TITUS
Biblia judaica georgice, versio 1
Part No. 9
Previous part

Chapter: 9 
Verse: 1    და აკურთხა ღმერთმა იგი ნოახი და იგი შვილები მისი და უბრძანა მათ: გაფუვდით და გამრავლდით და აავსეთ იგი ქვეყნიერობა.

Verse: 2    
და შიში თქვენი და კანკალი თქვენი იქნეს ზედა ყოველ ამ მხეცებსა იმის ქვეყნისას და ზედა ყოველ მფრინველსა იმის მცისასა, შინა ყოველ მაძრომიალე იმის დედამიწისა და შინა ყოველ თევზებსა იმის წყლისასა, შინა ხელსა თქვენსა მეგეცემათ.

Verse: 3    
ყოველი მძრომიალე, რომ ის ცოცხალი, თქვენთვის იქნება თანა-საჭმელად, როგორც მწვანილისა ბალახისებრივ მოგცემთ მე თქვენ იმა ყოველსა.

Verse: 4    
ხოლოთ ხორცი შინა სული მისითა, სისხლი მისი არ გეჭმევათ.

Verse: 5    
ხოლო იგი სისხლი თქვენი თანა-სულით თქვენითა მოვძებნი იმის ხელისა ყოველი ცოცხლიერისაგან, მოვძებნი მას, იმის ხელისა ადამიანისაგან, იმის ხელისა კაცისა ძმის მისისაგან მოვძებნი იმათ სულსა იმის ადამიანისას.

Verse: 6    
დამქცევი სისხლისა ადამიანისა შინა ადამიანითა სისხლი მისი დაიქცევა, ხოლოთ შინა სახითა ღმერთითა შევქენი იგი ადამიანი.

Verse: 7    
და თქვენ გაფუვდით და გამრავლდით და ამოინძრიეთ შინა ქვეყანაზედა და გამრავლდით შინა მისა.

Verse: 8    
და უბრძანა ღმერთმა იმათ ნოახსა და იმათ შვილებსა მისა მას თანა ამნაირად:

Verse: 9    
და მე, ესერა მე დავაყენებ იმა პირობასა ჩემსა თქვენთან და იმათ თესლსა თქვენსა უკანით თქვენსა.

Verse: 10    
და იგი ყოველი სულიერი ცოცხლისა, რომ თქვენთან, შინა ფრინველსა, შინა პირუტყვსა და შინა ყოველ მხეცებსა იმის ქვეყნისას თქვენთან, იმის ყოველისა გამოსულისა იმის კიდობნისაგან და თანა ყოველ მხეცსა ცოცხლიერსა იმის ქვეყნისას.

Verse: 11    
და დავაყენებ მე იმათ პირობასა75* ჩემსა თქვენთან და არ ამოწყდება ყოველი ხორციელი კიდევ იმის წყლებისა მაბულისაგან, და არ იქნება კიდევ წალეკვა76* გასარყვნელად იმის ქვეყნისათვის.

Verse: 12    
და ბრძანა ღმერთმა: ეს ნიშანი იმის პირობისა, რომ მე ვიძლევი შუა ჩემსა და შუა თქვენსა და შუა ყოველ სულსა ხორციელისას, რომ თქვენთან, თანა დარაებითა77* ყოლმის სამუდამოდ.

Verse: 13    
იგი ცისარტყელა ჩემი მივეცი მე78* შინა ღრუბლებშიდა და იქნება ნიშნად79* შუა ჩემსა და შუა იმა ქვეყანასა.

Verse: 14    
და იქნება შინა ღრუბლებსა ჩემსა ღრუბელი ზედა იმა80* ქვეყანაზედა და გამოჩდება იგი ცისარტყელა შინა ღრუბლებშიდა.

Verse: 15    
და გავიხსენებ მე იმა პირობასა81* ჩემსა, რომ შუა ჩემსა და შუა თქვენსა და შუა ყოველ სულსა ხორციელისას შინა ყოველ ხორციელსა, და არ იქნება კიდევ იგი წყლები წალეკვისა82* გასარყვნელად ყოველი ხორციელისათვის.

Verse: 16    
და იქნება იგი ცისარტყელა შინა ღრუბლებშიდა და დაინახამს მას თანა-გასახსენებლად პეემნად ყოლამისებრივ სამუდამოდ შუა ღმერთსა და შუა ყოველ სულსა ცოცხლიერისას შინა ყოველ ხორციელსა, რომ ზედა იმა დედამიწაზედა.

Verse: 17    
და უბრძანა ღმერთმა იმათ ნოახსა: ესე ნიშანი იმისა პირობისა, რომ დავაყენე მე შუა ჩემსა და შუა ყოველ ხორციელსა, რომ ზედა იმა დედამიწაზედა.

Verse: 18    
და იყვნენ შვილები ნოახისა იგი გამოსულები იმის კიდობნისაგან: შემი და ხამი და იაფეთი. და ხამი, ის მამა ქენაყანისა.

Verse: 19    
სამი ესენი შვილები ნოახისა, იმის აქიდან დაიფანტა ყოველი იგი ქვეყანა.

Verse: 20    
და დაიწყო ნოახმან, კაცმან იმის მიწისამან, და დარგო ვენახი.

Verse: 21    
და დალია იმის ღვინისაგან და დათვრა და გაგორდა შინა შუა კარავსა მისსა.

Verse: 22    
დაინახა ხამმან, მამა ქენაყანისამან, იგი აუგი მამის მისისა და გაუცხადა ორსა ძმებსა მისა შინა გარეთ.

Verse: 23    
და აიღო შემმა და იეფეთმა83* იგი ტანსაცმელი და დაიდვეს ზედა მხარსა მათსა ორივე მათსა და წავიდენ უკუღმა და დაბურეს იგი აუგი მამის მათისა. და პირი მათი უკუღმა და აუგი მამის მათისა არ უნახიათ.

Verse: 24    
და გამოიღვიძა ნოახმა იმის ღვინის მისისაგან და შეიტყო იგი, რაც რომ გაუკეთა მას შვილმან მისმან იმა უმცროსმა84*.

Verse: 25    
და ბრძანა: წყეულს ქენაყანი, ყმად იქნეს ძმების მისისათვის.

Verse: 26    
და ბრძანა: კურთხეული გამჩენი ღმერთი შემისა, და იქნეს ქენაყანი ყმად მისთვის.

Verse: 27    
გაუფართოოს ღმერთმა იეფეთსა და დაისადგმუროს შინა კარავსა შემისას და იქნეს ქენაყანი ყმად მისთვის.

Verse: 28    
და იცოცხლა ნოახმა უკანით იმა ღრმობასა85* სამასი წელიწადი და ორმოზდაათი წელიწადი.

Verse: 29    
და იყო ყოველი დღეები ნოახისა ცხრაასი წელიწადი და ორმოზდაათი წელიწადი და გადიცვალა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 1.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 6.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.