TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 7
Previous part

Chapter: 7 
Verse: 1    და უბრძანა უფალმან ნოახსა: მიდი შენ და ყოველი სახლეული შენი54* იმათ კიდობანშიდა, რადგანაც შენ გნახე მე მართალი55* წინაშე ჩემსა შინა დარასა ამასა.

Verse: 2    
იმის ყოველი პირუტყვისა სუფთისაგან56* აიყვანე შენთვის შვიდი-შვიდი: კაცი და ცოლი მისი, და იმის პირუტყვისა, რომ არასუფთა ის, ორი: კაცი და ცოლი მისი.

Verse: 3    
კვლავ-დე იმის მფრინველისა ცისაგან შვიდი-შვიდი: ვაჟი და ქალი თანა-სასიცოცხლოდ თესლი ზედა პირსა ყოველ იმა ქვეყანასა.

Verse: 4    
რადგანაც თანა-დღეებითა კიდევ შვიდსა მე ვაწვიმებ ზედა იმა დედამიწაზედა ორმოცი დღე და ორმოც ღამესა და მოვსპობ ყოველ იმა არსებულსა, რომ შევქენი მე იმის ზეით პირისა დედამიწისაგან.

Verse: 5    
და ქმნა ნოახმა ვითარცა ყოველი, რომ დაავედრა მას უფალმა.

Verse: 6    
და ნოახი შვილი ექვსასი წლისა, და იგი წყლის წალეკვა57* შეიქმნა წყლისა ზედა იმა დედამიწაზედა.

Verse: 7    
და მოვიდა ნოახი და შვილები მისი და ცოლი მისი და ცოლები შვილების მისისა მას თანა იმა კიდობანშიდა იმის წინაშე წყლებისა იმის მაბულისაგან.

Verse: 8    
იმის პირუტყვისა სუფთისაგან და იმის პირუტყვისა, რომ არ არის სუფთა, და იმის ფრინველისაგან და ყოველი, რომ მაძრომალე ზედა იმა დედამიწაშიდა,

Verse: 9    
ორი-ორი მივიდენ იმათ ნოახთან იმათ კიდობანში, ვაჟი და ქალი, ვითარცა რომ დაავედრა ღმერთმა იმა ნოახსა.

Verse: 10    
და იყო თანა შვიდსა იმა დღეებსა, და წყლები იმის მაბულისა შეიქნენ ზედა იმა დედამიწაზედა.

Verse: 11    
შინა წელიწადსა ექვსასსა, წელიწადსა სიცოცხლესა ნოახისას, შინა თვესა მეორესა, ჩვიდმეტსა დღესა თვისასა შინა დღესა იმას გაირყვენა ყოველი წყაროები უმსკუნისა თეომ რაბასი და ერდოები იმის მცებისა გაიხსნენ.

Verse: 12    
და იყო იგი წვიმა ზედა იმა დედამიწაზედა ორმოცი დღე და ორმოცი ღამეები.

Verse: 13    
შინა შუა იმა დღესა იმას მოვიდა ნოახი და შემი, ხამი და იაფეტი, შვილები ნოახისა, და ცოლი ნოახისა და სამივე ცოლები შვილების მისისა მათ თანა იმათ კიდობანშიდა.

Verse: 14    
ისინი და ყოველი იგი მხეცები თანაგვარით მისითა, და ყოველი იგი პირუტყვი გვარით მისითა, და ყოველი იგი მძრომიალე, მაძრომალე ზედა იმა დედამიწაშიდა, თანაგვარით მისითა, და ყოველი იგი ფრინველი თანაგვარით მისითა, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.

Verse: 15    
და მივიდენ იმათ ნოახთან იმათ თევა-კიდობანსა ორი-ორი მის ყოველი ხორციელისაგან, რომ შინა მისსა სული სიცოცხლისა58*.

Verse: 16    
და იგი მისულები, ვაჟი და ქალი, მის ყოველი ხორციელისაგან მივიდნენ, როგორც რომ დაავედრა მას ღმერთმან. და დაკეტა უფალმა შიგნით მისა.

Verse: 17    
და იყო იგი ღრმობა59* ორმოც დღესა ზედა იმა ქვეყანაზედა60* და გამრავლდენ იგი წყლები და მოამაღლენ იგი კიდობანი და და აიწია იგი კიდობანი და მომაღლდა იმის ზევით დედამიწისაგან.

Verse: 18    
და გაძლიერდა იგი წყლები და გამრავლდენ მეტად ზედა იმა დედამიწაზედა და წავიდა კიდობანი ზედა პირსა იმის წყლისასა.

Verse: 19    
და იგი წყლები გაძლიერდენ მეტად, მეტად ზედა იმა დედამიწაზედა და დაფარენ ყოველი იგი მთები იგი მაღლები, რომ ქვეშეთ ყოველ იმათ მცებსა.

Verse: 20    
თუთხმეტი არშინი იმის ზევით გაძლიერდენ იგი წყლები და დაფარენ იგი მთები.

Verse: 21    
და გაცვდა ყოველი ხორციელი, მაძრომალე ზედა იმა დედამიწაზედა, შინა ფრინველსა და შინა პირუტყვსა და შინა მხეცსა და შინა ყოველ იმათ მაძრომალესა, მძრომიელსა ზედა იმა დედამიწაზედა, და ყოველი იგი ადამიანი.

Verse: 22    
ყოველსა, რომ სული61* სიცოცხლისა პირსა მისა, იმის ყოველისაგან, რომ შინა ხმელეთზედა, დაიხოცნენ62*.

Verse: 23    
და ამოწყდა იგი ყოველი მარსებელი63*, რომ ზედა პირსა იმის დედამიწისას, იმის ადამიანისგან ვიდრე პირუტყვამდე, ვიდრე მაძრომალემდე და ვიდრე ფრინველსა იმის მცისასა, და ამოწყდნენ იმის ქვეყნისაგან; და დარჩა იგი მხოლოდ ნოახი და რომ მასთან შინა თებაშიდა.

Verse: 24    
და გაძლიერდენ იგი წყლები ზედა იმა დედამიწაზედა ას ორმოზდაათ დღეებსა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.