TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 47
Previous part

Chapter: 47 
Verse: 1    და მოვიდა იოსეფი და გაუცხადა ფარყოსა და მოახსენა: მამაჩემი და ძმები ჩემი, ცხვრები მათი, საქონელი მათი და ყოველი, რომ მათთვის, ჩამოიყვანეს817* იმის ქვეყნისა ქენაყანისაგან; და ესერა ისინი ქვეყანასა გოშენისასა.

Verse: 2    
რამოდენიმე ძმები მისი აიყვანა, ხუთი კაცები, და დააყენა ისინი818* წინაშე ფარყოსა.

Verse: 3    
და უბძანა ფარყომ იმათ ძმებსა მისა: რა არის სასაქმო თქვენი? და მოახსენეს იმათ ფარყოს: მწყემსი ცხვრისა ყმები შენი, კვლავ-დე ჩვენ, კვლავ-დე მამები ჩვენი.

Verse: 4    
და მოახსენეს იმათ ფარყოს: საცხოვრებლათ ქვეყანაშიდა ჩამოვედით ჩვენ, რამეთუ არ არის საძოვარი ცხვრებისათვის, რომ თანა ყმების შენისათვის; ნამეთურ დამძიმდა შიმშილი ქვეყანასა ქენაყანისას; და ახლა დასახლდენ აწ ყმები შენი შინა ქვეყანასა გოშენისასა.

Verse: 5    
და უბძანა ფარყომ იმათ იოსებ ამნაირად: მამაშენი და ძმები შენი მოვიდენ იმათ შენსა.

Verse: 6    
ქვეყანა მიცრაიმისა წინაე შენსა ისი, სიკეთე ქვეყნისა, და აცხოვრე იგი მამაშენი და იგი ძმები შენი, დასახლდნენ ქვეყანასა გოშენისას; თუც ის იცი შენ და არის მათში კაცები უნარიანები, და დააყენე ისინი819* თავადებად820* ჯოგისათვის, ზედა რომ ჩემთვის.

Verse: 7    
და მოიყვანა იოსებმა იგი იაყაკობი, მამამისი, და დააყენა წინაშე ფარყოსა, და აკურთხა იაყაკობმა იგი ფარყო.

Verse: 8    
და უბძანა ფარყომ იმათ იაყაკობ: რამდენი დღეები წლები სიცოცხლის შენისა?

Verse: 9    
და უბძანა იაყაკობმა იმათ ფარყოს821*: დღეები წლები ცხოვრების ჩემისა ოზდაათი და ასი წელიწადი; ცოტა და ცუდები822* იყვნენ დღეები წლები სიცოცხლის ჩემისა და ვერ დეეწიენ იმა დღეებსა წლებსა სიცოცხლე823* მამების ჩემისას, დღეებსა ცხოვრების მათისას.

Verse: 10    
და აკურთხა იაყაკობმა იგი ფარყო და გამოვიდა იმის წინაშე ფარყოსაგან.

Verse: 11    
და დააჯინა იოსეფმა იგი მამამისი და იგი ძმები მისი და მისცა მათ824* სამკვიდროდ ქვეყანა მიცრაიმისა, სიკეთისა ქვეყნისაგან ქვეყნისა რაყმესესისაგან, ვითარცა რომ დაავედრა ფარყომან.

Verse: 12    
და ასაზდოებდა იოსები825* იმათ მამასა მისა და იმათ ძმებსა მისა და იმათ ყოველ სახლეურსა მამის მისისას პურითა თანა პირითა უსუარებითა ბავშვებითა.

Verse: 13    
და პური არა შინა ყოველ ქვეყანას ზედა, რამეთუ დამძიმებული იყო შიმშილი მეტად, და დასუსტდა ქვეყანა მიცრაიმისა და ქვეყანა ქენაყანისა იმის პირისა შიმშილისაგან.

Verse: 14    
და მოაგროვა იოსებმა იგი ყოველი იგი ვერცხლი, იგი პოვნილი ქვეყანასა მიცრაიმისას, ქვეყანასა ქენაყანისას შინა პურიკაკლითა, რომ ისინი ყიდულობდენ, და მოიტანა იოსეფმა იგი ვერცხლი სახლსა ფარყოსასა.

Verse: 15    
და გამოილია იგი ვერცხლი იმის ქვეყნისა მიცრაიმისაგან და იმის ქვეყნისა ქენაყნისაგან826*, და მოვიდენ მთელი მიცრაიმელები827* იმათ იოსებსა ამნაირად: მოგვეცი ჩვენ პური, რატომ დავიხოცოთ მართებით შენსა828*, ნამეტურ დამთავრდა ვერცხლი.

Verse: 16    
და უბძანა იოსებმა: მოიყვანეთ ჯოგი თქვენი და მოგცემთ თქვენ შინა ჯოგსა თქვენსა, ნამეტურ დამთავრდა ვერცხლი.

Verse: 17    
და მოიყვანეს იგი ჯოგი მათი იმათ იოსებთან, და მიცა მათ იოსებმა პური შინა ცხენებშიდა და ჯოგსა ცხვრებისას და ჯოგსა საქონლისას და შინა სახედრებშიდა; და ამარაგებდა მათ პურითა შინა ყოველ ჯოგით მათითა შინა წელიწადსა აიმას.

Verse: 18    
და დამთავრდა829* იგი წელიწადი ისი; და მოვიდენ იმათ მისა წელიწადსა მეორესა და მოახსენეს მას: არ დავმალავთ იმის ბატონის ჩვენისაგან, ნამეტურ დამთავრდა830* იგი ვერცხლი, და ჯოგი პირუტყვისა იმათ ბატონსა ჩვენსა; არ დარჩენილა წინაშე ბატონის ჩვენისათვის, გარდა თუც სხეულებისა და მამულის ჩვენისაგან831*.

Verse: 19    
რატომ დავიხოცოთ წინა თვალებსა შენსა კვლავ-დე ჩვენ, კვლავ-დე მამული ჩვენი? გვიყიდე ჩვენ და იგი მამული ჩვენი შინა პურშიდა; და ვიქნებით ჩვენ და მამული ჩვენი ყმებად832* ფარყოსათვის; და მიეცემა თესლი, და ვიცოცხლებთ და არ დავიხოცებით და იგი მიწა არ გაოხრდება.

Verse: 20    
და იყიდა იოსებმა იგი ყოველი მამული მიცრაიმისა ფარყოსათვის, ნამეტურ გაყიდეს მიცრაიმელებმა კაცმან მინდორი მისი, ნამეტურ გაძლიერდა ზედაე მათსა იგი შიმშილი, და შეიქნა იგი ქვეყანა ფარყოსათვის.

Verse: 21    
და იგი ერი გადაატარა ის ქალაქებშიდა833* რამოდენიმე საზღვარსა მიცრაიმისას და ვიდრე ბოლოსა მისა.

Verse: 22    
ხოლო მამული იმის ქოანიმებისა არ უყიდია, ნამეთურ წესი იყო ქოანიმებისთვის იმის სიახლისა ფარყოსაგან და შჭამდენ იმა წესსა მათსა, რომ მისცა მათ ფარყომან; ზედა ენგრეთ არ გაუყიდიათ იგი მამული მათი.

Verse: 23    
და უბძანა იოსებმა იმა ერსა: ესერა ვიყიდე მე თქვენთვისა834* დღეს იგი მამული თქვენი ფარყოსათვის; 835* თქვენი თესლი, დათესეთ თქვენ იგი დედამიწა.

Verse: 24    
და836* იქნება შინა მოსავალსა, და მე მომცემთ837* თქვენ მეხუთედ ფარყოსათვის და ოთხ ზომად იქნება თქვენთვის დასათესავად იგი მინდორი და თანა საჭმელად თქვენთვის და თანა, რომ შინა სახლსა თქვენსა, და თანა საჭმელად ბავშვების თქვენისათვის.

Verse: 25    
და მოახსენეს: გვიცოცხლე ჩვენ, ვიპოვნეთ ხუნჯულობა838* თვალებსა ბატონის ჩვენისას და შევიქნებით ჩვენ ყმებად839* ფარყოსათვის.

Verse: 26    
და დასდვა ის იოსებმა წესად ვიდრე დღესა ამასა: ზედა მამულსა მიცრაიმისას თანა ფარყოსთვის მეხუთედად, ხოლო მამული ქოანიმებისა მარტოდ მათსა არ იყო თანა ფარყოსთვის.

Verse: 27    
და დაჯდა840* ისრაელმა ქვეყანასა მიცრაიმისას, ქვეყანასა გოშენისა, და დაიმკვიდრენ შინა მისა841* და გაფუვდენ და გამრავლდენ მეტად.



ფარაშათ ვაიე{ი



Verse: 28    
და იცოცხლა იაყაკობმა ქვეყანასა მიცრაიმისას ჩვიდმეტი წელიწადი; და იყო დღეები იაყაკობისა, წელიწადები სიცოცხლის მისისა, შვიდი წელიწადები და ორმოცი და ასი წელიწადი.

Verse: 29    
და მოახლოვდენ დღეები ისრაელისა მისაცვალებლათ. და დაუძახა შვილსა მისა იოსეფსა და უბძანა მას: თუმც აწ ვიპოვნიდი მე ხუნჯულობას842* თვალებსა შენსა, დასდევი აწ ხელი შენი ქვეშეთ ცხვირბარკალსა ჩემსა843* და ქენი შენ ჩემთან წყალობა და სიმართლე: ნუ აწ დამასაფლავებ მე შინა მიცრაიმშიდა.

Verse: 30    
და დამაწვინე მე თანა მამებსა ჩემსა, და ამზიდე მე იმის მიცრაიმისაგან და დამასაფლავე მე შიდა საფლავსა მათსა. და მოახსენა: მე გავაკეთებ ვითარცა საუბრის შენისებრივ.

Verse: 31    
და უბძანა: შემომფიცე მე! და შეფიცა მას; და ეთაყვანა ისრაელმან ზედა თავსა იმის საწოლისასა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.