TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 41
Previous part

Chapter: 41 
ფარაშათ მიკეც


Verse: 1    და იყო იმის ბოლოსა ორი წლისასა დღეებსა, და ფარყოს დეესიზმრა: და ესერა იდგა ზედა იმა ნილოსზედა.

Verse: 2    
და ესერა იმის ნილოსისაგან ამოდიოდენ შვიდი ძროხები მშვენიერი სანახაულობისა და ჯამთელები ხორცითა და მწყემსამდენ ჭაობებში.

Verse: 3    
და ესერა შვიდი ძროხები სხვები ამოდიოდენ უკანით მათსა იმის ნილოსისაგან, მჭლეები სანახაულობითა და სუსტები ხორცითა; და იდგნენ გვერდით იმა ძროხებსა ზედა ნაპირსა იმის ნილოსისას.

Verse: 4    
და შეჭამეს იმა ძროხებმა მჭლეებმა სანახაულობითა და სუსტებმა ხორცითა იგი შვიდი ძროხები მშვენიერი შეხედულობისა და ჯამთელები. და გამოიღვიძა ფარყომ.

Verse: 5    
და დაიძინა და დეესიზმრა მეორეჯელ: და ესერა შვიდი ოდოშები გამოდიოდენ შინა ღეროსა661* ერთსა ჯამთელები და კარგები.

Verse: 6    
და ესერა შვიდი ოდოშები წვრილები და გადახრილები აღმოსავლეთის ქარითა უკანით მათსა662*.

Verse: 7    
და გადაყლაპა იმა ოდოშებმან იმა წვრილებმან იგი შვიდი ოდოშები ჯამთელები და სამსეები. და გამოიღვიძა ფარყომ, და ესერა სიზმარი.

Verse: 8    
და იყო შინა დილაზედა, და გაბეჩდა სული მისი, და გაუშვა663* და დაუძახა იმათ ყოველ კუდიანებსა მიცრაიმისას და იმათ ყოველ ბძენებსა მისა, და ელაპარაკა ფარყომ მათ იგი სიზმარი ისი, და არ იყო ამხსნელი მათთვის ფარყოსთვის.

Verse: 9    
და ესაუბრა სარამაშკიმმა იმა ფარყოსა ამნაირათ: იმა ცოდოსა ჩემსა მე ვიხსენებ დღეს.

Verse: 10    
ფარყო გაწყრა ზედა ყმებსა მისა, და მიმცა მე შინა ციხეშიდა სარატაბახიმისას, მე და იგი სარაოფიმი.

Verse: 11    
და დეგვესიზმრა სიზმარი შინა დღესა ერთსა მე და იმას კაცსა, ვითარცა ახსნილობისა სიზმრის მისისებრივ დეგვესიზმრა ჩვენ.

Verse: 12    
და იქ ჩვენთან იყო ყმარწვილი ისრაელისა, ყმა664* სარატაბახიმისთვის; და ველაპარაკეთ მას და აგვიხსნა ჩვენ იგი სიზმრები ჩვენი, კაცსა სიზმარი მისი აუხსნა.

Verse: 13    
და იყო, როგორც რომ აგვიხსნა ჩვენ, ენგრეთ შეიქნა: მე დამაბრუნე ზედა სკამსა ჩემსა665* და ისი დაკიდე.

Verse: 14    
და გააგზანა ფარყომ და დაუძახა იმას იოსებსა; და ამოიყვანეს666* იმის ორმოსაგან; და გაიპარცა და გამოიცვალა ტანსაცმელი მისი და მივიდა იმათ ფარყოსთან.

Verse: 15    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსებსა: სიზმარი დემესიზმრა მე და ამხსნელი არა მისთვის; და მე გავიგონე ზედაე შენსა ამნაირათ667*: მოისმინე სიზმარი ასახსნელად მისთვის.

Verse: 16    
უპასუხა იოსებმა იმა ფარყოსა ამნაირათ: გარეშე ჩემსა, ღმერთი პასუხობს იმათ შვიდობას ფარყოსას.

Verse: 17    
და ესაუბრა ფარყომ იმათ იოსეფს: სიზმარსა ჩემსა და ესერა მე ვდგავარ ზედა ნაპირსა იმის ნილოსისას.

Verse: 18    
და ესერა იმის ნილოსისაგან ამოდიოდა შვიდი ძროხები ჯამთელები ხორცითა და მშვენიერები შეხედულობითა და ძოვდენ შინა ჭაობებშიდა.

Verse: 19    
და ესერა შვიდი ძროხები სხვები ამოდიოდნენ უკანით მათსა მჭლეები და ცუდები668* შეხედულობისა მეტად და მჭლეები ხორცითა669*; არ მინახია მე ვითარცა ამისებრივ შინა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას უვარგისები სასიავოთ.

Verse: 20    
და შეშჭამეს იმა ძროხებმა იმა მჭლეებმა და სუსტებმან670* იგი შვიდი ძროხები პირვანდელები ჯამთელები.

Verse: 21    
და მივიდნენ იმათ წელსა მათსა და არ ეტყობოდათ, ნამეთურ მოვიდენ მათ წელსა მისა, სანახაულობა მათი ცუდი, როგორც რომ პირველად, და გამოვიღვიძე.

Verse: 22    
და დავინახე სიზმარსა ჩემსა, და ესერა შვიდი ოდოშები ამოდიოდენ ერთ ღერზე671* სამსეები და კარგები.

Verse: 23    
და ესერა შვიდი ოდოშები ფუყეები და გალულიმები672*, დაფერთხილები აღმოსავლეთის ქარითა673*, ამოფუძდებოდენ უკანით მათსა.

Verse: 24    
და ჩაყლაპა იმა ოდოშებმან წვრილებმან იგი შვიდი ოდოშები კარგები. და მოვახსენე იმათ კუდიანებსა, და არ იყო გამცხადებელი674* ჩემთვის.

Verse: 25    
და უბძანა იოსებმა იმა ფარყოს: სიზმარი ფარყოსი ერთი ის; იგი, რომ იგი ღმერთი შვება, უცხადებს ფარყოსა.

Verse: 26    
შვიდი ძროხები კარგები შვიდი წელიწადები ისინი, და შვიდი ოდოშები675* კარგები შვიდი წელიწადები ისინი; სიზმარი ერთი ის.

Verse: 27    
და შვიდი ძროხები მჭლეები და ცუდები676* ამოდიოდენ უკანით მათსა, შვიდი წელიწადები ისინი; და შვიდი ოდოშები677*, ცარიელები, დახრილები აღმოსავლეთის ქარითა, იქნებიან შვიდი წელიწადები შიმშილიანობისა.

Verse: 28    
ის იგი საუბარი, რომ ვისაუბრე მე იმათ ფარყოსთან, რომ იგი ღმერთი აკეთებს, უჩვენებს იმათ ფარყოსა.

Verse: 29    
ესერა შვიდი წელიწადები მოვლიან678*, სიმაძღრე დიდი შინა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 30    
და წამოდგება შვიდი წელიწადები შიმშილისა უკანით მათსა და დავიწყდება ყოველი იგი სიმაძღრე შინა ქვეყანასა მიცრაიმისას, და გაათაებს679* იგი შიმშილი იმათ ქვეყანასა.

Verse: 31    
და არ იცნობება იგი სიმაძღრე ქვეყანაზედა იმის წინაშე შიმშილისა იმისაგან უკანით ენგრე, ნამეტურ დამძიმდება ის მეტად.

Verse: 32    
და ზედა გამეორებასა იმის სიზმარისა იმა ფარყოსა ორჯერ, ნამეთურ წამართულია საუბარი680* იმის სიახლისა ღმერთისაგან და ასწრაფებს681* იგი ღმერთი საქმარად მისთვის.

Verse: 33    
და ახლა ნახოს682* ფარყომ კაცი გონიერი და ბრძენი და დასვას ზედა ქვეყანასას მიცრაიმისას.

Verse: 34    
ქნას ფარყომ და დააჩენილოს683* დანიშნულები ზედა იმა ქვეყანაზედა, და დაასამზღვროს იგი ქუეყანა მიცრაიმისა შინა შვიდსა წელიწადსა სიმაძღრისას.

Verse: 35    
და შეჰყაროს იგი ყოველი საჭმელი იმის წლებისა კარგებისა, იგი მოსავალები ესენი, და დააგროვოს ხორბალი684* ქვეშეთ ხელითა ფარყოსას, საჭმელათ შინა ქალაქებსა შეინახოს.

Verse: 36    
და იქნება იგი საჭმელი შენახული685* ქვეყანაზედა თანა შვიდისა წლებისა შიმშილისათვის, რომ იქნება ქვეყანასა მიცრაიმისას; და არ ამოწყდება იგი ქვეყანა შიმშილითა.

Verse: 37    
მეეწონა იგი საუბარი თვალებსა ფარყოსა, თვალებსა ყოველ ყმებსა მისა686*.

Verse: 38    
და უბძანა ფარყომ იმათ მოსამსახურეებსა მისა: თუმც იპოვნება ვითარცა ამ კაცისებრი, რომ რუახი ღმერთისა შინა მისსა?

Verse: 39    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსეფს: უკანითა გაცნობასა ღმერთისა შენ იგი ყოველი ესე, არ არის ჭკვიანი და ბრძენი687* შენსებრი.

Verse: 40    
შენ იქნები ზედა სახლსა ჩემსა და ზედა პირით688* შენითა ისაზრდოვებს ყოველი ერი ჩემი, მხოლოთ იმა ტახტსა689* გავადიდებ იმის შენგან.

Verse: 41    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსეფსა: შეხედე, მე მიგეცი შენ ზედა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 42    
და გაიშორა ფარყომ იგი ბეჭედი იმის ხელის მისისაგან და მისცა იგი ზედა ხელსა იოსეფისას; და ჩააცვა მას ტანსაცმელი აბრეშუმისა და დასდვა ყელჯაჭვი ოქროსი ზედა კისერსა მისა.

Verse: 43    
და შემოაჯდინა ის ზედა საჯდომსა მოადგილეობისას, რომ მისთვის, და დაუძახა წინაშე მისა აბრეხ690*; და მისცა ის ზედა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 44    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსეფსა: მე ფარყო, და გარეშე შენსა არ მოამაღლებს კაცი იმა ხელსა მისა და იმა ფეხსა მისა შინა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 45    
და დაარქვა ფარყომ სახელი იოსეფსა ცაფნათ-ფანიახ691*, და მისცა მას იგი ასენათი, ქალიშვილი ფოტიფერაყისა, ქოენ ონის692*, მეტოლედ; და გამოვიდა იოსეფი ზედა ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 46    
და იოსეფი შვილი ოზდაათი წლისა შინა დადგომასა მისა წინაშე ფარყოსა, ხემწიფესა მიცრაიმისას, და გამოვიდა იოსები მის წინაშე ფარყოსაგან და შემოიარა ყოველი ქვეყანა მიცრაიმისა.

Verse: 47    
და შეიქნა693* იმა ქვეყანაზედა შვიდი წელიწადები სიმაძღრისა შევიწროებულად.

Verse: 48    
და შეუყარა იმა ყოველ საჭმელსა შვიდი წლისას, რომ იყვნენ შინა ქვეყანასა მიცრაიმისასა, და მიცა საჭმელი შინა ქალაქებშიდა, საჭმელი მინდორსა იმის ქალაქისას, რომ გარეშე მოსავალსა, მიცა შინა შუა.

Verse: 49    
და დააგროვა იოსებმა ხორბალი694*, ვითარცა ქვიშისა იმის ზღვისა, მრავალი მეტად, ვიდრე ნამეტურ შეჩერდებოდეს დასათვლელად, ნამეტურ არა დაითვლებოდა.

Verse: 50    
და იოსეფსა დეებადა ორი შვილები, უწინათად მოვიდოდა წელიწადი სიმშილიანობისა, რომ დეებადა მისთვის ასენათისა, ქალიშვილი ფოტიფერაყისა, ქოენ ონისაგან.

Verse: 51    
და დაარქვა695* იოსებმა უფროსსა სახელი იგი მენაშე, ნამეტურ დამავიწყა მე ღმერთმა იგი ყოველი შრომა ჩემი და იგი ყოველი სახლეული მამიჩემისა.

Verse: 52    
და იგი სახელი იმის მეორესი დაარქვა ეფრაიმი, ნამეტურ გამანოყიერა696* მე ღმერთმან შინა ქვეყანასა ღარიბობისას697*.

Verse: 53    
შესრულდა შვიდი წელიწადები სიმაძღრისა, რომ იყო ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 54    
და დაიწყო შვიდი წელიწადები შიმშილიანობისა მოსავალად, როგორც რომ ბძანა იოსებმა. და იყო შიმშილი შინა ყოველ იმა ქვეყნებშიდა და შინა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას იყო პური.

Verse: 55    
და დამშივდა ყოველი ქვეყანა მიცრაიმისა; და შეჰკივლა იმა ერმა იმა ფარყოს698* პურისათვის; და უბძანა ფარყომ ყოველ მიცრაიმსა: მიდით იმათ იოსებთანა, რასაც რომ გიბძანებს თქვენ, გააკეთეთ.

Verse: 56    
და იგი შიმშილი იყო ზედა ყოველ პირსა იმის ქვეყნისას; და გახსნა იოსებმა იგი ყოველი, რომ მათთვის, და მიყიდა მიცრაიმსა; და გაძლიერდა შიმშილი ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 57    
და ყოველი ქვეყნებისაგან მოდიოდენ მიცრაიმას საყიდლად იმისა იმათ იოსეფთანა, ნამეტურ გაძლიერდა შიმშილი შინა ყოველ იმა ქვეყანასა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.