TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 46
Previous part

Chapter: 46 
Verse: 1    და გაემგზავრა805* ისრაელი და ყოველი, რომ მისთვის, და მოვიდენ ბეერ-შავას; და შეწირა საწირავები ღმერთსა მამის მისისა იცხაკისა.

Verse: 2    
და უბძანა ღმერთმა ისრაელსა შინა გამოცხადებასა იმის ღამისას, და უბძანა: იაყაკობ! იაყაკობ! და მოახსენა: ესერა მე.

Verse: 3    
და უბძანა: მე იგი ღმერთი, ღმერთი მამის შენისა; არ შეგეშინდეს ჩასვლა მიცრაიმშიდა, რამეთუ თანა ერად დიდად დაგსდებ შენ იქანა.

Verse: 4    
მე ჩამოვალ შენ თანა მიცრაიმშიდა და მე ამოგიყვან შენ, კვლავ-დე ამოგიყვან; და იოსეფი დასდებს ხელსა მისა ზედა თვალებსა შენსა.

Verse: 5    
და წამოდგა იაყაკობი იმის ბეერ-შავაისაგან და აიყვანეს შვილებმან ისრაელისამან806* იგი იაყაკობი, მამამათი, და იგი უსუარები, ბავშვები მათი, და იგი ცოლები მათი შინა ეტლებითა807*, რომ გამოუგზანა ფარყომან ასაყვანლად808* მისთვის.

Verse: 6    
და აიყვანეს იგი ჯოგი მათი და იგი საქონელი მათი, რომ მოისაქონლეს ქვეყანასა ქენაყანისას, და მოვიდენ მიცრაიმას იაყაკობი და ყოველი თესლი მისი809* მას თანა.

Verse: 7    
შვილები მისი და შვილები შვილების მისისა მასთან, ქალიშვილები მისი და ქალიშვილები შვილების მისისა, და ყოველი სანათესაო მათი მივიდენ მას თანა მიცრაიმშიდა.

Verse: 8    
და ესენი სახელები შვილები ისრაელისა, იგი მოსულები მიცრაიმას810*, იაყაკობი და შვილები მისი: უფროსი იაყაკობისა რეუბენი.

Verse: 9    
და შვილები რეუბენისა: ხანოხი, ფალუ, ხეცრონი და ხარმი.

Verse: 10    
შვილები შიმყონისა: იმუელი, იამინი, იოადი, იეხინი და ცოხარი და შაული, შვილი იგი ქენაყანითიელი.

Verse: 11    
და შვილები ლევისა: გერშონი, კეათი და მერარი.

Verse: 12    
და შვილები იეუდასი: ყერი და ონანი და შელა და პერეცი და ზარახი. და გადიცვალა ყერი და ონანი ქვეყანასა ქენაყანისას. და იყვნენ შვილები ფერეცისა ხეცრონი და ხამული.

Verse: 13    
შვილები ისახარისა: თოლაყი, ფუვა, იობი და შიმრონი.

Verse: 14    
და შვილები ზებულონისა: სერედი და ეილონი და იახიელი.

Verse: 15    
ესენი შვილები ლეასი, რომ დეებადა იაყაკობისათვის ფადან-არამშიდა, და იგი დინა, ქალიშვილი მისი; ყოველი სული შვილების მისისა, ქალიშვილების მისისა ოზდაცამეტი.

Verse: 16    
და შვილები გადისა: ციფიონი, ხაგი, შუნი და ეცბონი, ყერი, აროდი და არელი.

Verse: 17    
და შვილები აშერისა: იმნა და იშვა, იშვი და ბერიყა, სერახი, და მათი, და შვილები ბერიყასი: ხებერი და მალქიელი.

Verse: 18    
ესენი შვილები ზილფასი, რომ მიცა ლაბანმა ლეას, ქალიშვილსა მისა; და დეებადა იგი ესენი იაყაკობისათვის თექვსმეტი სული.

Verse: 19    
შვილები რახელისა, ცოლი იაყაკობისა: იოსეფი და ბინიამინი.

Verse: 20    
და დეებადა იოსებსა ქვეყანასა მიცრაიმისას, რომ დეებადა მისთვის ასენათ, ქალიშვილსა ფოტიფერაყ ქოენ ონსა, იგი მენაშე და იგი ეფრაიმი.

Verse: 21    
შვილები ბინიამინისა: ბელაყი და ბეხიერი, აშბელი და გერა, ნაყამანი, იეხი და როში, მუფიმი, ხუფიმი და არდ.

Verse: 22    
ესენი შვილები რახელისა, რომ დეებადა იაყაკობისათვის; ყოველი სული თოთხმეტი.

Verse: 23    
შვილები დანისა ხუშიმ.

Verse: 24    
და შვილები ნაფთალისა: იახცეელი, გუნი და იეცერი და შილემი.

Verse: 25    
ესენი შვილები ბილასი, რომ მიცა ლაბანმა რახელსა, ქალიშვილსა მისა; და დეებადა იგი ესენი იაყაკობისათვის ყოველი სული შვიდი.

Verse: 26    
ყოველი იგი სული, იგი მოსული იაყაკობთან მიცრაიმშიდა, გამოსული ცხვირბარკალსა მისა, იმის გარეშე ცოლებისა შვილებისა იაყაკობისაგან, ყოველი სული სამოზდაექვსი.

Verse: 27    
და შვილები იოსეფისა, რომ დეებადა მას მიცრაიმში, სული ორი. ყოველი იგი სული სახლეური იაყაკობისა, იგი მოსულები მიცრაიმას, სამოზდაათი.

Verse: 28    
და იგი იეუდა გააგზავნა წინაშე მისა იმათ იოსებთანა სასწავლელად წინაშე მისა გოშენსა; და მივიდენ ქვეყანასა გოშენისას.

Verse: 29    
და შეკმაზა იოსეფმა მარქაფოსანი მისი და ავიდა წინსაგებრად ისრაელისა, მამის მისისათვინ, გოშენშიდა; და გამოეცხადა იმათ მისა, და დავარდა ზედა კისერსა მისა და იტირა ზედა კისერსა მისა კიდევ.

Verse: 30    
და უბძანა ისრაელმა იმათ იოსებსა: თუნდაც მოვკვდე ამაჯერ811*, უკანით ნახვასა ჩემსა იგი პირი შენი, რომ კიდევ შენ ცოცხალი ხარ.

Verse: 31    
და უბძანა812* იოსებმა იმათ ძმებსა მისა და იმათ სახლეურსა მამის მისისას: ავალ და გაუცხადებ ფარყოს და მოვახსენებ იმათ მისა, ძმები ჩემი და მამაჩემი, რომ შინა ქვეყანა ქენაყანისაგან, მოვიდენ იმათ ჩემსა.

Verse: 32    
და იგი კაცები მწყემსები ცხვრისა, ნამეთურ კაცები ჯოგისა იყვნენ; და ცხვრები მათი და საქონელი მათი და ყოველი, რომ მათთვის, ჩამოიყვანეს.

Verse: 33    
და იქნება, თუ დაგიძახებთ თქვენ ფარყო და გეტყვით813*, რა იყო814* სასაქმო თქვენი815*?

Verse: 34    
და მოახსენეთ თქვენ: კაცები ჯოგისა იყვნენ ყმები შენი იმის ყმაწვილობის ჩვენისაგან ვიდრე აქამდე, და კვლავ-დე ჩვენ, კვლავ-დე მამები ჩვენი, გულისათვის იცხოვროთ ქვეყანასა გოშენისას, ნამეთურ საზიზღარია მიცრაიმისათვის ყოველი მწყემსი ცხვრისა816*.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.