TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 17
Previous part

Chapter: 17 
Verse: 1    და იყო აბრამი შვილი ოთხმოზდაათი წლისა და ცხრა წლებისა, და გემეეცხადა უფალი იმათ აბრამსა და უბძანა იმათ მისა: მე ღმერთი დამბადებელი, იარე წინაე ჩემსა და შეიქენი სრული.

Verse: 2    
და მოგცემ პირობასა163* ჩემსა შუა ჩემსა და შუა შენსა და გაგამრავლებ შენ მეტისმეტად.

Verse: 3    
და დავარდა აბრამი ზედა პირსა მისა და ესაუბრა მას ღმერთი ამნაირად:

Verse: 4    
მე, ესერა პეემანი ჩემი შენ თანა, და შეიქნები თანა- მამად ჯარისა164* ერებისათვის.

Verse: 5    
და არ დეგერქმეოდეს შენ კიდევ იგი სახელი შენი აბრამ, და იქნება სახელი შენი აბრაამი, ნამეტურ მამად ჯარისა ერებისათვის მიგეცი შენ.

Verse: 6    
და გაგაფუებ მე შენ მეტისმეტად და მოგცემ შენ თანა ერისათვის და ხემწიფეები იმის შენგან გამოვლიან.

Verse: 7    
და დავაყენებ165* იმა პირობასა ჩემსა166* შუა ჩემსა და შუა შენსა და შუა თესლსა შენსა უკანით შენსა თანა-დარაებით მათითა პირობად167* უკუნისამდი საყოფლოდ შენთვის ღმერთად და თესლის შენისათვის უკანით შენსა.

Verse: 8    
და მოგცემ მე შენ და თანა თესლსა შენსა უკანით შენსა იმათ ქვეყანასა საცხოვრებელსა შენსა იმათ ყოველ ქვეყანასა ქენაყანისას სამკვიდროდ უკუნისამდი, და ვიქნები მათთვის ღმერთად.

Verse: 9    
და უბძანა ღმერთმა იმათ აბრაამსა168*: და შენ იგი პირობა ჩემი შეინახე169*, შენ და თესლმა შენმა უკანით შენსა თანა-დარაებით მათითა.

Verse: 10    
ესე პეემანი ჩემი, რომ შეინახონ შუა ჩემსა და შუა თქვენსა, შუა თესლსა შენსა და შუა უკანით შენსა, დაიცვითოს170* თქვენში ყოველმა ვაჟმა.

Verse: 11    
და დაიცვითეთ თქვენ იგი ხორცი დაბურული თქვენი, და იქნეს ნიშნად პეემნათ შუა ჩემსა და შუა თქვენსა.

Verse: 12    
და შვილი რვა დღეებისა დაიცვითოს თქვენში, ყოველმა ვაჟმან თანა-დარაებით მათითა, დაბადებულმან ოჯახისამან და ნაყიდმან ფულისამან იმის ყოველი შვილისა უცხოსაგან, რომ არა იმის თესლის შენისაგან ის.

Verse: 13    
დაცვეთით დაიცვითოს ყმაწვილმან ოჯახის შენისამან და ნაყიდმან ფულის შენისამან; და იქნება პეემანი ჩემი შინა ხორცსა თქვენსა თანა-პეემნად171* უკუნისამდის.

Verse: 14    
და დაბურული ვაჟი, რომ არ დაიცვითავს იმათ ხორცსა დაბურულის მისისას, და ამოწყდეს იგი სული აისი იმის ერის მისისაგან, იგი პეემანი ჩემი მოშალა172*.

Verse: 15    
და უბძანა ღმერთმა იმათ აბრაამსა173*: სარაი, ცოლი შენი, არ ერქმეოდეს იგი სახელი მისი სარაი, რადგანაც სარა იქნება სახელი მისი.

Verse: 16    
და ვაკურთხებ მას და კვლავ-დე მოგცემ მე იმისგან შენ შვილსა და ვაკურთხებ მას და იქნება174* ერისათვის, ხემწიფეებად ერებშიდა იმისგან იქნებიან.

Verse: 17    
და დავარდა აბრაამმა ზედა პირსა მისა და გაიცინა და ბძანა გულსა მისა: შვილი ასი წლისა დაბადებს, და თუმცა სარა, ქალიშვილი ოთხმოზდაათი წლისა, შობავს.

Verse: 18    
და მოახსენა175* აბრაამმა იმათ ღმერთსა: ნეტაი იშმაყელი იცოცხლებდეს წინაე შენსა.

Verse: 19    
და უბძანა ღმერთმან: მაგრამ სარა, ცოლი შენი, დაგიბადებს შენ შვილსა და დაარქვი შენ იგი სახელი მისი იცხაკ. და დავაყენებ მე იმა პეემანსა176* ჩემსა მას თანა პეემნად უკუნისამდინ, თანა თესლსა მისა უკანით მისა.

Verse: 20    
და იშმაყელისათვის მოისმინე შენ: ესერა კურთხევა ჩემი მას თანა და177* გავაფუებ მას და გავამრავლებ მას მეტისმეტად. თორმეტი ნესიიმებს დაბადებს და მივცემ მას თანა ერად დიდად.

Verse: 21    
და პეემანსა ჩემსა დავაყენებ იმათ იცხაკთან, რომ შობავს შენთვის სარა თანა დროსა ამასა, წელიწადსა იმა სხვასა.

Verse: 22    
და დაამთავრა სალაპარაკო მასთან და აბძანდა ღმერთი იმის ზევით178* აბრაამისაგან.

Verse: 23    
და აიყვანა აბრაამმა იგი იშმაყელი, შვილი მისი, და იგი ყოველი ყმაწვილები სახლის მისისა და იგი ყოველი ნაყიდი ფულის მისისა, ყოველი ვაჟი შინა კაცებსა სახლსა აბრაამისას და დაცვითა იგი ხორცი დაბურულის მათისა შინა შუა იმა დღესა ამასა, როგორც რომ ისაუბრა მას თანა ღმერთმა.

Verse: 24    
და აბრაამი შვილი ოთხმოზდაცხრამეტი წლისა შინა დაცვეთასა მისა ხორცი დაბურულის მისისა.

Verse: 25    
და იშმაყელი, შვილი მისი, ცამეტი წლისა შინა დაცვეთასა მისა იგი ხორცი დაბურულის მისისა.

Verse: 26    
შინა შუა იმა დღესა იმას დაიცვითა აბრაამმა და იშმაყელმა, შვილმან მისმან.

Verse: 27    
და ყოველი კაცები სახლის მისისა, ყმაწვილები სახლისა, ნაყიდი ფულისა იმისი ახლისა შვილისა უცხოსაგან, დაიცვითენ მას თანა179*.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.