TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 43
Previous part

Chapter: 43 
Verse: 1    და იგი შიმშილი დამძიმდა შინა ქვეყანაზედა.

Verse: 2    
და იყო, როცა რომ დაამთავრეს საჭმელად იმის პურისათვის, რომ მოიტანეს იმის მიცრაიმისაგან, უბძანა მათ მამამათმან: შეიქეცით731*, იყიდეთ ჩვენთვის ცოტა საჭმელი.

Verse: 3    
და მოახსენა732* იმათ მისა იეუდამ ამნაირათ: დამოწმებით დეგვემოწმა ჩვენში იგი კაცი ამნაირათ: არ დაინახოთ პირი ჩემი გარეშე ძმის თქვენისა თქვენ თანა.

Verse: 4    
თუ არის, შენ გამოუშვებ733* იმათ ძმასა ჩვენსა ჩვენ თანა, ჩავალთ და ვიყიდით შენთვის საჭმელსა.

Verse: 5    
და თუმცა არა შენ გამოუშვებ, არ ჩავალთ, რამეთუ იმა კაცმა გვიბძანა იმათ ჩვენსა: არ დაინახოთ პირი ჩემი გარეშე ძმის თქვენისა თქვენ თანა.

Verse: 6    
და უბძანა ისრაელმა: რატომ მისიავეთ მე გასაცხადებლათ კაცისათვის, კიდევ თქვენთვის ძმა?

Verse: 7    
და მოახსენეს: კითხვით შეგვეკითხა იმა კაცმა ჩვენ და სამშობლოს ჩვენსა ამნაირად: კიდევ მამათქვენი ცოცხალი არის, თუ კიდევ გყავთ თქვენ ძმა? და გაუცხადეთ მას ზედა პირითა საუბრებითა ამეებითა; ცნობით ვიცით, ნამეტურ ბძანებდა: ჩამოიყვანეთ იგი ძმა თქვენი?

Verse: 8    
და მოახსენა734* იეუდამ იმას მამასა მისა: გამოუშვი იგი ყმაწვილი ჩვენ თანა; ავდგებით და წავალთ, და ვიცოცხლებთ და არ დავიხოცებით კვლავ-დე ჩვენ, კვლავ-დე შენ, კვლავ-დე ბავშვები უსუარები ჩვენი.

Verse: 9    
მე ვითავდებებ მას, იმის ხელის ჩემისაგან მოძებნი მას; თუმც არ მოვიყვან მას იმათ შენსა და დავაყენებ მას წინაე შენსა, და შემცოდვარე ვიქნები შენთვის ყოველ იმა დღეებსა.

Verse: 10    
ნამეტურ ეგებიც დაგვხგვიანებოდა735* ჩვენ, ნამეტურ ახლა ვბრუნდებით ჩვენ ესე მეორეჯერ736*.

Verse: 11    
უბძანა იმათ მათსა ისრაელმა, მამამათმან: თუმც ეგრეთ, მაშ737* ესე გააკეთეთ: აიღეთ თქვენ იმის მოსავლისა და ქებული ქვეყნისაგან ჭურჭლები თქვენი და ჩადით კაცთანა, ჩაიტანეთ ძღვენი: ცოტა ბალზამი738*, ცოტა თაფლი, სანელებელი, თხილი და ნუშისთხილი739*.

Verse: 12    
და ვერცხლი ორმაგი აიღეთ740* ხელით თქვენითა, და იგი ვერცხლი741*, იგი დაბრუნებული პირითა მეშოკებით თქვენითა, დააბრუნეთ ხელით თქვენითა იგი, ვით შეცდომა ის.

Verse: 13    
იგი ძმა თქვენი აიყვანეთ და ადექით, შეიქეცით742* იმა კაცთანა.

Verse: 14    
და ღმერთმა დამბადებელმა ჩემმა მოგცეს თქვენ შებრალება წინაშე იმა კაცსა და გამოუშვას თქვენ თანა იგი ძმა თქვენი სხვა და იგი ბინიამინი, და მე, როგორც რომ წამოვეკარი მე, წამოკრული ვარ მე.

Verse: 15    
და აიღეს743* იმა კაცებმა744* იგი ძღვენი ესე და გამეორებული ვერცხლი745* აიღეს ხელით მათითა და იგი ბინიამინი, და ადგენ და ჩავიდენ მიცრაიმშიდა და დადგენ წინაშე იოსეფსა.

Verse: 16    
დაინახა იოსებმა მათთანა იგი ბინიამინი და უბძანა თანა რომ დაჩენილსა ზედა სახლსა მისა: მოიყვანე იგი კაცები სახშიდა, დაკვლით დაკალით და წამართეთ, რამეთუ ჩემთან შჭამენ იგი კაცები ნაშუადღებსა.

Verse: 17    
და გააკეთა იმა კაცმა, როგორც რომ უბძანა იოსებმა, და მოიყვანა იმა კაცმა იგი კაცები სახსა იოსებისას.

Verse: 18    
და დაინახეს იმა კაცებმა, რომ მოვიდენ სახსა იოსებისას, და თქვეს: ზედა საუბარსა746* იმის ვერცხლისას, იგი დაბრუნებული747* შინა მეშოკებსა ჩვენსა პირველად, ჩვენ მოგვიყვანეს748* თანა-დასავარდნად ზედაე ჩვენსა, ასაყვანად ჩვენთვინ ყმებად და იგი სახედრები ჩვენი.

Verse: 19    
და მიახლოვდენ იმა კაცთანა, რომ ზედა სახლსა იოსეფისას, და მოახსენეს749* იმათ მისა კარებსა750* იმის სახლისას.

Verse: 20    
და მოახსენეს: გეხვეწებით, ბატონო ჩვენო, ჩამოსვლით ჩამოვედით ჩვენ პირველად საყიდლად751* საჭმელისათვის.

Verse: 21    
და იყო, ნამეთურ მივედით იმათ სასტუმროსა და გავხსენით იგი მეშოკები ჩვენი, და ესერა ვერცხლი752* კაცსა პირსა მეშოკის მისისას, ვერცხლი ჩვენი შინა აწონით მისითა, და დავაბრუნეთ ის ხელით ჩვენითა.

Verse: 22    
და ვერცხლი სხვა ჩამოვიტანეთ ჩვენ ხელით ჩვენითა საყიდლად საჭმელისათვის. არ ვიცით ჩვენ, ვინ ჩადვა ვერცხლი ჩვენი მეშოკებსა ჩვენსა.

Verse: 23    
და უბძანა: მშვიდობა თქვენთვინ, ნუ გეშინიათ; ღმერთი თქვენი და ღმერთი მამების თქვენისამ მოგცათ თქვენ ქონება შენახული შინა მეშოკსა თქვენსა; ვერცხლი თქვენი მოვიდა იმათ ჩემსა; და გამოიყვანა იმათ მათსა იგი შიმყონი.

Verse: 24    
და მოიყვანა იმა კაცმა იგი კაცები სახლსა იოსეფისას, და მისცა წყალი და დაიბანეს ფეხები მათი; და მისცა ქერი753* თანა სახედრებსა მათსა.

Verse: 25    
და წამართეს იგი ძღვენი ვიდრე მოსვლასა იოსეფისას ნაშუადღევსა754*, ნამეტურ მოისმინეს, რამეთუ იქ შჭამენ პურსა.

Verse: 26    
და მოვიდა იოსეფი სახშიდა, და მიართვეს მას იგი ძღვენი, რომ შინა ხელით მათითა, სახშიდა, და ეთაყვანეს მას მიწაზედა.

Verse: 27    
და შეეკითხა მან შვიდობაზედა და უბძანა: თუც არის შვიდობა მამის თქვენისა, მოხუცებული რომ თქვით თქვენ, კიდევ ის ცოცხალი?

Verse: 28    
და მოახსენეს: შვიდობა არის ზედა ყმასა შენსა, მამაჩვენსა, კიდევ ცოცხალია, და მოიხრიკენ და ეთაყვანენ.

Verse: 29    
და აახილა თვალები და დაინახა იგი ბინიამინი, ძმა მისი, შვილი დედის მისისა, და უბძანა: ესე ძმა თქვენი იგი პატარა, რომ თქვით თქვენ იმათ ჩემსა? და უბძანა755*: ღმერთმან756* შეგიწყალოს შენ, შვილო ჩემო.

Verse: 30    
და გააჩქარა იოსეფმა, ნამეთურ გაცხელდა შებრალება მისი იმათ ძმებსა მისა, და მოძებნა სატირლად, და მივიდა ოთახში და იტირა იქა.

Verse: 31    
და დაიბანა757* პირი მისი და გამოვიდა და მოითმინა, და ბძანა758*: დასდევით პური.

Verse: 32    
და დაუდვეს მას მარტოთ მისა და მათ მარტოთ მათსა და მიცრიიმელებსა, იმა მჭამელებსა მას თანა, მარტოთ მათსა, რამეთუ ვერ შეძლენ მიცრაიმელებმან საჭმელათ იმა ისრაელებთანა პური, ნამეტურ სისაძაგლე ის მიცრაიმისთვის.

Verse: 33    
და დაჯდენ წინაე მისა იგი უფროსი ვითარცა უმფროსობით მისითა და იგი უმცროსი ვითარცა უმცროსობით მისითა და გაკვირდენ იგი კაცები კაცი იმათ ამხანაგსა მისა.

Verse: 34    
აიღო საჩუქრები იმის სიახლისა პირის მისისაგან იმათ მათსა და გაამრავლა საჩუქარი ბინიამინისა იმის საჩუქრებისა სუყველეის მათისაგან ხუთმაგათ, და დალიეს და დათვრენ მას თანა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.