TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 5
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1    ესე წიგნი შთამომავლობა34* ადამიანისა: შინა დღესა გაჩენა ღმერთისას ადამიანი შინა-მსგავსი ერთობითა ღმერთითა შექნა ის.

Verse: 2    
ვაჟი და ქალი გააჩინა ისინი; და აკურთხა ისინი და დაარქვა იგი სახელი მათი ადამი შინა დღესა გაჩენის მათისას.

Verse: 3    
და იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელიწადი და დეებადა მსგავსით მისითა და ვითარცა სახით მისითა; და დაარქვა იგი სახელი მისი შეთი.

Verse: 4    
და იყვნენ დღეები ადამისა უკანით დაბადებასა მისა იგი შეთი რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 5    
და იყვნენ ყოველი დღეები ადამისა, რომ იცოცხლა, ცხრაასი წელიწადი და ოზდაათი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 6    
და იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელიწადი35* და დეებადა იგი ენოში.

Verse: 7    
და იცოცხლა შეთმა უკანით დაბადებასა მისა იგი ენოში შვიდი წელიწადი და რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 8    
და იყვნენ ყოველი დღეები შეთისა თორმეტი წელიწადი და ცხრაასი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 9    
და იცოცხლა ენოშმა ოთხმოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი კენანი.

Verse: 10    
და იცოცხლა ენოშმა უკანით დაბადებასა მისსა იგი კენანი თუთხმეტი წელიწადი და რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 11    
და იყვნენ ყოველი დღეები ენოშისა ხუთი წელიწადები და ცხრაასი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 12    
და იცოცხლა კენანმა სამოზდაათი წელიწადი და დეებადა იგი მაალალელ.

Verse: 13    
და იცოცხლა კენანმა უკანით დაბადებასა მისსა იგი მაალალელ ორმოცი წელიწადი და რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 14    
და იყვნენ ყოველი დღეები კენანისა ათი წელიწადები და ცხრაასი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 15    
და იცოცხლა მაალალელმა ხუთი წელიწადები36* და სამოცი წელიწადი და დეებადა იგი იარედ.

Verse: 16    
იცოცხლა მაალალელმა უკანით დაბადებასა მისსა იგი იერედ ოცდაათი წელიწადი და რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 17    
და იყვნენ ყოველი დღეები მაალალელისა ოთხმოზდათუთხმეტი წელიწადი და რვაასი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 18    
და იცოცხლა იერედმა სამოზდაორი წელიწადი და ასი წელიწადი და დეებადა იგი ხანოხ.

Verse: 19    
და იცოცხლა იერედმა უკანით დაბადებასა მისსა იგი ხანოხ რვაასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 20    
და იყვნენ ყოველი დღეები იერედისა სამოზდაორი წელიწადი და ცხრაასი წელიწადი და გადიცვალა.

Verse: 21    
და იცოცხლა ხანოხმა სამოზდახუთი წელიწადი და დეებადა მეთუშალახი.

Verse: 22    
და იარებოდა ხანოხი იმათ ღმერთთანა უკანით დაბადებასა მისსა იგი მეთუშელახ სამასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 23    
და იყო ყოველი დღეები ხანოხისა სამოზდახუთი წელიწადი და სამასი წელიწადი.

Verse: 24    
და იარებოდა ხანოხი იმათ ღმერთთანა და არ არის, ნამეტურ აიყვანა ის ღმერთმა.

Verse: 25    
და იცოცხლა მეთუშელახმა ოთხმოზდაშვიდი წელიწადი და ასი წელი და დეებადა იგი ლამეხი.

Verse: 26    
და იცოცხლა მეთუშელახმა უკანით დაბადებასა მისსა იგი ლემეხი ოთხმოზდაორი წელიწადი და შვიდასი წელიწადი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 27    
და იყვნენ ყოველი დღეები მეთუშელახისა სამოზდაცხრა წელი და ცხრაასი წელი და გადაიცვალა.

Verse: 28    
და იცოცხლა ლემეხმა ოთხმოზდაორი წელი და ასი წელი და დეებადა შვილი.

Verse: 29    
და დაარქვა იგი სახელი მისი ნოახი ამნაირად: ესე გვანუგეშებს ჩვენ იმის მოქმედების იმისაგან და იმის დარდისა ხელის ჩვენისაგან იმის მიწისაგან, რომ დაწყევლა უფალმან.

Verse: 30    
და იცოცხლა ლემეხმა უკანით დაბადებასა მისსა იგი ნოახი ოთხმოზდათუთხმეტი წელი და ხუთასი წელი და დეებადა შვილები და ქალიშვილები.

Verse: 31    
და იყო ყოველი დღეები ლემეხისა სამოზდაჩვიდმეტი წელი და შვიდასი წელი და გადიცვალა.

Verse: 32    
და იყო ნოახი შვილი ხუთასი წლისა და დეებადა ნოახ იგი შემ, იგი ხამ და იაფეტ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.