TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 16
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1    და სარაის, ცოლსა აბრამისას, არ ებადებოდა მას; და მისთვის მოახლე მიცრითიელი და სახელი მისი იგი აგარ.

Verse: 2    
და მოახსენა სარაიმ იმათ აბრამსა: ესერა აწ შემკრა მე უფალმან იმის შობისაგან148*; მიდი აწ იმათ მოახლესა ჩემსა, ეგებიც ავშენდე იმისგან. და მოუსმინა აბრამმა ხმასა სარაისას.

Verse: 3    
და აიყვანა სარაიმ, ცოლმა აბრამისამან, იგი აგარი მიცრითიელი მოახლეთ მისთვის იმის ბოლო ათ წელიწადებსა თანაუ̂დაჯდომასა აბრამისა ქვეყანასა ქენაყანისას და მისცა მას თანა აბრამსა149*, ქმარსა მისსა, მისთვის თანა-მეტოლედ.

Verse: 4    
და მივიდა იმათ აგართან და დაფეხმძიმდა. და შეხედა, ნამეტურ დაფეხმძიმდა, და აამსუბუქა ქალბატონი150* მისი შინა თვალებსა მისა.

Verse: 5    
და მოახსენა151* სარაიმ იმათ აბრამსა: უსამართლობა ჩემი ზედაე შენსა, მე მოგეცი152* მოახლე ჩემი შინა კალთებსა შენსა და დავინახე, ნამეტურ დაფეხმძიმდა და ავმსუბუქდი შინა თვალებსა მისა. გაასამართლოს უფალმა შუა ჩემსა და შუა შენსა.

Verse: 6    
და უბძანა აბრამმა იმათ სარაის: ესერა მოახლე შენი ხელსა შენსა, უქენი მას იგი მოსაწონი თვალებსა შენსა. და დატანჯა სარაიმ და გაიქცა იმის პირის მისისაგან.

Verse: 7    
და შემოხვდა153* მას მალახი უფლისა ზედა ნაპირსა იმის წყლისას უდაბნოში, ზედა იმა ნაპირსა შინა გზასა შურისას,

Verse: 8    
და უბძანა154*: აგარ, მოახლე სარაისაო, იმის საიდან მოსულხარ შენ და სად შენ მიდიხარ? და მოახსენა: იმის პირისა სარაისა, ქალბატონის ჩემისაგან, მე გამოვიქეცი.

Verse: 9    
და უბძანა მას მალახმან უფლისამან: შეიქეცი იმათ ქალმატონსა შენსა და დაიტანჯე ქვეშეთ ხელებსა მისა.

Verse: 10    
და უბძანა მას მალახმა უფლისამან: გამრავლებით გავამრავლებ იმა თესლსა შენსა და არ დაითვლება იმის სიმრავლისაგან.

Verse: 11    
და უბძანა მას მალახმა უფლისამან: ესერა დაფეხმძიმდი155* და დეგებადება შენ შვილი და დაარქვი სახელი მისი იშმაყელ, ნამეთურ მოუსმინა156* უფალმა იმა ტანჯვასა შენსა.

Verse: 12    
და ის იქნება უჩვეულო ადამიანი, ხელი მისი შინა სუყველასა და ხელი ყოვლისა შინა მისა, და ზედა პირსა ყოველი ძმების მისისას დაისადგმურებს157*.

Verse: 13    
და დაარქვა სახელი უფალსა158*, იგი მოლაპარაკე იმათ მისა: შენ ელ როი, ნამეთურ მოახსენა: კვლავ-დე აქამდე ვნახე მე უკანით როისა159*.

Verse: 14    
ზედა ენგრეთ დაერქვა თანა ჭასა ბეერ ლახაი როი, ესერა შუა კადეშ და შუა ბარედ.

Verse: 15    
და დეებადა აგარსა აბრამისათვის160* შვილი და დაარქვა აბრამმა161* სახელი შვილის მისისა, რომ დეებადა აგარსა, იშმაყელ.

Verse: 16    
და აბრამი შვილი ოთხმოცი წლისა და ექვსი წლისა შინა დაბადებასა აგარსა იგი იშმაყელ აბრამისათვის162*.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.