TITUS
Biblia judaica georgice, versio 2
Part No. 5
Previous part

Chapter: 18 
ფარაშათ ვაიერა (ბერეშით 18:1-14; 22:1-19)



Verse: 1    გამოეცხადა მათ მისა უფალი ელიე მამრეში, და ის იდგა ხსნილსა კარვისას მაგარ სიცხეში დღესა.

Verse: 2    
და აახილა თვალები მისი და დაინახა, და აგერ სამი კაცები დგანან ზედაე მისა, და დაინახა და გამოიქცა შესახვედრათ მათთვის იმის ხსნილისა კარვისაგან და ეთაყვანა დედამიწაზედ.

Verse: 3    
და მოახსენა: ბატონებო, თუ აწ ვიპოვნე მე სიყვარულობა შინა თვალებსა თქვენსა, ნუ აწ გადივლით იმის ზევით ყმის შენისაგან.

Verse: 4    
ავიღებ მაგერ ცოტა წყალსა და დაიბანეთ ფეხები თქვენი და დასანუკვრდით იმა ხესა32*.

Verse: 5    
და ავიღებ პატარა პურის ნაჭერსა და დაინაყრეთ გულები თქვენი, მის შემდეგ გადაიარეთ და წაბძანდით, რომ ამისათვის გაიარეთ თქვენ ზედა ყრმებსა თქვენსა. და უბრძანეს: ასე გააკეთე, როგორც ილაპარაკე.

Verse: 6    
და გააჩქარა აბრაამმა კარავში სარასთან და უბრძანა: გაჩქარდი, სიჩქარით გაამზადე სამი სიმი ფქვილი უმაღლესი ხარისხისა და გამოაცხვე კარგი ნამცხვრები.

Verse: 7    
იმათ ძროხასა გეეკიდა33* აბრაამი და აიყვანა შვილი ძროხა ახალგაზრდა34*, ჩვილი და კარგი და მიიტანა იმათ ყმაწვილთან და გააჩქარა გასაკეთებლათ ისი.

Verse: 8    
აიღო მანამდის კარაქი და რძე და შვილი ძროხისა, რომელიც გააკეთა, დაუტოვა წინაშე მათსა. და ის იდგა თავზე მდგომი, სარგებლობდა და უყურებდა ქვეშეთ იმა ხესა, და ჭამდენ ისინი.

Verse: 9    
და უბრძანა იმათ მისა35*: სად არის სარა, თქვენი მეუღლე? და უბრძანა მათ: აგერ, კარავშიდ.

Verse: 10    
და უბრძანეს: დაბრუნებით დავბრუნდებით იმა შენსა ამ დროში მომავალ წელსა, და იგერ შვილი სარა მეუღლეს შენსა. და სარამ მოისმინა ხსნილსა კარვისას და ის იყო უკანით მისა.

Verse: 11    
და აბრაამი და სარა იყვნენ მოხუცებულები, მოდიოდენ მომდღევნებული დღეებითა, უკუგდებული იყო სარასთვის წესი ქალებისა.

Verse: 12    
და გაიცინა სარამ შუა გულშიდა: ამის შემდეგ, როცა მე აღარა ვარ ახალგაზრდა და ბატონი ჩემიც მოხუცებული არის.

Verse: 13    
და უბრძანა უფალმან იმათ აბრაამს: რაღა, რისი გულისთვის36* გაიცინა სარამ ამ სიტყვებით? ნუთუ გაკვირდება ჩემგან ბოვშის დაბადება, მოხუცებული ვარო, ამიტომ?

Verse: 14    
გაკვირდება ჩემსგანა საიდმე საუბარი, რაიმე სიკეთე არ შემიძლია გავაკეთო? მომავალში დაბრუნდება იმა წელსა ეს დრო, და სარას ეყოლება შვილი37*.





Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 2.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 25.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.