TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 50
Previous part

Chapter: 50 
Verse: 1    და დავარდა იოსეფი ზედა პირსა მამის მისისა და იტირა ზედა მისა და მოკოცნა მას.

Verse: 2    
და დაავედრა იოსეფმა ყმებსა მისა, იმა ექიმებსა, დასამუშკნად881* იგი მამამისი; და დამუშკნეს882* ექიმებმა იგი ისრაელი.

Verse: 3    
და შეუთავდა მას ორმოცი დღეები, ნამეტურ ენგრეთ შეთავდენ დღეები იმის დამუშკნისა883*; და იტირეს ისი მიცრაიმელებმა სამოზდაათი დღე.

Verse: 4    
გადიარენ დღეები ტირილის მისისა და ესაუბრა იოსეფი იმათ სახლეურსა ფარყოსა ამნაირად: თუმც აწ ვიპოვნი მე ხუნჯულობას884* თვალებსა შენსა, ელაპარაკე აწ ყურებსა ფარყოსას ამნაირად:

Verse: 5    
მამაჩემმა დამაფიცა მე ამნაირად: ესერა მე ვიცვლები, შინა საფლავსა ჩემსა, რომ გავთხარე მე ქვეყანასა ქენაყანისას, იქ დამასაფლავე მე. და ახლა ავალ აწ და დავასაფლავებ იმა მამაჩემსა და შემოვიქცევი885*.

Verse: 6    
და უბძანა ფარყომ: ადი, დაასაფლავე იგი მამაშენი, როგორც რომ დაგაფიცა შენ.

Verse: 7    
და ავიდა იოსეფი დასასაფლავებლად მამის მისისას, და ამოვიდენ მას თანა ყოველი ყმები ფარყოსი, მოხუცებულები886* სახლის მისისა და ყოველი მოხუცები ქვეყნისა მიცრაიმისა.

Verse: 8    
ყოველი სახლეური იოსეფისა887* და ძმები მისი და სახლეური მამის მისისა, მხოლოთ უსუარები ბავშვები და ცხვრები მათი და საქონელი მათი დასტევეს ქვეყანასა გოშენისას.

Verse: 9    
და ამოვიდა მას თანა კვლავ-დე ეტლები და კვლავ-დე მარქაფოსნები; და იყო იგი ბანაკი მძიმე მეტად.

Verse: 10    
და მოვიდენ ვიდრე გორენ-ჰაატადამდე, რომ გასწვრივ იმა იარდენსა, და ისპიდავეს იქა სპედაობითა დიდითა და მძიმე მეტად. და გაუკეთა მამამისსა მგლოვიარობა შვიდი დღეებისა.

Verse: 11    
დაინახეს მცხოვრებლებმა ქვეყანა ქენაყანისა888* იგი მგლოვიარობა889* გორენ-აატადეშიდა და თქვეს: მგლოვიარობა მძიმე ესე მიცრაიმისათვის. ზედა ენგრე დაარქვა სახელი მისი აბელ მიცრაიმ, რომ შინა გაღმა იმა იარდენსა.

Verse: 12    
და გაუკეთეს შვილებმა მისმან მას ენგრეთ, როგორც რომ დაავედრა მათ.

Verse: 13    
და აწიეს ის შვილებმა მისმა ქვეყანასა ქენაყანისას და დაასაფლავეს ის შინა გამოქვაბულსა890*, მინდორსა იმ გაორკეცებულსა891*, რომ იყიდა აბრაამმა იგი მინდორი სამკვიდროდ სასაფლაოდ იმის892*ყეფრონ ახითიმისაგან ზედა პირსა მამრესა.

Verse: 14    
და დაბრუნდა იოსები მიცრაიმშიდა, ის და ძმები მისი და ყოველი ამოსულები მას თანა დასასაფლავებლად იმის მამის მისისათვის, უკანით დასაფლავებასა მისა იგი მამამისი.

Verse: 15    
და შეხედეს ძმებმან იოსეფისამ, ნამეტურ აბძანდა მამამათი, და თქვეს: ეგებიც დეგვემუქროს ჩვენ იოსებმა, დაბრუნებით893* დაგვიბრუნოს894* ჩვენ იგი ყოველი სიავე, რომ ვინუქმნეთ მას თანა.

Verse: 16    
და დაავედრენ იმათ იოსეფსა895* ამნაირათ: მამაშენმა დაგვავალა წინაშე მიცვალებასა მისა ამნაირათ:

Verse: 17    
ასე უთხარით იოსეფსა: გეხვეწები, აპატიო აწ ორგულობა ძმების შენისა და ცოდო მათი, ნამეტურ სიავე გინუქნეს შენ; და ახლა აპატიე აწ ორგულობასა ყმებსა ღმერთისა მამის შენისას; და იტირა იოსებმა საუბრებსა მათსა იმათ მისა.

Verse: 18    
და წავიდენ კვლავ-დე ძმები მისი და დავარდენ წინაშე მისა და მოახსენეს: ესერა ჩვენ შენთვის ყმებად896*.

Verse: 19    
და უბძანა მათ იოსებმან, ნამეტურ: ქვეშეთ ღმერთისა მე?

Verse: 20    
და თქვენ იფიქრეთ897* ზედაე ჩემსა სიავე, ღმერთმა იფიქრა სიკეთე, გულისათვინ გასაკეთებლად ვითარცა დღესა ამასა, სასიცოცხლოდ ერი მრავალი.

Verse: 21    
და ახლა ნუ შეშინდებით, მე გასაზდოებთ თქვენ და იმა უსუარებსა ბავშვებსა თქვენსა; და ანუგეშა ისინი და ესაუბრა ზედა გულსა მათსა.

Verse: 22    
და დაასახლა იოსებმან შინა მიცრაიმშიდა ის და სახლეური მამის მისისა. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელიწადები.

Verse: 23    
დაინახა იოსებმა ეფრაიმისთვის შვილები მესამე თაობისა898*, კვლავ-დე შვილები მახირისა, შვილი მენაშესი, დეებადენ ზედა მუხლებსა899* იოსეფისას.

Verse: 24    
და უბძანა იოსებმა იმათ ძმებსა მისა: მე ვკვდები, და ღმერთი მოკითხვით მოგიკითხავთ თქვენ და ამოგიყვანს თქვენ იმის ქვეყნისა ამისაგან იმათ ქვეყანასა, რომ შეფიცა აბრაამსა, იცხაკ და იაყაკობსა.

Verse: 25    
და დააფიცა იოსეფმა იმის შვილებ ისრაელისა ამნაირად: მოკითხვით მოგიკითხავთ ღმერთი თქვენ900* და ამოიტანეთ თქვენ იგი ძვლები ჩემი იმის აქიდან.

Verse: 26    
და გადიცვალა იოსეფი ას ათი წლებისა. და დამუშკნეს ის901* და დასდვეს არონშიდა მიცრაიმის ქვეყანაშიდა902*.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.