TITUS
Biblia judaica georgice, versio 2
Part No. 6
Previous part

Chapter: 22 
* * *



Verse: 1    38*და იყო უკანით იმა საუბრებსა ამეებსა, და იმა ღმერთმან გამოსცადა იგი აბრაამი და უბრძანა მას: აბრაამ! და მოახსენა: აგერ ვარ მე.

Verse: 2    
და უბრძანა: აიღევი აწ, გეხვეწები, იგი39* შენი შვილი, მარტივი შენი, რომ გიყვარს შენ, იგი იცხაკი, და წაიყვანე შენ იმა ქვეყანასა მორიასას და მომიყვანე ის საღმრთოდ ზედაე იმ ერთ მთაზედა, რომ მე გიბრძანებ, იმა შენსა.

Verse: 3    
და ადრე ადგა აბრაამი დილაზედა და შეამზადა მისი სახედარი40* და აიყვანა ორი ყმაწვილები მისი, მხლებლები მათთან ერთად, და იგი იცხაკი, შვილი მისი; და აიღო შეშები მოსაწყობი საღმრთოზედა, და წავიდა და დადგა იმ ადგილსა, რომ უბრძანა მას იმა ღმერთმა.

Verse: 4    
დღესა მესამესა გაახილა აბრაამმა იგი თვალები მისი და დაინახა იგი ადგილი შორიდან.

Verse: 5    
და უბრძანა აბრაამმა იმათ ყმაწვილებსა, მხლებლებსა მისა: დადექით აქ თქვენ იმათ ხამორთან ერთათ და მე და ჩემი ვაჟიშვილი წავალთ ვიდრე აქამდის და ვეთაყვანებით და დავბრუნდებით იმა თქვენსა.

Verse: 6    
და აიღო აბრაამმან41* იგი შეშები მოსაწყობი და დასდვა იმათ იცხაკსა, შვილსა მისსა, მხარზედა და აიყვანა ხელსა მისსა იგი ცეცხლი და იგი დანა დასაარშივებლად და წავიდენ ორივე მათმა ერთადა.

Verse: 7    
და უბრძანა იცხაკმა მოხსენებითა იმათ აბრაამსა, მამასა მისსა: მამაჩემო; და მოახსენა: აგერ ვარ მე, შვილო ჩემო; და უბრძანა: აგერ არის ცეცხლი და შეშები, და სად არის კრავი დასაკლავათ საღმრთოთა?

Verse: 8    
და უბრძანა აბრაამმა: ღმერთმა იცის მისთვის იგი კრავი და უყურებს საღმრთოთა, ჩემო შვილო; და წავიდენ ორივენი ისინი ერთათა.

Verse: 9    
და მივიდენ იმ ადგილზე, რომ უბრძანა მას იმა ღმერთმა, და ააშენა42* იქა აბრაამმა იგი სამწირველო და მოაწყო იგი შეშები და შეკრა იგი იცხაკი, შვილი მისი43* და დასდვა ის ზედა სამწირველოზედა იმის ზევით თანა შეშებსა.

Verse: 10    
და გაიშვირა აბრაამმა იგი ხელი მისი და აიღო იგი დანა დასაკლავათ იგი შვილი მისი.

Verse: 11    
და დაუძახა იმათ მისსა ანგელოზმან უფლისამან იმის მცისაგან და უბრძანა: აბრაამ! აბრაამ! და მოახსენა: აგერ ვარ მე.

Verse: 12    
და უბრძანა: ნუ გაიშვირებ იმა ხელსა შენსა იმა ყმაწვილზედა და ნუ გაუკეთებ მას რაიმესა, რომ ეხლა ვიცი მე, რომ მოშიშე ღმერთისა ბრძანდები შენ და არ დაზოგე იგი შვილი შენი, იგი მარტივი შენი44* ჩემთვისა.

Verse: 13    
გაახილა აბრაამმა იგი თვალები მისი და დაინახა, აგერ ერკიმელი45* უკან იყო რქებითა ჩამოკიდებული46*; და წავიდა აბრაამმა და აიყვანა იგი ერკიმელი და მიართვა ის საღმრთოთა მისი შვილის სამაგიეროთ.

Verse: 14    
დაარქვა აბრაამმა სახელი ამ ადგილსა გამჩენის საშიშარი, რომ ბრძანა ამ სიტყვებითა: დღეს არის ის დღე, რომ გამოცხადდა ამ მთაზედა გამჩენი.

Verse: 15    
და დაუძახა ანგელოზმან უფლისამან იმათ აბრაამსა იმის მცისაგან.

Verse: 16    
და უბრძანა: ჩემში ვფიცავ მე ბრძანებასა გამჩენისას, ვინაიდან, რომ მოისმინე და გააკეთე იგი ბრძანება ესე, რომელიც მე დაგავალე, და არ დაზოგე იგი შენი შვილიც, იგი საყვარელი ერთადერთი შვილი.

Verse: 17    
ამითი, რომ კურთხებით გაკურთხებ შენ, გამრავლებით გავამრავლებ შვილ-მამავალსა შენსა, როგორც ვარსკვლავები მცისა და ქვიშა რომ არის ზედა ნაპირსა იმის ზღვისასა; და დაიმკვიდრებენ შენი შვილ-მამავალი იმათ წისქვილებსა მტრების იმისისას.

Verse: 18    
და იკურთხებიან შვილ-მამავალი შენი ყოველ ერებსა იმის ქვეყნისას გულისათვის, რომ მოუსმინე ხმასა ჩემსა.

Verse: 19    
და დაბრუნდა აბრაამი იმათ ყმაწვილებსა მისსა, რომელიც დატევა, და წავიდნენ და დადგნენ ერთად ბეერ-შევაში. და იცხოვრა აბრაამმა47* ბეერ-შევაში.



Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia judaica georgice, versio 2.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 25.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.