TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 18
Previous part

Chapter: 18 
ფარაშათ ვაიერა


Verse: 1    და გემეეცხადა იმათ მისა უფალი შინა ხეებსა მამრესას, და ის იჯდა კარებსა იმის კარვისასა გაცხელებასა იმის დღისასა.

Verse: 2    
და აახილა თვალები მისი და დაინახა, და ესერა სამი კაცები იყვნენ ზედაე მისა; დაინახა და გაირბინა წინსაგებრად მათთვის იმის კარებისა კარვისაგან და ეთაყვანა დედამიწაზედა.

Verse: 3    
და მოახსენა: ბატონო ჩემო, თუც აწ ვიპოვნი მე ხუნჯულობას180* თვალებსა შენსა, ნუ აწ გადივლი იმის ზეით ყმის შენისაგან.

Verse: 4    
აიღევ აწ ცოტა წყალი და დაიბანე ფეხები თქვენი და დეემბეთ ქვეშეთ იმათ ხესა.

Verse: 5    
და ავიღებ კვერსა პურისას და დაიმსუყეთ გული თქვენი უკანით გადავლასა, რამეთუ ზედა ენგრეთ გადივლით თქვენ ზედა ყმასა თქვენსა. და უბძანეს181*: ენგრეთ გააკეთე, როგორც რომ ისაუბრე შენ.

Verse: 6    
და გააჩქარა აბრაამმა იმათ კარავსა იმათ სარასთანა და მოახსენა: გააჩქარე, სამი ბათმანი ფქვილი გამტკიცე182* და გააკეთე ნამცხვრები183*.

Verse: 7    
და იმათ ძროხაზე გაირბინა აბრაამმა და აიყვანა შვილი ძროხისა ჩვილი და კარგი და მიცა იმათ ყმაწვილსა და გააჩქარა საქნარად მისთვის.

Verse: 8    
და აიღო კარაქი და რძე და შვილი იმის ძროხისა, რომ ქნა, და მიცა წინაშე მათსა. და ის იდგა ზედაე მათსა ქვეშეთ იმა ხესა, და შჭამეს.

Verse: 9    
და უბძანეს184* იმათ მისა: სად არის სარა, ცოლი შენი? და მოახსენა: ესერა შინა კარავშიდა.

Verse: 10    
და უბძანეს: შემოქცევით შემოვიქცევით185* იმათ შენსა ვითარცა დროსა მშობიერობისას და ესერა შვილი სარასათვის, ცოლსა შენსა. და სარას ესმოდა კარებსა იმის კარვისას და ის უკანით მისა.

Verse: 11    
და აბრაამი და სარა მოხუცებულები, მოსულები შინა დღეებითა, უკუდგა, შეჩერდა საყოფლოდ სარასთვის წესი ქალებისა.

Verse: 12    
და გაიცინა სარამ შუა იმის ამნაირად: უკანით დამდღევებასა ჩემსა186* იქნება ჩემთვის კიდევ, და ბატონი ჩემი მოხუცი.

Verse: 13    
და უბძანა უფალმა იმათ აბრაამსა: რატომ ეს გაიცინა სარამ ამნაირათ: თუცა მაინც მართლა ვშობავ187*, და მე მოხუცი.

Verse: 14    
არ გაკვირდება იმის უფლისაგან საუბარი: თანა დროსა დაბრუნებასა იმათ ჩემსა დროსა მშობიერობისასა, და სარასთვინ შვილი.

Verse: 15    
და იუარა188* სარამ ამნაირად: არ გამიცინია მე, ნამეთურ შემეშინდა; და უბძანა მას: ნამეთურ გაიცინე შენ.

Verse: 16    
და ადგენ იმის იქიდან იგი კაცები და დაშჭვრიტეს189* ზედა პირსა სედომისას; და აბრაამი მიდიოდა მათთან გასაშვებად მათთვის.

Verse: 17    
და უფალმა ბძანა: დავფარავ მე იმის აბრაამისაგან, რომ მე ვშვები.

Verse: 18    
და აბრაამი ყოფნითა იქნება თანა ერად დიდად და ძლიერად და იკურთხება შინა მისითა ყოველი ერები იმის ქვეყნისა.

Verse: 19    
ნამეთურ ვიცნობ მას გულისათვინ, რომ დაავედროს იმათ შვილებსა მისსა და იმათ ოჯახსა მისა უკანით მისა, და შეინახონ გზა უფლისა საქნარად სიმართლე და სამართალი, გულისათვის მოიყვანს უფალი ზედა აბრაამზედა იგი, რომ ისაუბრა ზედა იმისა.

Verse: 20    
და უბძანა უფალმან: კივილი სედომისა და ყამორასი ნამეთურ დიდია, და ცოდვა მათი ნამეთურ დამძიმდა მეტად.

Verse: 21    
ჩავალ აწ და ვნახავ, ვითარცა კივილის მისისებრივ მოსული იმათ ჩემსა, ვიზავ დალევნასა190* და, თუმც არა, შევიცნობ.

Verse: 22    
და პირი იქციეს იმისგან იმა კაცებმან და წავიდნენ სედომას. და აბრაამი, კიდევ ის იდგა წინაშე უფალთანა.

Verse: 23    
და მიეწურა191* აბრაამი და მოახსენა: აწ თუც დალევ192* ცადიკსა თანა რაშაყთანა.

Verse: 24    
ეგებიც არის ორმოზდაათი ცადიკიმები შინა შუა იმა ქალაქსა, თუც დალევ, და არ აპატიებ თანა ადგილსა გულისა ორმოზდაათი ცადიკიმებისათვის, რომ შინა შუა მისა.

Verse: 25    
ურიგობა არის შენთვის იმის საქნარად საუბარის ამისებრივ, მოსაკლავად ცადიკი რაშაყთანა და იქნება ცადიკი რაშაყისებრივ. ურიგობა არის შენთვის, იგი მოსამართლე თელი ქვეყნიერობისა, ნუთუმც193* არ გააკეთებ სამართალსა.

Verse: 26    
და უბძანა უფალმა: თუ ვიპოვნე შინა სედომშიდა ორმოზდაათი ცადიკიმები შინა შუა იმა ქალაქსა, და ვაპატიებ მე ყოველ იმ ადგილსა გულის მათისათვის.

Verse: 27    
და უპასუხა აბრაამმა და მოახსენა: ესერა აწ მოვინდომე მე სალაპარაკოდ იმათ ბატონსა ჩემსა, და მე მტვერი და ნაცარი.

Verse: 28    
ეგებიც დააკლდეს ორმოზდაათსა ცადიკიმებსა ხუთი, თუმც გარყვნი194* ხუთისათვის იმათ ყოველ ქალაქსა? და უბძანა: არ გავრყვნი195*, თუმც ვიპოვნე იქა ორმოცდახუთი.

Verse: 29    
და მოუმატა კიდევ სალაპარაკოდ იმათ მისა და მოახსენა: ეგებიც იპოვნებიან იქა ორმოცი? და უბძანა: არ გავაკეთებ გულისა ორმოცისათვის.

Verse: 30    
და მოახსენა: თუ აწ ეწყინება ბატონსა ჩემსა და ვილაპარაკებ: ეგებიც იპოვნებიან იქა ოზდაათი? და უბძანა: არ გავაკეთებ, თუც იპოვნება იქა ოზდაათი.

Verse: 31    
და მოახსენა196*: აგე ესერა აწ მოვინდომე მე თანა-სალაპარაკოდ იმა ბატონსა ჩემსა: ეგებიც იპოვნებიან იქა ოცი? და მოახსენა197*: არ გავრყვნი198* გულისა ოცისათვის.

Verse: 32    
და მოახსენა: ნუ აწ ეწყინება ბატონსა ჩემსა და ვილაპარაკებ მხოლოდ ამაჯერ: ეგებიც იპოვნებიან იქა ათი? და უბძანა: არ გავრყვნი199* გულისა ათისათვის.

Verse: 33    
და წავიდა უფალი, ვითარცა რომ დაამთავრა თანა-სალაპარაკოთ იმა აბრაამსა. და აბრაამი დაბრუნდა ადგილსა მისა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.