TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 6
Previous part

Chapter: 6 
Verse: 1    და იყო, რამეთუ37* დაიწყო იმა ადამიანმა გასამრავლებლად ზედა პირსა დედამიწისას, და ქალიშვილები ებადებოდათ მათ.

Verse: 2    
და დაინახა შვილებმან ანგელოზებისამან იგი ქალიშვილები ადამისა, ნამეთურ კარგი იყვნენ ისინი, და აიყვანენ მათთვის ცოლებად იმის ყოველ, რომ გამოირჩიეს.

Verse: 3    
და უბრძანა უფალმან: არ გაასამართლებს სული ჩემი ადამიანსა უკუნისამდინ38*, შინა რომ კვლავ-დე ის ხორციელი. და იყვნენ დღეები მისი ას ოცი წელიწადი.

Verse: 4    
იგი დავარდნილები იყვნენ შინა ქვეყანაზედა დღეებსა ამეებსა და კვლავ-დე უკან იდგნენ, რომ მოდიოდენ შვილები ანგელოზებისა იმათ ქალიშვილებსა ადამისას, და ებადებოდათ მათ ისინი იგი ძლიერები, რომ იმის უკუნისამდინ კაცები სახელოვანები.

Verse: 5    
და დაინახა უფალმა, რომ დიდი იყო სიავე ადამიანის ქვეყანაზე და ყოველი გასახულობა39* გულის მისისა მხოლოდ ცუდი ყოველ იმა დღესა.

Verse: 6    
და ინუგეშა უფალმან, ნამეტურ გააჩინა იგი ადამიანი40* ქვეყანაზედა, და დადარდიანდა იმათ გულსა მისსა.

Verse: 7    
და ბრძანა უფალმან: მოვშლი იმა ადამიანსა, რომ გავაჩინე მე, იმის პირისა დედამიწისაგან, იმის ადამიანისა ვიდრე პირუტყვამდე, ვიდრე მაძრომიალესა და ვიდრე მფრინველსა იმის მცისასა, რამეთუ ვინუგეშე მე, რომ შევქენი ისინი.

Verse: 8    
და ნოახმა იპოვნა ხუნჯულობა41* შინა თვალსა უფლისასა42*.



ფარაშათ ნოახ



Verse: 9    
ესენი შთამომავლობა43* ნოახისა: ნოახი კაცი მართალი44*, სრული იყო შინა დარაებსა მისსა; იმათ ღმერთთანა იარებოდა ნოახი.

Verse: 10    
და დეებადა ნოახ სამი შვილები: იგი შემი, იგი ხამი და იგი იაფეტი.

Verse: 11    
და გაირყვნა იგი ქვეყანა წინაშე იმათ ღმერთსა და აივსო იგი ქვეყანა უსამართლობითა.

Verse: 12    
და დაინახა ღმერთმან იგი ქვეყანა და ესერა გარყვნილი, რამეთუ გარყვნა ყოველმან ხორციელმა იგი გზა მისი ზედა იმა დედამიწაზედა.

Verse: 13    
და უბძანა ღმერთმა თანა ნოახსა: ბოლო ყოველი ხორციელისა მოვიდა წინაე ჩემსა, ნამეტურ აივსო იგი ქვეყანა უსამართლობითა იმით წინაშე მათგან. და ესერა მე გავრყვნი მათ45* იმის ქვეყნისაგან.

Verse: 14    
ქენი შენთვის კიდობანი ხეებისა ფიჭვისაგან, უბეები გაუკეთე იმათ კიდობანსა და შეგლისე შენ ის იმის შიგნით და იმის გარეთ შინა ფისითა.

Verse: 15    
და ეს რომ გააკეთო, ის სამასი არშინი46* სიგრძე იმის კიდობნისა, ორმოზდაათი არშინი სიფართე მისი47* და ოზდაათი არშინი სიმაღლე მისი.

Verse: 16    
ფანჯარა გაუკეთე თანა კიდობანსა და იმათ არშინზედა შენ დაამთავრე იმის ზევით მისა და კარები იმის კიდობნისა გვერდით მისა დასდევი; პირველი ატაჟა, მეორე ატაჟა და მესამე ატაჟა გააკეთე ის.

Verse: 17    
და მე, ესერა მე მოვიყვან იმათ წალეკვასა წყლისასა48* ზედა იმათ დედამიწაზედა თანა-გასარყვნელად49* ყოველი ხორციელი, რომ შინა მისა სული50* სიცოცხლისა, იმის ქვეშეთ იმის მცისაგან; ყოველი, რომ შინა ქვეყანაზედა, გასცვდება.

Verse: 18    
და დავაყენებ51* მე იმათ პირობასა ჩემსა52* შენ თანა, და მიდი შენ იმა კიდობანში, შენ და შვილები შენი და ცოლი შენი და ცოლები შვილების შენისა შენ თანა.

Verse: 19    
და იმის ყოველი ცოცხლიერისაგან, იმის ყოველი ხორციელისაგან ორი იმის ყოველისაგან მიიყვანე იმათ კიდობანში თანა-სასიცოცხლოდ შენ თანა, ვაჟი და ქალი იყვნენ.

Verse: 20    
იმის ფრინველისაგან თანაგვარით მისითა და იმის პირუტყვისაგან თანაგვარით მისითა, იმის ყოველი მაძრომალესა იმის დედამიწისასა თანაგვარით მისითა, ორი იმის ყოველისაგან მიიყვანე იმათ შენსა, მოვიდენ იმათ შენსა თანა-სასიცოცხლოდ.

Verse: 21    
და შენ აიღევი53* შენთვის იმის ყოველი საჭმელისაგან, რომ იჭმევა, და შეჰყარე შენ იმათ შენსა და იქნეს შენთვის და მათთვის თანა-საჭმელად.

Verse: 22    
და გააკეთა ნოახმა, ვითარცა ყოველი რომ დაავედრა მას ღმერთმან, ენგრეთ ქნა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.