TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 44
Previous part

Chapter: 44 
Verse: 1    დაავალა იმათ, რომ ზედა სახლსა759* მისა, ამნაირად: აავსეთ მეშოკები იმის კაცებისა საჭმელითა, როგორც რომ შეძლონ ასაზიდავად, და დასდევით ვერცხლი760* კაცსა პირსა მეშოკის მისისას.

Verse: 2    
და იგი თასი, გავიარი იგი ვერცხლი, დასდევით პირსა მეშოკისას პატარასას და იგი ვერცხლი საწონის მისისა761*. და გააკეთეს ვითარცა საუბრებისა იოსეფისებრივ, როგორც რო უბძანა.

Verse: 3    
იმათ დილაზედა შუქი შემოვიდა, და იგი კაცები გაშვებული იქნენ, ისინი და სახედრები მათი.

Verse: 4    
ისინი გავიდენ იმა ქალაქშიდა, არ გაშორებულან, და იოსებმა უბძანა თანა რომ ზედა სახლსა მისა: ადექი, დეედევნე უკანით იმა კაცებსა, და დაეწიე მათ და უთხარი მათ მისა: რატომ გადაუხადეთ თქვენ სიავე ჩვენ ბატონსა ნაცვლად სიკეთისასა?

Verse: 5    
აგერ ეს, რომ სვამს ბატონი ჩვენი შინა მისა და ის მკითხაობით კითხულობს შინა მისითა, იგი ცუდი, რომ გააკეთეთ თქვენ.

Verse: 6    
და დეეწია მათ, და ესაუბრა იმა კაცმა იგი საუბრები ესენიყ

Verse: 7    
და უბძანა762* იმათ მასა: რატომ ილაპარაკოს ბატონმა ჩვენმან საუბრებისა ამეებისებრი. შეუფერებელია ზედა ყმის შენისათვის იმის ქნისა საუბრებისა ამისებრივ.

Verse: 8    
ესერა ვერცხლი, რომ ვიპოვნეთ ჩვენ პირსა მეშოკის ჩვენისას, დავაბრუნეთ ჩვენ იმათ შენსა იმის ქვეყნისა ქენაყანისაგან; და როგორ მოვიპარამთ იმის სახლისა ბატონის შენისაგან ფულსა ანდა ვერცხლსა, ან ოქროსა?

Verse: 9    
თუ რომ იპოვნება მას თანა იმის ყმების შენისაგან, და მოკვდეს, და კვლავ-დე ჩვენ ვიქნებით ბატონის ჩვენისათვის ყმებად763*.

Verse: 10    
და უბრძანა: კვლავ-დე ახლა ვითარცა საუბრების თქვენისა, ეგრეთ ის: რომ იპოვნება ყმასთანა, იქნება ჩემთვის764* ყმა765*, და თქვენ იქნებით თავისუფლები.

Verse: 11    
დააჩქარეს და ჩამოხადა კაცმა იგი მეშოკი მისი მიწაზედა და გახსნა კაცმა იგი მეშოკი მისი.

Verse: 12    
და გაძებნეს შინა დიდიდან დაწყებული შინა პატარამდე დამთავრებული, და იპოვნეს იგი თასი მეშოკსა ბინიამინისას.

Verse: 13    
და დაიხიეს ტანსაცმელი მათი, და დატვირთეს კაცმან ზედა სახედარსა მისა და შემოიქცენ766* იმა ქალაქშიდა.

Verse: 14    
და მოვიდა იუდა და ძმები მისი სახლსა იოსებისას და ის კიდევ იქ; და დავარდენ წინაე მისა მიწაზედა.

Verse: 15    
უბრძანა მათ იოსებმა: რა ეს მოქმედება ეს, რომ ქენით თქვენ? აგერ იცით თქვენ, ნამეტურ მკითხაობით კითხულობს კაცი, რომ ვითარცა ჩემსებრი.

Verse: 16    
მოახსენა იეუდამ: რა მოვახსენოთ ბატონსა ჩვენსა და რა ვილაპარაკოთ, რითი თავი ვიმართლო? იმა ღმერთმა იპოვნა იგი ბრალი ყმების შენისა, ესერა ჩვენ მოსამსახურეებად ბატონის ჩვენისათვის, კვლავ-დე რომ აღმოჩდა იგი თასი შინა ხელსა მისა.

Verse: 17    
და უბრძანა: ურიგობაა ჩემთვის767* იმის ქნისა ამისაგან; კაცსა, რომ აღმოჩდა თასი შინა ხელსა მისა, ის იქნება ჩვენთვის ყმად768* და თქვენ ადით შვიდობით იმათ მამათქვენსა.



ფარაშათ ვაიგაშ769 *



Verse: 18    
და მიეწურა770* იმ ადგილსა იეუდა და მოახსენა: გეხვეწები, ბატონო ჩემო, ილაპარაკოს აწ ყმამა შენმან საუბარი შინა ყურებსა ბატონის ჩვენისას და ნუ771* გახურდება რისხვა772* შენი შინა ყმასა შენსა, ნამეტურ773* ვითარცა შენ როგორც ფარყოსებრი.

Verse: 19    
ბატონმა ჩვენმან შეეკითხა იმათ ყმასა მისა ამნაირათ: არის თქვენთვის მამა ან ძმა?

Verse: 20    
და მოვახსენეთ იმათ ბატონსა ჩვენსა: არის ჩვენთვის მამა მოხუცებული და ყმაწვილი მოხუცებულობისა პატარა; და ძმა მისი მოკვდა774* და დარჩა ის მარტოდ მისა დედის მისისათვის, და მამამისმა შეიყვარა ის.

Verse: 21    
და უბრძანე775* იმათ ყმასა შენსა: ჩამოიყვანეთ ის იმათ ჩემსა და დავსდებ თვალსა ჩემსა ზედაე მისა.

Verse: 22    
და მოვახსენეთ იმა ბატონსა ჩვენსა: არ შეუძლია იმა ყმაწვილმან დატეოს იგი მამამისი, და თუ დატეებს მამამისსა, და გადიცვლება.

Verse: 23    
და უბრძანე იმათ ყმასა შენსა: თუც არ ჩამოვა ძმა თქვენი იგი პატარა თქვენ თანა, არ მოუმატოთ სანახავად პირი ჩემი776*.

Verse: 24    
და იყო, როცა ავედით ჩვენ იმა ყმასა შენსა, მამასა ჩვენსა, და გაუცხადეთ მას იგი საუბრები ბატონის ჩვენისა.

Verse: 25    
და ბძანა მამაჩვენმან: შეიქეცით777* იყიდეთ ჩვენთვინ ცოტა საჭმელი.

Verse: 26    
და მოვახსენეთ: არ შეგვიძლია ჩასავალად, თუც იქნება ძმა ჩვენი იგი პატარა ჩვენთანა და ჩავალთ ჩვენ; რამეთუ არ შეგვიძლია სანახავად პირი მის კაცისა და ძმა ჩვენი იგი პატარა არა ის ჩვენ თანა.

Verse: 27    
და გვიბძანა778* ყმამან შენმან, მამაჩვენმან, იმათ ჩვენსა: თქვენ იცით779*, რამეთუ ორი დემებადენ მე ცოლის ჩემისაგან.

Verse: 28    
და გავიდა იგი ერთი იმის ჩემგან, და მოვახსენე: მხოლოთ გატაცებით გატაცებულა, და ვერ ვნახე ის ვიდრე აქამდე.

Verse: 29    
და აიყვანთ თქვენ კვლავ-დე იმათ ამასა იმის პირის ჩემისაგან780* და შემეეყრება მას ფათერაკი და ჩაიყვანთ თქვენ იმათ სიბერესა ჩემსა სიავითა ჯოჯოხეთშიდა.

Verse: 30    
და ახლა, ვითარცა რომ უკუვედი მე იმათ ყმასა შენსა, მამაჩვენსა, და იგი ყმაწვილი არა ის ჩვენ თანა, და სული მისი მიკრულია შინა სულსა მისა.

Verse: 31    
და იყო, ვითარცა ნახვასა მისა, ნამეთურ არ იქნება781* იგი ყმაწვილი, და გადიცვლება, და ჩავიყვანთ ყმასა შენსა, იმათ სიბერესა ყმის შენისა, მამიჩვენისას, ოხვრობითა ჯოჯოხეთშიდა.

Verse: 32    
ნამეტურ ყმამან შენმან ითავდება იგი ყმაწვილი ისი მამიჩვენისაგან ამნაირად: თუმც არ მოგიყვანო ის იმათ შენსა, და შევცოდებ მე მამაჩემსა ყოველ იმა დღეებსა.

Verse: 33    
და ახლა დაჯდეს აწ ყმა შენი ნაცვლად იმა ყმაწვილსა ყმად782* ბატონიჩემისათვის, და იგი ყმაწვილი ავიდეს თანა ძმებსა მისა.

Verse: 34    
რამეთუ როგორ ავდივართ მამაჩვენსა და იგი ყმაწვილი არ არის ჩვენ თანა, აწ დავინახოთ სიავე, რომ იპოვნება იმათ მამაჩვენსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.