TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 49
Previous part

Chapter: 49 
Verse: 1    დაუძახა იაყაკობმა იმათ შვილებსა მისა და უბძანა: შეიყარეთ და გაგიცხადებთ თქვენ იგი, რომ მოგელით თქვენ შინა ბოლოსა იმა დღეებსა.

Verse: 2    
შეიყარეთ და მოისმინეთ859*, შვილებო იაყაკობისაო, და გაუგონეთ იმათ ისრაელსა, მამათქვენსა.

Verse: 3    
რეუბენ, უფროსი ჩემი შენ, ძალა ჩემი და თავი ძალის ჩემისა, მომეტებულად ღირსება მიიღე და მომეტებულად სიმძლავრე მიიღე.

Verse: 4    
აჩქარდი ვითარცა წყალისებრივ, არ გაამრავლო მომეტებულობა, ნამეტურ ახვედი შენ იმის საწოლისა მამიშენისაგან, მაშვინ აიგდე შენ საწოლი ჩემი, ახვედი.

Verse: 5    
შიმყონი და ლევი ძმები, ჭურჭლები უსამართლო ავაზაკისა ფასი მათი.

Verse: 6    
შინა სეკრეტსა მათსა არ მივიდეს სული ჩემი და კრებულსა მათსა არ შეუერთდეს ქაბოდი ჩემი860*, ნამეთურ შინა რისხვით მათითა861*, გულმოსულობით მათითა მოკლეს კაცი და სურვილით მათითა გაგლიჯეს ხარი.

Verse: 7    
წყეულს იქნეს რისხვა მათი, ნამეთურ მაგარია, და წყრომა მათი, ნამეთურ მაგარია, და დავყოფ მათ შინა იაყაკობში და დავფანტამ მათ შინა ისრაელში.

Verse: 8    
იეუდა, შენ გიწამებს862*, შენ, ძმები შენი, ხელი შენი იქნება ქეჩოსა მტრების შენისას863*, გეთაყვანებიან შენ შვილები მამის შენისა.

Verse: 9    
დაისადგურე ლომისებრივ, იეუდა, იმის გატაცილობისა შვილის ჩემისაგან ახვედი შენ, მუხლი მოიყარე, დაწექი ვითარცა ლომისებრივ და ძუ ლომისებრივ, ვინ წამოგაყენებს შენ?

Verse: 10    
არ გაშორდეს იმის შებეტისა იუდასაგან კანონმდებელი იმის შუა ფეხების მისისაგან, ვიდრემდე რომ მოვიდოდეს მაშიახი864*, და მას მოუსმენენ ერები.

Verse: 11    
მიაბავს ვაზის ხეზედა ჩოჩორსა მისა და ავაზაკშიდა შვილებსა ჩოჩორის მისისას, გარეცხამს ღვინოშიდა ტანსაცმელსა მისა და სისხლსა ყურძნებისას ტანსაცმელსა მისა.

Verse: 12    
წითელი იქნება თვალებითა იმის ღვინისაგან და თეთრი კბილებითა იმის რძისაგან.

Verse: 13    
ზებულუნ თანა ნაპირსა ზღვებისას დაისადგურებს, და ის ნაპირი პარახოთებისა და საზღვარი მისი ზედა ციდონამდე.

Verse: 14    
ისახარ სახედარისებრივ მაგარი იქნება, დაწვება შუა იმა ვიწრო გზის თავებშიდა.

Verse: 15    
და დაინახამს, მოსვენება ნამეტურ კარგი და იგი ქვეყანა ნამეტურ ტკბილი, და გადაწვდის მხარსა მისა ტვირთის საზიდავად და იქნება მოხარაჭეთ ყმებისათვის.

Verse: 16    
დანი გაუსამართლებს ერსა მისა ვითარცა ერთიანა შებატიმები ისრაელისა.

Verse: 17    
იქნება დანი გველისებრივ865* ზედა გზაზედა, ვეშაპისებრივ866* ზედა ბილიკებზედა, იგი მკბენელი ქუსლებისა867* ცხენებისა, და ჩამოვარდება მარქაფოსანი მისი უკუღმა.

Verse: 18    
შველასა შენსა ველოდებით ჩვენ, უფალო.

Verse: 19    
გადი შეკრიბავს ჯარებსა და ის შეკრიბავს ქუსლებსა.

Verse: 20    
იმის აშერისაგან სიმსუყნე პურის მისისა და ის მიცემს სანუკარსა ხემწიფისას.

Verse: 21    
ნაფთალი იქნება გაშვებული ირემისებრივ868*, იგი მიმცემი ბზანებისა მშვენიერისა.

Verse: 22    
შვილი869* ნაყოფიერი იქნება იოსეფი, შვილი ნაყოფიერი ზედა თვალებზედა, ქალიშვილები ჩამწკრივდებიან870* ზედა გალავანზედა871*.

Verse: 23    
და გაანცხარებს მას, და ესროლის მას და დეემუქრება მას პატრონები ისრებისა.

Verse: 24    
და შემოაქცევს შვილდსა მისა და დაფანტავს კლავებითა ხელებით მისითა, იმის ხელისა ძლიერისა იაყაკობისაგან, იმის იქიდან მწყემსი, ქვა ისრაელისა.

Verse: 25    
იმის ღმერთისა მამის შენისაგან872* და იყოს მომხმაროთ შენთვის, და იგი დამბადებელი ჩემი, და გაკურთხოს შენ კურთხებითა ცითა იმის ზეითგან, კურთხებითა უფსკუნითა, ქვეშეთ გაწოლილი873*, კურთხება შადაისა874* და საშვილოთი.

Verse: 26    
კურთხება მამის შენისა გაძლიერდებიან ზედა კურთხებასა პაპის ჩემისას, ვიდრე ნატვრასა ქედებსა ყოლამისასა, იქნება თავათ იოსეფისათვის, და ქეჩოგამოყოფილი ძმებსა მისა.

Verse: 27    
ბინიამინი მგელისებრივ აიტაცებს დილაზედა, შჭამს ნაღვარსა875*, და საღამოზე გაინაწილებს ნადავეთსა.

Verse: 28    
ყოველი ესენი შებატიმები ისრაელისა თორმეტი; და ესე, რომ ისაუბრა მათთან მამამათმა და აკურთხა ისინი, კაცი რომ კურთხევით მისითა აკუთხა ისინი.

Verse: 29    
და დაავედრა მათ და უბძანა იმათ მისა: მე შევეძინები იმათ ერსა ჩემსა876*; დამასაფლავეთ მე იმათ მამებსა ჩემსა, იმათ მეყარაში, რომ შინა ველსა ყეფრონ ახითიელისასა.

Verse: 30    
შინა გამოქვაბულსა877*, რომ მინდორსა იმა გაორკეცებულსა, რომ ზედა პირსა მამრესა, ქვეყანასა ქენაყანისას, რომ იყიდა აბრაამმა იგი მინდორი იმის სიახლისა ყეფრონ ახითიელისაგან სამკვიდროდ სასაფლაოდ.

Verse: 31    
იქ დასაფლავდენ იგი აბრაამი და იგი სარა878*, ცოლი მისი; იქ დასაფლავდენ იცხაკი და იგი რიბკა, ცოლი მისი; და იქ დავასაფლავე მე იგი ლეა.

Verse: 32    
ნაყიდი იგი მინდორი და იგი გამოქვაბული879*, რომ შინა მისა, იმის სიახლისა შვილებისა ახითიელისაგან.

Verse: 33    
და დაამთავრა იაყაკობმან ანდერძი მისი880* იმათ შვილებსა მისა; და შეჰყარა ფეხები მისი იმათ საწოლსა, და გაცვთა და შეეძინა იმათ ერსა მისა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.