ შეთავებულა ბრალი იმის ემორისა ვიდრე აქამდე.

Verse: 17    
და იყო იგი მზე ჩასავალად და სიბნელე შეიქნა, და ესერა ღუმელის145* კვამლი და ცეცხლის ალი, რომ გადიარა შუა იმა დაჭრილებსა146* ამეებსა.

Verse: 18    
შინა დღესა იმას გაჰკვეთა უფალმან იმათ აბრამთან პირობა147* ამნაირი: თანა თესლსა შენსა მივცემ იმა ქვეყანასა ამასა იმის ნიარ მიცრაიმისაგან ვიდრე ნაარ გადოლამდე ნიარ-ფერათ.

Verse: 19    
იგი კენი და იგი კენეზი და იგი კადმონი

Verse: 20    
და იგი ახივი და იგი ფერიზი და იგი რეფაიმ

Verse: 21    
და იგი ემორი და იგი ქენაყანი და იგი გირგაში და ებუსი.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.