TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 20
Previous part

Chapter: 20 
Verse: 1    და აიყარა იქიდან აბრაამი ქვეყანასა სამხრეთისას და იცხოვრა217* შუა კადეშ და შუა შურსა და იცხოვრა გირარშიდა.

Verse: 2    
და უბძანა აბრაამმა იმათ სარასა, ცოლსა მისა: და ისი. და გაუშვა აბიმელეხმა, ხემწიფემ გერარისამან, და აიყვანა იგი სარა.

Verse: 3    
და მობძანდა218* ღმერთი იმათ აბიმელეხსა სიზმარსა ღამისას და უბძანა მას: ესერა შენ მოკვდები ზედა იმა დედაკაცზე, რომ შეგირთვია შენ, და ის დარქმეული ქრმობითა.

Verse: 4    
და აბიმელეხი არ მიკარებია იმა პირსა და მოახსენა: ბატონო ჩემო, ერსა კვლავ-დე219* ცადიკსა მოკლავ?

Verse: 5    
აგერ იმან მიბძანა მე: და ჩემი ის, და კვლავ-დე იმან მომახსენა: ძმა ჩემი ის. შინა სისრულითა გულით ჩემითა და სისუფთავითა ნებებით ჩემითა გავაკეთე მე ესე.

Verse: 6    
და უბძანა იმათ მისა ღმერთმან შინა სიზმარშიდა: კვლავ-დევე ვიცი მე, რომ შინა სისრულითა გულით შენითა ქენი ეს, და უკინჭირე220* კვლავ-დე ჩემთვის შენ შემოსაცოდებლად ჩემთვის, ზედა ენგრეთ არ მიგეცი შენ მისაკარებლად იმათ მისა.

Verse: 7    
და ახლა დაბრუნებით დააბრუნე ცოლი იმის კაცისა221*, რამეთუ წინასწარმეტყველი ის, და ილოცამს გულის შენისათვის და იცოცხლებ. და თუც არა შენ დაუბრუნებ222*, შეიტყევი, რამეთუ სიკვდილით მოკვდები შენ და ყოველი, რომ შენთვის.

Verse: 8    
და ადრე ადგა აბიმელეხი დილაზედა და დაუძახა ყოველ ყმებსა მისა და ესაუბრა იგი ყოველი საუბრები ესენი თვალებსა და ყურებსა მათსა. და შეშინდენ იგი კაცები მეტათა.

Verse: 9    
დაუძახა აბიმელეხმა აბრაამსა და უბძანა მას: რა გვიქენი ჩვენ, რა შემოგცოდეთ ჩვენ შენ, ნამეთურ მოიყვანე შენ ზედაე ჩვენსა და ზედა სახენწიფოსა ჩვენსა ცოდო დიდი? მოქმედებას, რომ არ გააკეთებს, ქენი შენ ჩემ თანა.

Verse: 10    
და უბძანა აბიმელეხმა იმათ აბრაამსა: რა ნახე შენ, ნამეთურ ქენი შენ იგი საუბარი აესე?

Verse: 11    
და მოახსენა აბრაამმა, ნამეტურ ვთქვი მე: მხოლოთ არ არის მოშიშობა ღმერთისა223* შინა ადგილსა ამასა, და მამკლამდენ მე ზედა საუბარსა ცოლის ჩემისას.

Verse: 12    
და კვლავ-დე, მართლაც და ჩემი, ქალიშვილი მამის ჩემისა ის, ხოლოთ არა ქალიშვილი დედის ჩემისა; და შეიქნა ჩემთვის მეტოლე.

Verse: 13    
და იყო, როგორც რომ224* ღმერთმა გადამაცდინა მე იმის სახლისა მამის ჩემისაგან, და უთხარი მას: ესე წყალობა შენი რომ გამიკეთო ჩემ თანა: იმათ ყოველივე ადგილსა, რომ მივალთ იქა, თქვი ჩემზე: ძმა ჩემი ის.

Verse: 14    
და აიყვანა აბიმელეხმა ცხვრები და ძროხა225* და ყმები და მოახლეები და მიცა აბრაამსა, და დაუბრუნა მას იგი სარა, ცოლი მისი.

Verse: 15    
და უბძანა აბიმელეხმა: ესერა ქვეყანა ჩემი წინაე შენსა226*, მოწონებული227* თვალებსა შენსა დასახლდი228*.

Verse: 16    
და სარას უბძანა: ესერა მივეცი მე ათასი ვერცხლი ძმასა შენსა, ესერა ის შენთვის საფარად თვალებისათვის ყოველ, რომ შენთანობა; იგი ყოველი გამართლებული229*.

Verse: 17    
და ილოცა აბრაამმა იმათ ღმერთთანა და გაკურნა ღმერთმა იგი აბიმელეხი და იგი ცოლი მისი და მოახლეები მისი და დეებადათ.

Verse: 18    
რამეთუ შეკრით შეკრა უფალმან გულისა შიგნით ყოველი საშობი მუცლისა თანა სახლსა230* აბიმელეხისას ზედა საუბარსა სარასა, ცოლსა აბრაამისას.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.