TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 42
Previous part

Chapter: 42 
Verse: 1    დაინახა იაყაკობმან, რამეთუ არის პურიკაკალი შინა მიცრაიმშიდა, და უბძანა იაყაკობმა შვილებსა მისა: რატომ აჩვენებთ699*?

Verse: 2    
და უბძანა: ესერა გავიგონე მე, ნამეტურ არის პურიკაკალი700* შინა მიცრაიმშიდა; ჩადით იქა და იყიდეთ თქვენთვინ701* იქიდან, და ვიცოცხლოთ და არ დავიხოცოთ.

Verse: 3    
და ჩავიდენ ძმები იოსეფისა ათი საყიდლად ხორბლისთვის იმის მიცრაიმისაგან.

Verse: 4    
და იგი ბინიამინი, ძმა იოსეფისა, არ გაუშვია იაყაკობსა იმათ ძმებსა მისა, რამეთუ ბძანა: არამც შეემთხვეს ფათერაკი702*.

Verse: 5    
და მივიდენ შვილები ისრაელისა თანა-საყიდლად შინა შუა იმა მამსვლელებსა, ნამეტურ შეიქნა შიმშილი ქვეყანასა ქენაყანისას.

Verse: 6    
და იოსეფი, ის იგი703* მოსუნტლე704* თელი იმ ქვეყნისა, ის იგი მიმყიდველი ყოველ ერსა ქვეყნისას705*. მოვიდნენ ძმები იოსეფისა და ეთაყვანენ მას პირითა მიწაზედა.

Verse: 7    
და დაინახა იოსეფმა იგი ძმები მისი და იცნო ისინი, და შეეცნო იმათ მათსა; და ესაუბრა მათ მაგარი სიტყვებითა და უბძანა იმათ მათსა: იმის საიდან მოსულხართ თქვენ? და მოახსენეს: იმის ქვეყნისა ქენაყანისაგან საყიდლად საჭმელისთვის.

Verse: 8    
და იცნო იოსეფმა იგი ძმები მისი და იმათმა ვერ იცნეს ის.

Verse: 9    
და გაიხსენა იოსებმა იგი სიზმრები, რომ დეესიზმრა მას, და უბძანა იმათ მათსა: დამზვერვლები თქვენ, სანახავათ იმისა ყორვისა ქვეყნისათვის მოსულხართ თქვენ.

Verse: 10    
და მოახსენეს იმათ პირსა: არა, ბატონო ჩემო, და ყმები შენი მოვიდენ საყიდლათ საჭმელისთვის.

Verse: 11    
სუყველა ჩვენ შვილები კაცისა ერთისა ჩვენ, მართლები ჩვენ, არა ყოფილა ყმები შენი დამზვერვლები706*,

Verse: 12    
და უბძანა იმათ მათსა: არა, ნამეტურ აუგისა ქვეყნისათვის მოხვედით თქვენ სანახავად.

Verse: 13    
და მოახსენეს: თორმეტი ძმები ჩვენ, შვილები კაცისა ერთისა ქვეყანასა ქენაყანისას; და ესერა იგი პატარა707* იმათ მამაჩვენსა დღეს, და იგი ერთი აღარ არი ის.

Verse: 14    
და უბძანა იმათ მათსა იოსებმან: ის, რომ ვისაუბრე იმათ თქვენსა ამნაირათ: დამზვერვავები708* თქვენ.

Verse: 15    
ამითი გამოიცდებით: მზემან უფლისამან709*, თუმც გახვალთ710* იმისა ამისაგან, ნამეტურ თუმც მოიყვანთ ძმასა თქვენსა პატარას711* აქანა.

Verse: 16    
გააგზავნეთ იმის თქვენგან ერთი და აიყვანოს იგი ძმა თქვენი, და თქვენ დამტყვევდით, და გამოისინჯება საუბრები თქვენი, თუმც არის სიმართლე712* თქვენთან, და თუმც არა, მზემან ფარყოსამან, ნამეთურ გამზვერავები713* თქვენ.

Verse: 17    
და შეყარა ისინი იმათ სამტყვოვოში სამი714* დღეებითა.

Verse: 18    
და უბძანა იმათ მათსა იოსებმან იმას დღესა მესამესა: ეს გააკეთეთ და იცოცხლებთ, იმის ღმერთისაგან მე მეშინია:

Verse: 19    
თუმც მართლები არი თქვენი საუბრები, ძმა თქვენი ერთი დაპატიმრდეს სახლსა საპატიმროსა თქვენსა, და თქვენ წადით და მიიტანეთ ხორბალი შიმშილისა სახლსა თქვენსა.

Verse: 20    
და იგი ძმა თქვენი იგი პატარა მამგვარეთ715* იმათ ჩემსა, და დავიჯერებ საუბრებსა თქვენსა და არ დაიხოცებით; და გააკეთეს ენგრე.

Verse: 21    
და მოახსენა კაცმა იმათ ძმასა მისა: მაგრამ დამნაშავები ჩვენ ზედა ძმასა ჩვენსა, რომ ვნახეთ ჩვენ, რომ გაჭივრება სულის მისისა შინა ხვეწნასა მისა იმათ ჩვენსა, და არ მოუსმინეთ ჩვენ; ზედა ენგრეთ მოვიდა იმათ ჩვენსა იგი გაჭივრება ესე.

Verse: 22    
და უპასუხა რეუბენმა მათ და უბძანა: აგერ გითხარით მე იმათ თქვენსა ამნაირათ: არ შევცოდოთ შინა ყმარწვილსა, და არ მომისმინეთ თქვენ, და კვლავ-დე სისხლი მისი ესერა გვეკითხება.

Verse: 23    
და იმათმა არ იცოდენ, რომ ისმენდა იოსები, ნამეტურ მთარგმნელი შუა მათსა.

Verse: 24    
და მიიბრუნა პირი ზეით მათგან და იტირა, და შემოიქცა716* იმათ მათსა და ესაუბრა იმათ მათსა; და აიყვანა იმათგან იგი შიმყონი და დააპატიმრა ის თვალებსა მათსა.

Verse: 25    
და დაავედრა იოსებმან, და აავსეს იგი ჭურჭლები717* მათი ხორბლითა თანა-შემოსაქცევლათ ვერცხლი მათი კაცსა იმათ მეშოკსა მისა და მისაცემლათ მათთვის საგზალი გზისა; და გააკეთეს იმათმა ენგრეთ.

Verse: 26    
და აკიდეს იგი ხორბალი მათი ზედა სახედრებსა მათსა და წავიდენ იქიდან.

Verse: 27    
და გახსნა ერთმა იგი მეშოკი მისი მისაცემლად ბზე და ქერი სახედარსა მისა შინა სასტუმროშიდა, და დაინახა იგი ვერცხლი მისი, და ესერა იგი პირსა მეშოკის მისისას.

Verse: 28    
და მოახსენა იმათ ძმებსა მისა718*: დაბრუნებულა ფული ჩემი და კვლავ-დე ესერა შინა მეშოკსა ჩემსა. და გამოვიდა გული მათი და შეშინდა კაცი იმათ ძმასა მისა ამნაირათ: რა ეს გვიქნა ჩვენ ღმერთმან.

Verse: 29    
და მოვიდენ იმათ იაყაკობსა, მამასა მათსა, ქვეყანასა ქენაყანისას, და გაუცხადეს მას იგი ყოველი შემთხვევა მათი ამნაირათ:

Verse: 30    
ილაპარაკა იმა კაცმა, ბატონმა იმის ქვეყნისამან, ჩვენ თანა სიმაგრით და მიგვცა ჩვენ, როგორც დამზვერავები719* იმის ქვეყნისა.

Verse: 31    
და მოვახსენეთ: მართლები ჩვენ, არა720* ჩვენ დამზვერავები721*.

Verse: 32    
თორმეტი ჩვენ ძმები, შვილები მამიჩვენისა, იგი ერთი არ არის და იგი პატარა ამა დღეს იმა მამაჩვენსა ქვეყანასა ქენაყანისას.

Verse: 33    
და გვიბძანა იმათ ჩვენსა იმა კაცმა, ბატონმა იმის ქვეყნისამან: ამითი შევიტყობ, თუ მართლები თქვენ: ძმა თქვენი იგი ერთი დამიტევეთ მე და იგი შიმშილი ოჯახის თქვენისა აიღეთ და წადით.

Verse: 34    
და მამგვარეთ722* იგი ძმა თქვენი იგი პატარა იმათ ჩემსა და შევიტყობ, ნამეთურ არა დამზვერავები723* თქვენ, ნამეტურ მართლები თქვენ; იმას ძმასა თქვენსა724* მოგცემთ თქვენ და ამ ქვეყანასა ივაჭრეთ.

Verse: 35    
და იყო, ისინი აცარიელებდენ მეშოკებსა მათსა, და ესერა კაცსა გამოკრული ვერცხლი მისი შინა მეშოკსა მისა725*; და726* დაინახეს იგი გამოკრულები ვერცხლის მათისა იმათმა და მამამ მათმა და შეშინდენ.

Verse: 36    
და უბძანა იმათ მისა იაყაკობმა, მამამ მათმან: მე წამომკარით თქვენ, იოსეფი არა ის, და შიმყონი არ არის, და იმა727* ბინიამინ აიყვანთ ზედაე ჩემსა; შეიქნა სუყველა ისინი?

Verse: 37    
და მოახსენა728* რეუბენმა იმა მამასა მისა ამნაირად: იგი ორი შვილები დემეხოცოს, თუ არ მოვიყვანო ის იმათ შენსა; მომეცი ის ზედა ხელსა ჩემსა და მე დავაბრუნებ მას იმათ შენსა.

Verse: 38    
და უბძანა იაყაკობმან: არ ჩამოვა შვილი ჩემი თქვენ თანა, რამეთუ ძმა მისი მოკვდა729* და ის მარტოთ მისა დარჩა; შემეემთხვევა მას ფათერაკი შინა გზაზედა, რომ წახვალთ შინა მისა, და ჩაიყვანთ თქვენ იმა სიბერესა ჩემსა სევდით730* ჯოჯოხეთშიდა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.