TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 48
Previous part

Chapter: 48 
Verse: 1    და იყო უკანით იმა საუბრებსა ამეებსა, გეეცხადა იოსეფს: ესერა მამაშენი844* ავანდყოფი. და აიყვანა ორი იგი შვილები მას თანა: იგი მენაშე და იგი ეფრაიმ.

Verse: 2    
და გეეცხადა იაყაკობსა და მეეხსენა: ესერა შვილი შენი იოსეფი მოვიდა იმათ შენსა. და გაძლიერდა ისრაელი და წამოჯდა ზედა იმა საწოლზედა.

Verse: 3    
და უბძანა იაყაკობმა იმათ იოსებს: ღმერთმან დამბადებელმან ჩემმან, გამოცხადებულმან იმათ ჩემსა ლუზშიდა, ქვეყანასა ქენაყანისა, დამაკურთხა მე.

Verse: 4    
და უბძანა ზედა ჩემსა: ესერა მე გაგაფუებ შენ, გაგამრავლებ შენ და მოგცემ შენ კრებულად ერებისათვის და მივცემ მე იმათ ქვეყანასა ამასა თესლსა შენსა845* უკანით შენსა სამკვიდროდ სამუდამოდ.

Verse: 5    
და ახლა ორი შვილები შენი, დაბადებულები შენთვის ქვეყანასა მიცრაიმისას, ვიდრემდე მოვიდოდი იმათ შენსა მიცრაიმშიდა, ჩემთვის ისინი: ეფრაიმი და მენაშე ვითარცა რეუბენი და შიმყონისებრივ იყვენ ჩემთვინ.

Verse: 6    
ნაშრომი846* შვილები შენი, რომ დეგებადა შენ უკანით მათსა, შენთვის იქნებიან; ზედა სახელითა ძმებით მათითა დეერქმევათ მათ შინა ნაწილსა მათსა.

Verse: 7    
და მე, ჩამოსვლასა ჩემსა იმის ფადანისაგან, აბძანდა847* ზედაე ჩემსა რახელი ქვეყანასა ქენაყანისას, გზასა, რომ კიდევ ცოტა იყო დარჩენილი ქვეყანამდის, მისავალად ეფრათაში, და დავასაფლავე ის იქა გზასა ეფრათისასა848*, ის ბეთ-ლახემ.

Verse: 8    
და დაინახა ისრაელმა იგი შვილები იოსეფისა და უბძანა: ვინ ესე849*?

Verse: 9    
და მოახსენა იოსეფმა იმათ მამასა მისა: შვილები ჩემი ისინი, რომ მომცა მე ღმერთმა შინა ადგილსა ამას850*; და უბძანა: აიყვანე აწ იმათ ჩემსა და ვაკურთხებ მათ.

Verse: 10    
და თვალები ისრაელისა დამძიმდენ იმის მოხუცებულობისაგან, ვერ შეძლო შესახედავად851*; და მიაახლოვა ისინი იმათ მისა, და მოკოცნა მათ და მეეკვრა852* მათსა.

Verse: 11    
და უბძანა ისრაელმა იმათ იოსებს: ნახვასა პირის შენისას არ ვფიქრობდი მე და ესერა მაჩვენა მე ღმერთმა კვლავ-დე მე თესლი შენი853*.

Verse: 12    
და გამოიყვანა იოსებმა ისინი იმის სიახლისა მუხლების მისისაგან და ეთაყვანა პირით მისითა მიწაზედა.

Verse: 13    
და აიყვანა იოსებმა იგი ორი ისინი: იგი ეფრაიმი მარჯვნით მისა, იმის მარცხნითა ისრაელისა, და იგი მენაშე მარცხნით მისა, მარჯვენა ისრაელისა, და მიაახლოვა იმათ მისა.

Verse: 14    
და გაიშვირა ისრაელმა იგი მარჯვენა მისი და დასდვა ზედა თავსა ეფრაიმისას, და ის უმცროსი, და იგი მარცხენა მისი ზედა თავსა მენაშესას, გააფრთხილა854* იგი ხელები მისი, ნამეთურ მენაშე იგი უმფროსი.

Verse: 15    
და აკურთხა იგი იოსეფი და უბძანა: იმა ღმერთმან, რომ იარებოდენ მამები ჩემი წინაშე მისა, აბრაამი და იცხაკი, იგი ღმერთი, იგი მწყემსი ჩემი იმის კიდევ ჩემსა ვიდრე იმა დღესა ამასა.

Verse: 16    
იმა ანგელოზმან, დამხსნელმან ჩემან იმის ყოველი სიავისაგან, აკურთხოს იგი ყმარწვილები; და დაერქვას მათ სახელი ჩემი და სახელი მამების ჩემისა, აბრაამი და იცხაკი, მოშენდნენ, გამრავლდენ შინა შუა იმა ქვეყანასა.

Verse: 17    
დაინახა იოსეფმა, რამეთუ დასდვა855* მამამისმა ხელი მარჯვენა მისი ზედა თავსა ეფრაიმისას, და ეწყინა თვალებსა მისა, წააშველა ხელი მამის მისისა გასაშორებლად მისთვინ ხელი იმის ზეით თავისა ეფრაიმისაგან ზედა თავსა მენაშესას.

Verse: 18    
და მოახსენა იოსებმა იმათ მამასა მისა: არა ენგრეთ, მამაჩემო, ნამეტურ ეს არი იგი უფროსი, დასდევი მარჯვენა შენი ზედა თავსა მისსა.

Verse: 19    
და უარყო856* მამამისმან და უბძანა: ვიცი მე, შვილო ჩემო, ვიცი მე; კვლავ-დე ის იქნება ერად დიდად და კვლავ-დე ის გაიზდება857*; ხოლო ძმა მისი იგი პატარა გაიზდება იმისგან მეტად, და თესლი მისი858* იქნება ამსებული ერებითა.

Verse: 20    
და აკურთხა ისინი შინა დღესა იმას ამნაირათ: შენით იკურთხება ისრაელი ამნაირად: დაგსდვას შენ ღმერთმა ეფრაიმისა და მენაშესებრივ; და დასდვა იგი ეფრაიმი წინაშე მენაშესა.

Verse: 21    
და უბძანა ისრაელმა იმათ იოსებსა: ესერა მე გადვიცვლები; და იქნება ღმერთი თქვენ თანა და შემოგაბრუნებს თქვენ იმა ქვეყანასა მამების თქვენისას.

Verse: 22    
და მე მოგცემ შენ ნაწილსა ერთსა ზედა ძმებსა შენსა, რომ ავიღე მე იმის ხელისა ემორიელებისაგან შინა ხმალით ჩემითა და შვილდით ჩემითა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.