TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 45
Previous part

Chapter: 45 
Verse: 1    და ვერ შეძლო იოსეფმა მოსათმენლად ყოველი მდგომელებისაგან ზედაე მისა და დაიძახა: გაიყვანეთ ყოველი კაცი მის ზეით ჩემგან! და არა კაცი მასთან, რომ შინა შეცნობასა იოსეფისა იმათ ძმებსა მისა.

Verse: 2    
და მიეცა იგი ხმა მისი შინა ტირილითა, და მოისმინეს მიცრაიმელებმა, და გაიგონა სახლეურმა ფარყოსამან.

Verse: 3    
და უბძანა იოსებმა იმათ ძმებსა მისა: მე იოსეფი, კიდევ მამაჩემი ცოცხალია? და ვერ შეძლენ ძმებმან მისმან საპასუხოთ მისთვის, რამეთუ გაწბილებული იყვნენ იმის პირის მისისაგან.

Verse: 4    
და უბძანა იოსებმა იმათ ძმებსა მისა: მოიწიეთ აწ წინა ჩემსა და მიიწიენ783*; და უბძანა: მე იოსები, ძმა თქვენი, რომ გამყიდეთ მე მიცრაიმშიდა.

Verse: 5    
და ახლა ნუ იდარდიანებთ და ნუ ეწყინება თვალებსა თქვენსა, რამეთუ გამყიდეთ მე აქანა, რადგანაც სასიცოცხლოთ გამამაგზანა მე ღმერთმან წინაშე თქვენსა.

Verse: 6    
ნამეტურ ესე ორი წელიწადი784* იგი შიმშილი შინა შუა იმა ქვეყანასა და კიდევ ხუთი წელიწადები, რომ არ იქნება ხვნა და მომკა.

Verse: 7    
და გამამაგზანა მე ღმერთმა წინაშე თქვენსა თანა-დასადებლად თქვენთვინ დანარჩენი ქვეყანაზედა და თანა-სასიცოცხლოდ თქვენთვის გადარჩენილობითა დიდითა.

Verse: 8    
და ახლა არა თქვენ გამომგზავნეთ მე აქა, ნამეთურ იმა ღმერთმან; და დამსვა მე მამად ფარყოსთვის და ბატონად ყოველ სახლსა მისა და მოსუნტლეთ785* შინა ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას.

Verse: 9    
გააჩქარეთ და ადით იმათ მამასა ჩემსა და უთხარით თქვენ იმათ მისა: ასე ბძანა შვილმან შენმან იოსებმან: დამსვა მე ღმერთმან ბატონად თელი მიცრაიმისათვის; ჩამოდი იმათ ჩემსა, ნუ შეჩერდები.

Verse: 10    
და იცხოვრე შენ ქვეყანასა გოშენისას; და შეიქენი შენ ახლოს იმათ ჩემსა, შენ და შვილები შენი და შვილები შვილების შენისა, ცხვრები შენი, საქონელი შენი და ყოველი, რომ შენთვის.

Verse: 11    
და გასაზრდოებ მე შენ იქა, რამეთუ კიდევ არის ხუთი წელიწადები შიმშილისა, არამც დასაწყლდე შენ და შენი ოჯახი და ყოველი, რომ შენთვის.

Verse: 12    
და ესერა თვალები თქვენი უყურებს და თვალები ძმის786* ჩემისა ბინიამინისა, ნამეტურ პირით ჩემითა გელაპარაკებით იმათ თქვენსა.

Verse: 13    
და გაუცხადეთ თქვენ მამაჩემსა იგი ყოველი ღირსება787* ჩემი მიცრაიმშიდა და იგი ყოველი, რომ უყურებთ თქვენ; და გააჩქარეთ თქვენ და ჩამოიყვანეთ თქვენ იგი მამაჩემი აქა788*.

Verse: 14    
და დავარდა ზედა კისერსა ბინიამინისა, ძმასა მისა, და იტირა; და ბინიამინმა იტირა ზედა კისერსა მისა.

Verse: 15    
და მოკოცნა ყოველ ძმებსა მისა და იტირა789* ზედაე მათსა; და ამის შემდეგ ესაუბრენ ძმები მისი მასთანა.

Verse: 16    
და იგი ხმა გაისმა სახლსა ფარყოსას ამნაირად: მოვიდნენ ძმები იოსეფისა; და ეკეთილა თვალებსა ფარყოსას და თვალებსა ყმებსა მისა790*.

Verse: 17    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსებსა: უთხარი მე მათ ძმებსა791* შენსა: ასე ქნან: დატვირთონ იგი პირუტყვი მათი და წავიდენ და მივიდენ ქვეყანასა ქენაყანისას.

Verse: 18    
და აიყვანონ იგი მამათქვენი და იგი სახლეური მათი და მოვიდენ იმათ ჩემსა; და მოგცემთ თქვენ იმათ სიკეთესა მიცრაიმისას და შეშჭამთ იმათ სიმსუქნესა ქვეყნისას.

Verse: 19    
და შენ გევალება, ეს გააკეთე: აიღევით თქვენ პირის იმის ქვეყნისა მიცრაიმისაგან792* ეტლები793* თანა უსუარი ბოვშების თქვენისათვის და ცოლების თქვენისათვის, და აიყვანეთ თქვენ794* იგი მამათქვენი და მოდით თქვენ.

Verse: 20    
და თვალები თქვენი ნუ დაინანებს795* ზედა ჭურჭელსა თქვენსა, რამეთუ სიკეთე თელი ქვეყნისა მიცრაიმისა თქვენთვინ ის.

Verse: 21    
და ქნეს ენგრეთ შვილებმა ისრაელისამან. და მიცა მათ იოსებმა ეტლები796* ზედა პირითა ფარყოთი და მიცა მათ საგზალი გზაზედა.

Verse: 22    
სუყველას მათ მისცა კაცსა საცვლები, ტანსაცმელები, და ბინიამინსა მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი საცვალი ტანსაცმელები.

Verse: 23    
და მამასა მისსა გაუგზანა ამნაირად აგრეთვე ათი სახედრები, ამზიდავები სიკეთისა მიცრაიმისა, და ათი ჩოჩორები, ამზიდავები ხორბლისა797* და პურისა და სურსათისა მამასა მისა თანა გზაზედა.

Verse: 24    
და გაუშვა იგი ძმები მისი და წავიდენ, და უბძანა იმათ მათსა: ნუ იჩხუბებთ შინა გზაზედა798*.

Verse: 25    
და ავიდენ იმის მიცრაიმისაგან და მივიდენ ქვეყანასა ქენაყანისას იმათ იაყაკობსა, მამასა მათსა.

Verse: 26    
და გაუცხადეს მას ამნაირათ: კიდევ იოსეფი ცოცხალი ყოფილა, და რომ ის სუნტლობს799* ყოველ ქვეყანასა მიცრაიმისას, და გადაუბრუნდა800* გული მისი, ნამეთურ არ დაუჯერა მათ.

Verse: 27    
და ესაუბრეს იმათ მისა იგი ყოველი საუბრები იოსეფისა, რომ ესაუბრა იმათ მათსა, და ნახა იგი ეტლები801*, რომ გაუგზანა იოსებმა ასაყვანლად მისთვის802*, და გაცოცხლდა სული803* იაყაკობისა, მამის მათისა.

Verse: 28    
ბძანა ისრაელმან: კმარა!804* კიდევა იოსები, შვილი ჩემი, ცოცხალი ყოფილა? წავალ და ვნახამ მას, სანამ გადავიცვლებოდე.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.