TITUS
Sulxan-Saba Orbeliani, Kilila da Damana
Part No. 17
Previous part

Chapter: Not.  

Page of edition: 993  
Line of edition: 1     ზუსტად: "მისი ყოველი ნართაული -- აყვავებული ბაღი" (ჩვენ ვკითხულობთ bāġī "ბაღი" და არა bāqī, "მარადი", "უკვდავი", როგორც ეს ორიგინალის გამოცემაშია. შდრ. 1880 წლის ლითოგრაფია, გვ. 4) "[იყო], ზღაპრულ მარგალიტზე უფრო აელვარებული, მისი სიტყვა ახალგაზრდობის სიქორფის მსგავსი, მისი აზრი უკვდავების წყაროს მსგავსი".
Line of edition: 2     
"ჟამოანმწიფე სიტყვა ჴელმწიფე" (ორ.: "az kalām-e kāmalaš anwār-e dāneš šoʼlezan" -- "მის სრულქმნილ სიტყვისგან სიბრძნის ნათელი გამოანათებდა"). ^
Line of edition: 3     
ორ.: "maʼānīyaš dar zīr-e harf-e sīyāh daraxšande čūn mehr-o roušan čo māh" "მისი შინაარსი [კი] შავი ასოს ქვეშ მზესავით მანათობელი და კაშკაშა ვით მთვარე" -- . . შავი ასოებით იყო ნაწერი, მაგრამ ბრწყინვალე აზრს შეიცავდა. ^
Line of edition: 4     
ორ.: "sazad ke kāteb-e dīwānsarāy-ye xold kašad sawād-e nosxe-ye ū bar bayāz-e dīde-ye hūr" "ხამს, რომ სამოთხის სასახლის მდივანმწიგნობარმა მისი ნუსხის პირი ჰურიის თვალების გულანში ჩაწეროს". .ი. ისეთი ნაწერია, რომ მისი შავი მელანი შეიძლება სამოთხის ფერიის საკაზმავად გამოდგეს. ^
Line of edition: 5     
სულთანთა თვალის სინათლევ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეუფევ, šāh abū-l ġāzī moʼeẓ al-molk wa dīn soltān ḥoseyn. იგულისხმება ჰ̌ოსეჲნ ბაჲქარა̄ ვა̄ეზ̌ ქა̄შეჶი̄ს პატრონი. ვახტანგს ჰ̌ოსეჲნის ზედწოდება უთარგმნია.
Line of edition: 6     
ორ.: "ფანჯ რუ̄ზე" "ხუთი დღე" -- წუთის ^ოფელი.
Line of edition: 7     ორ.:
"[მაშინ], როდესაც სიბრძნე აშუქებს არაბთა მეფის სიტყვით. სოჰაჲლი̄ს სხივებით რომ გაშუქდეს, რა საკვირველია". ^
Line of edition: 8     
ორ.: "ერთ ადგილას თავს უყრიდა წყალსა და ცეცხლს". .ი. სამართლიანობით მის ქვეყანაში თხა და მგელი ერთად ჯოვდნენ. ^
Line of edition: 9     
ნაუბარი: უბეში ნამყოფი, უბეს ნადები. აქ: მიწის წიაღში მყოფი. ^
Line of edition: 10     
აღმოსავლეთში გავრცელებული რწმენით, ვისაც ჰომა̄ჲს (ქართული ვერსიით: ომაინის) ჩრდილი გადაუვლის, ის ბედნიერებას ეწევა. ^
Line of edition: 11     
თუ აქ მნახენი ნახმარი არაა მნახველნი-ს მნიშვნელობით, შეიძლება გქონდეს მნახე, რომელსაც სარითმოდ დართული აქვს პროზოდიული -ნი. ^
Line of edition: 12     
გზას გადაუხვევენ, მაგრამ ხიდს -- ვერა, ამიტომ ხიდი უფრო ილახება (ალექსი ჭინჭარაული. მასვე აგონდება ერთი ხევსურული ლექსი: "ჩვენს ძირა ჴიდო ნადებო, გაქნილო ქარავნისაო". აკაკი შანიძე, ხევსურული პოეზია. 656, 3). ^
Line of edition: 13     
ქარი ჩემთუის აქროსა -- ქარი ჩემთვის აქაროს. მაქცევი ცა -- მბრუნავი ცა. აქ როსა -- აქ როდესაც. ^
Line of edition: 14     
არ ზაფხულის სიცხე-ბართა -- ბეწვი ზამთარში და მთაში უნდა გეცვას და არა ზაფხულის სიცხესა და ბარში, სადაც ისე არ ^ცივა.

Page of edition: 994  
Line of edition: 15     
შენობა -- შენმიერობა: შენიანობა. ^
Line of edition: 16     
მშენის -- მაშინებს (?). ^
Line of edition: 17     
მაგენი -- მიმაგე-ს დართული აქვს. პროზოდიული -ნი (სარითმოდ). ^
Line of edition: 18     
მოემზო -- მზესავით გაენათებინა. ^
Line of edition: 19     
ყოველთა მეფეთა შესადარებელი მარტო შენა გაქვს, სადაც კი რამეა ქვეყანაზე. ^
Line of edition: 20     
ორ.: "რეგვენი სამხიარულოდ წალკოტში დასეირნობს". .ი. ამქვეყნიურ სიამოვნებას ეტანება. ^
Line of edition: 21     
საფასეთ მისცემს კიდებით -- ბევრ, აკიდება რომ დასჭირდება, იმდენ საფასეს მისცემს. ^
Line of edition: 22     
აღმოსავლეთში ტანსაცმლის განიერ სახელოს წინათ ერთგვარად ჯიბის ფუნქციაც ჰქონდა. ^
Line of edition: 23     
სა'ადი̄ს ამ ლექსის პირველადი აზრი შეიძლება ნართაულად გულისხმობდეს ნომადურ აღმოსავლეთის ძველ ჩვევას: უნაგირის კეხის ქვეშ უმ ხორცს ამოდებდნენ, რათა დაბეგვილიყო და ცხენის ოფლს შეენახა. მერე მას ჭამდნენ. ^
Line of edition: 24     
ორ.: "[ამა თუ იმ] უბანთა მთვრალებს საფიქრალს ვაძლევთ ჩვენ". ^
Line of edition: 25     
განაბა: I -- გააბა, II -- განაბვა. ^
Line of edition: 26     
იგულისხმება ცის ზოდიაქოს (იხ. ლექსიკონში) ნიშანი და ვარსკვლავი. ლაპარაკია ისეთ ძალაზე (ეს ლექსი, ჩანს, რომელიღაც მეხოტბის ოდიდანაა) რომელიც არა მარტო დედამიწას შეძრავს, არამედ ცასაც აშფოთებს. ^
Line of edition: 27     
მედასა -- დასად მექცა. მიმწევენ -- ისე როგორც ზოგი სხვა კონიექტურა, . მეტრეველის წაკითხვაა ვახტანგისეული ვერსიის კვალობაზე. ავტოგრაფში მიმზევენ იკითხება. ^
Line of edition: 28     
არგანავარდი -- არ გავარდნილი, არ დავარდნილი (შდრ. კომენტ. 181). ^
Line of edition: 29     
მანება -- დამანება. ^
Line of edition: 30     
ვარ.:
   
ძვალთაგან სისხლი სწრაფად სდიოდა,
   
სულის წასვლასა შიშით რბიოდა,
   
მშვილდოსნისაგან მწარედ ჩიოდა,
   
აღთქმის დადებას მაღლად ყიოდა:
   
"ბებერთან რომე თაგვით მშიოდა,
   
რად არ დავსჯერდი, თუცა მციოდა!
   
თაფლი არა ღირს დაჭრად" -- კიოდა.
   
ფუტკართ ნაცემი მეტად სტკიოდა. ^
Line of edition: 31     
ქართული ასო ონი XVII -- XVIII სს. იწერებოდა ირიბი, ხმლის მსგავსი ხაზით სტრიქონს ზემოთ. თარგმანში გამოყენებულია ქართულ ასოთა მოყვანილობა, ორიგინალში კი (გვ. 51) -- არაბული ასოებისა. ^
Line of edition: 32     
ხებია -- შეხებია. ^
Line of edition: 33     
ორობანნი -- ერთის ორად ქცევა, სიმრავლე (?). ^
Line of edition: 34     
კიდება -- კიდე, ნაპირი. ^
Line of edition: 35     
ზომანი -- ზომვა, დამიზნება. ხმალს მისცეს თავთა ზომანი, -- ხმალს თავი დაუხვედროს. ^
Line of edition: 36     
მწონარი სალექსოდ გაკეთებული მომწონებელი (ის, ვისაც რაიმე მოსწონს) უნდა იყოს. სა'ადი̄ს ამ ლექსის ზუსტი თარგმანი ასეთია: უჯაფოდ განძს ვერ იშოვი, ანაზღაურება მან მიიღო, ჩემო ძმაო, ვინც საქმე გააკეთა". ^
Line of edition: 37     
ოცითა, შეიძლება აქ ოცნებობითა-ს ნიშნავდეს, მეორე ტაეპის ზუსტი თარგმანი ასეთია: "ზეცას არ გაუკვირდება, თუ ხელიდან წაუვა აღვირი". .ი. მოულოდნელი არაა, რომ მან თავი ვერ შეიკავოს. ^

Page of edition: 995  
Line of edition: 38     
იგულისხმება აღმოსავლეთში განთქმული სარკე ალექსანდრე მაკედონელისა, რომელიც გადმოცემით, მას არისტოტელემ აუშენა. იგი იდგა . ალექსანდრიაში, ზღვის ნაპირას, ერთ მაღალ მინარეთზე, მომხვდურთა სათვალთვალოდ. ერთ ღამეს დარაჯებს დასძინებოდათ. მტერს დრო ეხელთა და ის სარკე დაემხო. შემდეგ არისტოტელესვე ამოუტანია იგი ზღვიდან. ადვილი შესაძლებელია, ამ გადმოცემაში სიმართლე იყოს დაცული, იქნებ ჰქონდათ ძველად თავისებური პერისკოპი.
   
საბას ავტოგრაფში ეს ლექსი ტაეპებად არ არის დაყოფილი და მდივანს უთითებს კიდევაც იქვე: "ლექსის რიგით დაწერეო". ^
Line of edition: 39     
მთის ხმალი აქ მთის მწვერვალს ნიშნავს. მარიხი პლანეტა მარსია, იგი ომის ღვთაებად ითვლებოდა და ამიტომაცაა მის მახვილზე ლაპარაკი. ^
Line of edition: 40     
ლექსი სწორად ვერაა გაგებული. ცდებიან მისი ორიგინალის ტექსტის დამდგენნიც და კომენტატორებიც. ქართულის მბრძოლად მოდის ორიგინალის ჯანგ ("ბრძოლა") ფორმისაგან, მაგრამ ამ გაგებას ხელს უშლის ფორმას წინ დართული , რაც სუფიქსად აქ არ შეიძლება მივიჩნიოთ. ლითოგრაფიული გამოცემის რედაქტორი მას კითხრულობს როგორც xeng და ესმის (იქვე განმარტავს) როგორც თეთრი ცხენი (გვ. 44). ასეთი წაკითხვით არც აზრი გამოდის (თეთრი ცხენი დავიწროების ცნებასთან არაფერ შუაშია) და ზემოთ ნახსენები ენობრივი უხერხულობაც არ მოიხსნება. ვფიქრობთ, აქ უნდა გვქონდეს bāǰang "სარკმელი" (ნა̄ჶი̄სი̄, . გვ. 497). ტაეპის აზრი ასეთია: სარკმლის მსგავსად ზეცაც დავიწროებულიყო (დაპატარავებულიყო). ^
Line of edition: 41     
ხრილი: I -- მოხრილი, გაღუნული, II ფქვილის ხრილი (იხ. ლექსიკონში). III -- ხროვად მოგროვილი. ^
Line of edition: 42     
იგულისხმება მანიქეური საკულტო სახლები, რაც ისლამურ აღმოსავლეთში გაითქვა თავიანთი მოხატულობებით და იქცა მორთულობისა და სილამაზის ეპითეტად. ^
Line of edition: 43     
შენობა -- შენიანობა; შენი თავი. ^
Line of edition: 44     
არე -- ატარე. ^
Line of edition: 45     
იგულისხმებიან ეგვიპტის ფარაონი და ირანის მითიური მეფე ფრიდონი. ესენი ქონებითა და მორჭმულობით განთქმულნი იყვნენ ისლამურ აღმოსავლეთში. ორიგინალში ფრიდონის ნაცვლად იკითხება qarūn, ლეგენდრული მდიდარი. ^
Line of edition: 46     
შენაბედი: I -- დაბედებული (?), II -- შებედებული, შენაკადრი. ^
Line of edition: 47     
სპარსულ პოეზიაში გავრცელებული ეს ანდაზა ("kār-e būzīna nīst neǰārī" "ხუროობა მაიმუნის საქმე არაა") ალბათ ამავე ფაბულიდან მოდის. ^
Line of edition: 48     
პირი არდაგიყოს -- არ დაგადუმოს (?). ^
Line of edition: 49     
ამ აფორიზმს ორიგინალში აქვს ავტორის, სა'ადი̄ს, მიმართვა თავისთავისადმი. ^
Line of edition: 50     
დასრული: II -- ნასროლი, III -- ნასიარულები (?), IV -- დაისრული, მოსრული, განადგურებული. ^
Line of edition: 51     
მალალი: I -- ჭმუნვა, მწუხარება (არაბ. malāl?), II -- მაგ ლალებს (მაგ ძვირფას თვლებს), III -- მალე ცეცხლის ალებს, IV -- ლალად, გამზრდელად მაქცევს (თუ: მრისხავს, მეშუღლება?). ^
Line of edition: 52     
მოვიგნე: I -- შევიძინო, II -- ვუყურო (თვალთა-გება), III -- მოვაგენი, IV -- დავისვი, გავიყარე. ^
Line of edition: 53     
დარია: I -- აურია, II -- აჯობა, დაიპყრო, III -- ამინდია, IV -- მსგავსია. ^
Line of edition: 54     
საჭერად: I -- დასაჭერად, II -- დასაჭრელად. ^
Line of edition: 55     
"badnafas mabāš va badgomān bāš" "ავი ზნის ნუ იქნები და [თუ გინდა] ეჭვიანი იყავი". საბასეული ღვინოვ-შმაგობა გაუგებრობის შედეგია, -- ვახტანგის პწკარედი აქ ცუდად იკითხება. ^
Line of edition: 56     
კიდებით: I -- მოკიდებით (ცეცხლსა), II -- კიდეებით. ^

Page of edition: 996  
Line of edition: 57     
ასვეა: I -- ასევე (ასეთივე) არის, II -- დაალევინე, III -- აი, ბედია, IV -- დასმული (დარტყმული) აქვს. ^
Line of edition: 58     
იხ. კომენტ. 237*.
Line of edition: 59     
ძალი: I (?). ^
Line of edition: 60     
გველოდა: I -- მოგველოდა, II -- ?, III -- ლოდად გვექცია, IV -- გველო, და. ^
Line of edition: 61     
იახონ, ახონ -- ახი იძახონ, იწუხონ. ^
Line of edition: 62     
სპარსულში ლომი და რძე აღინიშნება ომონიმური სიტყვებით -- šīr. ^
Line of edition: 63     
იგულისხმება ცხოველი მუშკი, (ქურციკია), რომლის ჯირკვლებიდან მოიპოვებენ მუშკს, სურნელოვან ნივთიერებას. ^
Line of edition: 64     
სრულია: I -- დასრულებული, უნაკლო, II -- სასახლის შესაფერი (?), III -- დასვრილი. ^
Line of edition: 65     
ეს სენტენცია ადრეც გვხვდება "ქილილა და დამანას" ტექსტში მოხმობილ ერთ ციტატაში, რაც საბას ასე აქვს თარგმნილი: "თუცა მოწყალე გასინჯავს მოწყალებისა თუალითა, ჭიქისაც ესხნეს, შეიტყობს ცნობით, გონების ძალითა". ^
Line of edition: 66     
გამგებელი -- აქ: ღმერთი. ^
Line of edition: 67     
ეკალი -- (?). ^
Line of edition: 68     
ნაცარი: I -- დარღვეული, II -- ცით მოსული, III -- ნაცარტუტა, IV -- დანასერი. ^
Line of edition: 69     
ან რაც გარეთ დაბმულია, გარეთ ჰყავს. ^
Line of edition: 70     
იხაროს: I -- იზარდოს, II -- დაიხრას, III --- მოიხაროს, IV -- ხაროში ჩავარდეს. ^
Line of edition: 71     
მითხარით: I -- მიამბეთ, II -- მითხარეთ, მით გაშალეთ მხარი, III -- ამომთხარეთ, ამომგლიჯეთ (?). ^
Line of edition: 72     
ორიგინალის ṭītūy ვახტანგს თუთი-დ გადმოუტანია. ხოლო საბას ზორაყი შეუცვლია, მაგრამ ზორაყი (თუთიყუში) წყლის ფრინველი არ არის და ალკუნი-თ ვცვლით, როგორც ეს "ექუსთა დღეთაჲს" ქართულ თარგმანშია. ^
Line of edition: 73     
ბარით მომუშავე.
Line of edition: 74     
I -- დეკემბრის ყინვით გათოშილნი ივლისის სიცხეს ნატრობდნენ, IV -- ძვალი მტვრად იქცეს. ^
Line of edition: 75     
მითხარო: I -- მითხარი, II -- იმით ხარ, III -- იმით ორმო (ხნარცვი), IV -- მით მოხარო, მით მოდრიკო. ^
Line of edition: 76     
ბჭეო და: I -- ბრჭევ (მოსამართლევ), II -- კარიბჭე, ზღუდე. ^
Line of edition: 77     
სადარი: I -- შესადარებელი, II -- სად არის? III -- სადაც არე ("უქვემოესი ჰაერი"), IV -- გასადარებელი, კარგი ამინდი. ^
Line of edition: 78     
მივაშლით: I -- ვაშლით, II -- მიდის შლით, III -- მივაშებით (ვაშას ძახილით), IV -- მივაფრქვევთ. ^
Line of edition: 79     
რასხალის: I -- რა მსხლის, II -- როცა გასხლავს, III -- რა ხალისს, IV -- რა ხალის (პირის ხალი). ^
Line of edition: 80     
უბია: I -- ბიად (კომშად) უქცევია, II -- დაუბია (დაუბამს), III -- უბე. ^
Line of edition: 81     
ქარვას (სპარს. kah-robā "ბზის მიმზიდველი") აქვს მიზიდულობა. ^
Line of edition: 82     
ანობენ -- ან ასე, ან ისეო, არჩევენ, ბჭობენ. ^
Line of edition: 83     
იგულისხმება ბიბლიური იაკობი, რომელიც გოდებდა თავიში შვილის, იოსების (ორივე იხ. ლექსიკონში) დაკარგვის გამო. ^
Line of edition: 84     
გამეცემის -- მეცემა, გამერჭობა. ^
Line of edition: 85     
ვანანი: -- სავანე; სახლი, I -- ვანანებ. ^
Line of edition: 86     
ახევდა -- ახს ამბობდა, ოხრავდა. ^
Line of edition: 87     
დასაბართა -- (?) ^

Page of edition: 997  
Line of edition: 88     
ორიგინალშია: "ცომისგან თმის ამოღება", რაც საქმის გაადვილებას ნიშნავს. ეს გამოთქმა ქართულ ტექსტში სხვაგანაც გვხვდება განსხვავებული გაგებით ("ღვიძლით ბეწვსა ამოვიღებ"). ^
Line of edition: 89     
დარია: -- მოერია, I -- ამინდია. ^
Line of edition: 90     
მცნობელი -- ცნობის გონების მქონე. ^
Line of edition: 91     
გაიასოს -- ასად აქციოს, სტანობს -- ურევია. ^
Line of edition: 92     
ვერანი -- ვერა-ს მიმატებულია პროზოდიული -ნი (რითმისთვის). ^
Line of edition: 93     
მსოფლიო ცმელი -- (?) (B 280 "სოფლის ხონჩაზე ხელის მიყოფას ნუ გაპირავ, ეს ლუკმა შხამით შეუსვრიათ"). ^
Line of edition: 94     
გაგაჭრობს -- გაიძულებს, რომ გაიჭრე. ^
Line of edition: 95     
თემი რა, ცა -- რა თემი და ცა[მოეფრინა]. ^
Line of edition: 96     
გააყვაოს აქ . ჭინჭარაულს ესმის როგორც გაყოს. მე კი ყვავების; უკმად ქცევა მგონია. ლექსის მეოთხე ტაეპი შინაარსით პირველსა და მეორეს უკავშირდება, კარგ კაცზეა ლაპარაკი, მესამე კი, შეიძლება, შეცდომით იყოს აქ გადმოტანილი. ^
Line of edition: 97     
იხ. კომენტარი 88*. ^
Line of edition: 98     
დასარქმე -- (?). ^
Line of edition: 99     
აქ ორიგინალში ჰერათი არაბულ ḥayrat-ს ("განცვიფრება") უკავშირდება: ჩინელი მხატვრების გული განცვიფრების უდაბნოში დახეტებოდნენო (ჩინელი მხატვრები საუკეთესოდ იყვნენ მიჩნეული ირანულ სამყაროში); მაგრამ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართულ თარგმანში იგი დაეკავშირებინოთ . ჰერათთან. (ჰერათის სამხატვრო სკოლა ცნობილი იყო აღმოსავლეთში). ^
Line of edition: 100     
მომკულელი -- (?). ^
Line of edition: 101     
ცული შემოჰკარ ნებითა -- აქ ნებითა ხელის გულს ნიშნავს. ^
Line of edition: 102     
ვახენი -- ვახე-ს (შევახე) მიმატებულია პროზოდიული -ნი (რითმისთვის), ვიახენი -- ვიახე (ახი ვიძახე, ვიწუხე), ასევე პროზოდიული -ნი ნაწილაკით. ^
Line of edition: 103     
სავალად: -- წასასვლელად, I -- ვალის დასადებლად. ^
Line of edition: 104     
რაცარით: -- რაც არით (არეთი), I -- რა ცა რით (რომელი ცა რითი). ^
Line of edition: 105     
ორ.: "māhrā mehr mīhmān karde
   
zohra bā moštarī qerān karde"
   
"მზე აწვია მთვარესთან, ვენერა დააკავშირა მარსთან", -- მეტაფორულად გამოთქმულია იდეალურია შეძლება (შდრ. "ვეფხისტყაოსანი": "ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს". 1421, 2. ქართულ თარგმანს ამ უკანასკნელის გავლენა ეტყობა). ^
Line of edition: 106     
განაკიდები -- დაკიდული (?) თუ მზისგან განშორებული, მზის ანტიპოდი? ^
Line of edition: 107     
გადმოცემით ბიბლიურმა სოლომონმა იცოდა ფრინველთა ენაც. ^
Line of edition: 108     
ბოლოკარკაზა (იხ. ლექსიკონში) შეესატყვისება ორიგინალი homay-ს ქართული ტექსტის ომაინ (იხ. ლექსიკონში), .ი. ბუ ვერ შეძლებს ომაინობას, მისი ჩრდილი ბედნიერებას ვერ მოგიტანსო. ^
Line of edition: 109     
ეზე -- ზემოთ იყავი. ^
Line of edition: 110     
ორისოფელი -- სააქაო და საიქიო. ^
Line of edition: 111     
უცებო -- ცა რომ არა აქვს, ისეთი. ^
Line of edition: 112     
მოსავალი: -- ჭირნახული, I -- რაც მოვა, მომავალი. ^
Line of edition: 113     
ორიგ.: "čākerān kam agar šavand če ġam
   
az sar-e šah mabād mūy kam"
   
"მსახურნი რომ შემცირდნდენ, არაფერია, თავზე არ მოაკლდეს [ოღონდ] მეფეს ერთი ბეწვიც", -- .ი. ოღონდ მეფე იყოს უვნებელი. ^
Line of edition: 114     
"ke baʼd al-mašreqīn āmad mīyān-e mā dar ūn soudā" "ეს ვაჭრობა ჩვენ ისე გვაშორებს, როგორც დასავლეთი და აღმოსავლეთი." ^

Page of edition: 998  
Line of edition: 115     
დასაშენი -- მოსაშენებელი: ისეთი, რომლის ყოლა სარგებელს მოგცემს. ^
Line of edition: 116     
ჩემიშესჭირდეს -- ჩემზე გული შესტკიოდეს, სად მელმის დადაგულისა -- სად მტკივა. ^
Line of edition: 117     
ასხენო: I -- ასი (ხეა (?)). ^
Line of edition: 118     
.ი. უღირსს ღირსეულად აქცევ. ^
Line of edition: 119     
რვება -- რვად ქცევა (?). ^
Line of edition: 120     
ორ.: "āmīd-e dūstī-ye to ze došmanān-e kohan
   
čenān bovad ke matlab kerdan-e gol az golxan"
   
"შენი იმედი დამეგობებისა ძველ მტერთაგან ისეთივეა, როგორც ვარდის ძიება ღუმელში." ორიგინალში ზმაა: გოლ -- ვარდია, გოლხან -- აბანოს ღუმელი. ^
Line of edition: 121     
ალიზის თისას სიმაგრისათვის ბზეს ურევენ. ^
Line of edition: 122     
სისხლის წყალი -- სისხლიანი ცრემლი, ცხარე ცრემლი. ^
Line of edition: 123     
სრულისა -- (?) სავსებით გავეყრები (?). ^
Line of edition: 124     
განავარდია -- გადაგდებულია ამოგდებულია. ^
Line of edition: 125     
ანგარი: angarebis mkone, II -- (?). ^
Line of edition: 126     
სრულად: -- სრულიად, მთლიანად, I -- სასახლედ. ^
Line of edition: 127     
მოარე: -- მოსიარულე, I, -- მოიტანე. ^
Line of edition: 128     
გვეწოდეს: -- გვეწვებოდეს, I -- გვიწოდებდეს (?). ^
Line of edition: 129     
ვიბანდეთ: -- ვირეცხდეთ, I -- ბანს ვაძლევდეთ. ^
Line of edition: 130     
გემონი: -- სიტკბო, I -- გემივნები. ^
Line of edition: 131     
ორ.: "ke ānǰā hamīše bād be dast ast dāmrā" "იქ მახე მუდამ ხელმოცარულია (იქ მუდამ ქარი აქვს ხელთ მახეს)" ^
Line of edition: 132     
სანა̄ჲი̄ს ამ აფორიზმში, რომელიც ერთერთი მისი მისალოცი ლექსიდან აქვს ქა̄შეჶი̄ს ამოღებული (იხ. დი̄ვა̄ნ-ე ჰ̌აქი̄მ სენა̄ჲი̄ ბე ქუ̄შაშ-ე მოზ̌ა̄ჰერ-ე მოს̌ს̌აჶა̄, თეჰრა̄ნ, 1333, გვ. 152). ბოლო ორი ტაეპი ასეთია: "ze īn do tanhā hīč qowwat nyāyad andar ǰān-o del qowwat-e ǰānrā vo delrā gol-šakar ba gol-šakar" "ეს ორი (ლაპარაკია ვარდსა და შაქარზე, როგორც სამკურნალო საშუალებებზე) ცალ-ცალკე ვერავითარ მალას ვერ აძლევს ვერც სულს და ვერც გულს, სულსა და გულს ძალას ანიჭებს გულშაქარი ("ვარდშაქარი", ერთგვარი წამალი)". ^
Line of edition: 133     
ისართა პირობა -- ისრის პირი ჭრიდეს. ^
Line of edition: 134     
ლექსის ბოლო ორი ტაეპი მაღალი შაირითაა გაწყობილი. ^
Line of edition: 135     
ორ.: "ke az qaṭre seylāb dīdam basī" "წვეთისაგან ბევრი ნიაღვარი მინახავს [რომ შემდგარიყოს]". ^
Line of edition: 136     
დარსა გაექცეს მოდარსა საბასეულია. . მეტრეველს მოდარი ესმის როგორც "გამოდარებული". გამოდარებული დარი გვეჩოთირება, დარი აქ მსგავსი გვგონია, მოდარი -- მისივე სინონიმი (მიმსგავსებული). ^
Line of edition: 137     
ორ.: "bebīn gūy-ye morād dar xam-e čougān-e ārezū" "ნახე წადილის ბურთი სურვილის ჩოგნის ყვანჭზე" -- .ი. შენი სურვილის ბურთი დაიჭირე, ნება შეისრულე. ვახტანგს ასე უთარგმნია: "გამარჯვებით ბურთის საწადლის ჩოგნის ვარდით გატანა" (B 406). ^
Line of edition: 138     
სახრიკალის ძალი -- ხრიკის შესაკრავი ძაფი (?) ^
Line of edition: 139     
დარულად: -- კარგ ამინდად, I -- მსგავსად, II -- და ძილად, V -- რაულად, როგორ. ^
Line of edition: 140     
მოკლვა -- შემოკლება. ^
Line of edition: 141     
ნაგებთა უცხო ნაგები (B 415 "მის ტანზე შეეკერათ"). ^
Line of edition: 142     
ანათა -- ათად აქცია. ^

Page of edition: 999  
Line of edition: 143     
ნუ თუალდარული -- თვალმოუხუჭავი, ცოცხალი და ფხიზელი იყოს. ^
Line of edition: 144     
ორ.: "agar čerāġ bemīrad ḵabā če ġam dārad" "თუ სანთელი ჩაქრა, დილის ნიავს რა ენაღვლება?" ეს აფორიზმი იკითხება სა'ადი̄ს ლექსში (ქოლლი̄ჲათ-ე შეჲხ სა'ადი̄ გვ. 698). B 431 "დილის ჩრახი თუ გაქრეს, რა სანაღვლელი გაქვს". ^
Line of edition: 145     
გარდებანოდა: -- დაიბანებოდა, I -- ბანი-ბან გავიდოდა, II -- მისი ებანი იყო, V -- ბანს აძლევდა. ^
Line of edition: 146     
ეს ლექსი-იგავი ჯელა̄ლ ედ-დი̄ნ რუ̄მი̄ს მას_ნავი̄დანაა" (იხ. მათნავი̄, ნიკოლსონის რედაქციით, გვ. 329). ^
Line of edition: 147     
უცნო: -- უცნობი, I -- უძევს. ^
Line of edition: 148     
გიცან -- გყვანან. ^
Line of edition: 149     
ვერაგი: -- მუხთალი, I -- საქმით რომ ვერ აგებს. ^
Line of edition: 150     
ისარი: -- ისარი, ქეიბური, I -- ის არის, II -- ესროლე. ^
Line of edition: 151     
რომის ქვეყანაში (?). იქნება აქ ფრანგული (ევროპული) ხმალი იგულისხმებოდეს. ^
Line of edition: 152     
ძალის გამო -- (?). ^
Line of edition: 153     
მებასრა. -- ბასრი მეჩვენა, I -- რაღას მებას, II -- შემებას საბრძოლვე- ლად, V -- ქალაქი ბასრა აქეთ დავატოვებინო. ^
Line of edition: 154     
გაგიოროს -- მეორე ცალად, შენს მსგავსად მოგიყენოს გვერდში. ^
Line of edition: 155     
სა'ადი̄ს ამ აფორიზმის პირველი ტაეპის ზუსტი თარგმანი ასეთია: "თუ მტრის ლაშქარში უთანხოებაა". ^
Line of edition: 156     
ინდო აქ აბასინიელს ნიშნავს და არა დღევანდელი ინდოეთის მკვიდრს, ხოლო ინდოს ლაშქარი შავი თმის ეპითეტად აქვს გამოყენებული ამ ლექსის ავტორს ჰ̌ა̄ჶეზ̌ს. ^
Line of edition: 157     
ყურდგელივით დააძინებდა -- ორიგინალის კალკია (xāb-e xargūš -- "კურდღლის ძილი" -- მოტყუება). ^
Line of edition: 158     
საბას შეცდომით აქვს ამოკითხული ვახტანგის ნუსხის სახე როგორც ხე. ორიგინალშია: roxī-ye čenān "ისეთი სახე". ლექსი ასეთია: "roxī-ye čenān ke ze xuršīd-o māh natwān kard xaṭī-ye čenān ke ze mošk-e sīyāh natvān kard". "ისეთი სახე, რომელიც მზისა და მთვარისაგანაც არ შეიქმნება, ისეთი ხატი, რომელიც შავი მუშკითაც არ მოისახება". ^
Line of edition: 159     
სვენი -- სვე, ბედი. ^
Line of edition: 160     
გამიკულადია -- (?). ^
Line of edition: 161     
როცა ხელის გული საწადლის ქამარში გქონდეთ, .ი. თქვენი სურვილისთვის მიგეღწიოთ. ნები: -- ხელის ნები, I -- ნება-სურვილი. ^
Line of edition: 162     
არული -- არეს (იხ. ლექსიკონში) მიერი, კეთილი, სასიამოვნო. ^
Line of edition: 163     
ორ.: "garče narges nīstī šūx-o čo lāle tīre del pas dorūy-yo dozabān hamčūn gol-e narges mabāš" "თუ ნარგიზივით ურცხვი არ ხარ და ტიტასავით გულშავი, ორპირი და ორენა ნუ ხარ ნარგიზის ყვავილივით". ^
Line of edition: 164     
უწყია: -- იცი, I -- დაწყებული აქვს. ^
Line of edition: 165     
ორ.: "bād agar abrrā beǰombānad čo be kūhi rasad forū mānad". "ქარი თუმცა ღრუბელს ძრავს, მთას რომ მიადგება, ღონე ელევა". ^
Line of edition: 166     
დებულო: -- მოდებულო, I -- დად მიღებულო. ^
Line of edition: 167     
პირი გუნის (იხ. ლექსიკონში) ფერად გაყვითლებია, გუნებრივი (ბუნებრივი) ფერი არ ადევს. ^

Page of edition: 1000  
Line of edition: 168     
ამზე -- აღზევებული. ^
Line of edition: 169     
კულავნი -- კიდევ, აგრეთვე. ^
Line of edition: 170     
ებნითა -- ებნის დაკვრით (?) ^
Line of edition: 171     
მბრუნავი -- მბრუნავი (მოძრავი და ცვალებადი) ცა. ^
Line of edition: 172     
მაშოსა -- "მაშოროსო!" -- ამბობენ ^
Line of edition: 173     
ამქვეყნიური ბედნიერება. ^
Line of edition: 174     
ორ.: "har kas čo ba dūstī raqam natvān zad
   
bā ū be yagānegī qadam natvān zad
   
ǰoz āyne rūy-e hadami natvān dīd
   
zān nīz če fāyde čūn dam natvān zad".
   
"როცა მეგობრობა არ ძალუძს ყველას, ყველასთან არ შეიძლება გავლა. სარკის გარდა [სხვაგან] არ შეიძლება მეგობრის ნახვა, [მაგრამ] მასაც რა სარგებელი აქვს, ვერ გამოგესაუბრება", -- .ი. მეგობარს მხოლოდ სარკეში დაინახავ, იგი შენი საკუთარი თავია. ^
Line of edition: 175     
მოესხესა: -- გამოესხეს, I -- ჩემესხას (?). მოდი, ეს [სული] ხეს (?). ^
Line of edition: 176     
ნახლი ნაქსოვიაო, განმარტავს საბა, მაგრამ ასეთი გაგება აქ არ ესადაგება. ხომ არ იგულისხმება ნაახლები, სამყოფი, რომელსაც შიში ახლავს? ^
Line of edition: 177     
ვახტანგის პწკარედი ასეთია: "არ მინდა, რომ ერთ წამსაც უშენოდ ვიყო." ^
Line of edition: 178     
გესრე -- სრაში, სასახლეში გახლდი. არცაგაგესრე -- არ გესროლე, არ გაგეგდე. ^
Line of edition: 179     
მოისრა: I_ გასროლილ იქნა, მოშორდა, II -- ისარი მოხვდა, III -- მოის რა? (ან იქ რა ნახა და ან აქ რა დახვდა) IV -- მო, ისრა (მოდი, ის სასახლე) -- .ი. ის სასახლე ოხრად დარჩეს. მოდი, ასე იყოს! ^
Line of edition: 180     
კიდა -- კიდევ, გამოეკიდა -- გამოეყო. ^
Line of edition: 181     
განავარდი -- დაგდებული, გაფუჭებული (შდრ. კომენტ. 28*.). ^
Line of edition: 182     
დებული -- დად მიჩნეული. ^
Line of edition: 183     
უსახავს -- უის იძახის, ოხრავს, გოდებს. ^
Line of edition: 184     
ეს ლექსი ნაწყვეტია გალექსილი იგავისა, რომელიც ეკუთვნის ჯელა̄ლ ედ-დი̄ნ რუ̄მი̄ს (იხ. მათნავი̄, ნიკოლსონის გამოცემა, გვ. 956). ^
Line of edition: 185     
მოველი სენად: I -- მოვედი სენაკად (სახლში), II -- სენს მოველი. ვით არავის : I -- როგორც არავის, II -- ვითარცა ავის. ^
Line of edition: 186     
განაკიდე -- გაკიდეგანებული, მოშორებული. ^
Line of edition: 187     
მოშენობს: I -- შენიანდება, II -- შენსკენ მოდის (შენთან იქნება). ^
Line of edition: 188     
სა'ადი̄ს ეს ლექსი (იხ. ქოლლი̄ჲათ-ე შეჲხ სა'ადი̄, გვ. 364) ორიგინალში ქა̄შეჶი̄ს ასე აქვს ციტირებული (მოგვაქვს მხოლოდ მისი თარგმანი):
   
"დამჯერი და სათნო ქალი
   
ღარიბ კაცს ხელმწიფედ აქცევს.
   
მთელი დღე თუ დარდობ, ნუ იდარდებ,
   
თუ ღამე გულზე დარდის გამქარვებელი გეხუტება.
   
თუ სათნოა და ტკბილსიტყვა,
   
მის სილამაზესა და შეუხედაობას ნუ ეძებ.
   
ავი ქალი რაც გინდ ლამაზი იყოს,
   
გულში როდი დარჩება მას ადგილი.
   
ნუ უყურებ მას, სამოთხის ჰურიის დარად,
   
რამეთუ მეორე სახე აქვს როკაპივით საზიზღარი.
   
ყადის დილეგში ჯდომა სჯობს
   
შინ გადასკვნილი წარბების შეხედვას.
   
ფეხშიშველა სიარული სჯობს ვიწრო წუღებით სიარულს,
   
გზის ხიფათი გერჩიოს სახლში ჩხუბს.
   
დახშე იმ სახლის შვების კარი,
   
საიდანაც ქალის მაღალი ხმა გამოდის.
   
უცხოთა შესახედავად ქალის თვალები ბრმა ხამს,
   
საფლავში ჩაწვეს ის ქალი, ვინც გარეთ გამოვა."
   
ქა̄ჶი̄ს მიერ მოტანილი ციტატა გარდა ზოგ სიტყვათა ვარიანტული წაკითხვისა სა'ადი̄ს "ბუ̄სთა̄ს" ("ბუ̄სთა̄დანაა" ეს ნაწყვეტი) ზოგ ბაითს არ კითხულობს და, რაც მთავარია, პირიქითაც ხდება. მისი ორი (მეოთხე და მეხუთე) ბაითი საერთოდ არ იკითხება "ბუ̄სთა̄ს" ამ გამოცემაში. ეს კი ქა̄ჶი̄ს მიერ მოხმობილ ციტატას სა'ადი̄ს ტექსტის დასადგენად გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს. (აქ მოტანილი მეხუთე ბაითი არ იკითხება ვახტანგისეულ სპარსულ "ქილილა და დამანაში"). ^

Page of edition: 1001  
Line of edition: 189     
ზრუნვას მოილხენს -- ზრუნვას (ჭირს) ლხინად იქცევს. ^
Line of edition: 190     
ორიგინალშია:
   
"čandān čo sabā bar to gomaram dam-e hemmat
   
kez ġonče čo gol xorram-o xandān badar āyi"
   
"ზეფირის მსგავსად იმდენი გიგზავნე სიკეთის სუნთქვა, რათა გარეთ გამოხვიდე ლაღი და მომღიმარი, ვითარცა ვარდი ბუტკოდან." ^
Line of edition: 191     
დარია: I -- მსგავსი, II -- არია, დახლართა, III -- ამინდი, IV -- გადაამეტა, აჯობა. ^
Line of edition: 192     
საჭერად: I -- დასაჭერად, II -- საჭე რად უნდა, III -- ერდოსა და ჭერზე, IV -- დასაჭრელად. ^
Line of edition: 193     
ბარდას ტყეს ახსენებს ნიზ̌ა̄მი̄ როგორც უკვე გაჩანაგებულს (იხ. ნიზამი, 1956, გვ. 28). ^
Line of edition: 194     
მაცალოს: -- დამაცალოს, I -- გამიცალკეოს, მომაშოროს. ^
Line of edition: 195     
ერთგულება და პირობის შესრულება შედარებულია სი̄მუ̄რღს (თარგმანით: ფასკუნჯს), რომლის არსებობა გაუგონიათ, მაგრამ ნახვით არავის უნახავს. ^
Line of edition: 196     
მთიები: -- "ცისკრის ვარსკვლავი", I -- ეშმაკეული. ^
Line of edition: 197     
ამბრის ჩოგანი -- ლოყაზე ჩამოსული თმის კავი, ჩოგანივით (დღევანდელი ჰოკეთს ჯოხივით) მოხრილი. ^
Line of edition: 198     
ორიგინალის serr ("საიდუმლო") ვახტანგს შეცდომით ამოუკითხავს როგორც sar ("თავი") და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა, საზღვარი რომ არა აქვს, ერთი ისეთი საიდუმლოება მაქვსო, მივიღეთ: "ერთი თავი მაქვს". სამანი სიტყვა სამა-ს ("როკვა შუშპარი") მრავლობითია. samāʼ არაბულია, როკვა-სიმღერას, ერთგვარ სუფიურ ორგიას ნიშნავს. მუსიკათმცოდნე . ასლანიშვილი ერთ დროს ქართულ ტერმინ სამაია-ს ამ ცნებას უკავშირებდა. ^
Line of edition: 199     
ნაზარი -- ზარდაცემული. ^
Line of edition: 200     
სარუა: -- სარო არის, I -- მოღობო, II -- შაშპრას არ აუდის, V -- რუდ ქცეული. ^
Line of edition: 201     
ასაკერავ-ასალარი (?). ^
Line of edition: 202     
ორიგინალში წერია: თვალთა ნადენი ცრემლი ზღვას ერთვოდაო. ქართულადაც იგივეა თქმული, -- კანჯარივით ჩქარი ცრემლი სდიოდაო.
Line of edition: 203     
მცენარი: -- მცინარე (?), I -- მცენარე. ^
Line of edition: 204     
გარდამცენარეთ -- (?). ^
Line of edition: 205     
ბარია -- ბარემ (?). ძაღლის სახელი ხომ არ არის (ა. ჭინჭარაული)? ^
Line of edition: 206     
ათილა -- ათინა (?). ^

Page of edition: 1002  
Line of edition: 207     
მაოცნობითა -- მაოცის, საოცარის მქნელის ხელობით. ^
Line of edition: 208     
ვაშურო: -- ვუჩქარო, I -- შურად ვაქციო. ^
Line of edition: 209     
კად -- კარგად. ^
Line of edition: 210     
ორიგინალის ḥanḏal ("კოლოქვინტი") ვახტანგს ანთალ ფორმით გადმოუტანია, საბას კი ხის ნათალი ჰგონებია (ალ. ბარამიძე). ^
Line of edition: 211     
მქნარება საბას ესმის როგორც "მდინარეთ ჩქარად და მოცვით მოდენა". ქნარი აჩქარებული უნდა იყოს. ^
Line of edition: 212     
საუარესა: -- უარს, I -- უარესი. ^
Line of edition: 213     
მდოსანი მდომი, მსურველი (ე. მეტრეველი, II, 349). ^
Line of edition: 214     
სადავე იცხენმალითა -- ცხენს სადავე მიუშვი, იჩქარე. ^
Line of edition: 215     
ორგულად ხადე, გარე გახადე -- ორგული უწოდე და გარეთ გაძახე. ^
Line of edition: 216     
არეგების, რა ეგების -- ვერ გაიგება, რაა საჭირო. ^
Line of edition: 217     
მისი ვარჯი (იხ. ლექსიკონში) შავ ბარჯს (კაპიან ჯოხს) ჰგავდა. ^
Line of edition: 218     
ნარგიზი (რომელიც ლამაზი თვალების ეპითეტია) მისი თვალების მონას ჰგავდა. ^
Line of edition: 219     
აუგზია: -- აუნთია, I -- აუგზე ზევითაა, დიდი აუგია (?). ^
Line of edition: 220     
ნაჴალი -- შენახალი, მონაბერი (?). ^
Line of edition: 221     
ისხვა: -- სხვად იქცა, I -- სხვა მხარეს წავიდა. ^
Line of edition: 222     
სასაზონი -- საზზე მოსალხენად მაქვს საქმე (?). ^
Line of edition: 223     
ორ.: "be rūz dars-e senā-ye to mīkonam talqīn
   
be šab vaẓife-ye madh-e to mīkonam tekrār". ^
Line of edition: 224     
ვერ ივაშნსა -- ვერ ივაშებს, ვერ გაიხარებს. ^
Line of edition: 225     
იახარო -- ახი რომ არ თქვა, რომ არ ივაგლახო. ^
Line of edition: 226     
გთრავსა -- დაგათრობს. ^
Line of edition: 227     
ორთა ფუნდუკთა -- იგულისხმება სააქაო და საიქიო. ^
Line of edition: 228     
ეს ადგილი ნიზ̌ა̄მი̄ს "ხოსროვ-ო ში̄რი̄ნიდანაა" (დასთგარდი̄ს რედაქცია, მეორე გამოცემა, გვ. 219). ^
Line of edition: 229     
შენნი -- ნაშენნი. ^
Line of edition: 230     
ეს ლექსი ნიზ̌ა̄მი̄ს "ლეჲლი̄-ვო მაჯნუ̄ნიდანაა". (ნეზ̌ა̄მი, ლეჲლი̄-ვო მაჯნუ̄ნ, 1333., გვ. 471). ^
Line of edition: 231     
გასაბადირი -- გასაბადი, ბადით დასაჭერი. ^
Line of edition: 232     
ძაფის ლანძვი -- ძაფის ბადე. ^
Line of edition: 233     
დასამაშე (?). ^
Line of edition: 234     
სპარსულ პოეზიაში ახალგაზრდობის, სინორჩის, ეპითეტად იხმარება მწვანე (sabz.). ^
Line of edition: 235     
დასაბილდი -- (?). ^
Line of edition: 236     
ორისა ცხენითაცადევნა -- ასეა გადმოტანილი ორიგინალის doasba "ჩქარი სიარული" (მხედრებს ცხენი რომ დაეღლებოდათ, გადაჯდებოდნენ სამარქაფო ცხენზე, რომელიც თან ახლდათ). ^
Line of edition: 237     
ჯიმშედის (იხ. ლექსიკონში) ჯადოსნური ჯამი, რომელშიაც ჩანდა ყველაფერი. ამ "ჯამისთვის" ჯერჯერობით ყურადღება არ მიუქცევიათ იმათ, რომელთაც ეკუთვნის ჰიპოთეზა, რომ დღევანდელი ცივილიზაციის პერიოდი კაცობრიობამ ერთხელ უკვე განვლო, -- თორემ მასში ისინი ტელევიზორის პროტოტიპს ამოიცნობდნენ (შდრ. სოლომონის სარკე). ^
Line of edition: 238     
აცებს -- ცად აიყვანს. ^

Page of edition: 1003  
Line of edition: 239     
ნასული -- სულად ნამყოფი. დანასული I -- დაჩუმებული, II -- დაჩაგრული, III -- დანას დაეკლა ული. ^
Line of edition: 240     
საკ ალამი -- (?). ნახტი -- (?). ^
Line of edition: 241     
ნარევი: -- ნასიარულევი, I -- შერეული, II -- გამარჯვებული. ^
Line of edition: 242     
როსტომს, ირანელთა მითიურ დევგმირს, ჰყავდა რაში (შდრ. რახსი, რასი -- წითელი). ხოსრო -- ირანელთა ლეგენდარული მეფე ხოსროვ ფარვიზი. მას ჰყავდა მითიური ცხენი შაბდი̄ზი, რისი ვარირებული ფორმაა ქართული ტექსტის შაბარდახში. ქა̄შეჶი̄ ამბობს: მეფეს ისეთი ცხენი ჰყავდა, რომ იმისი თვითონ ხოსროვის მითიურ შაბდი̄ზსაც შეშურდებოდაო. ^
Line of edition: 243     
ზეცისა ძალნი ნახლებით (?). ^
Line of edition: 244     
იგულისხმება ბიბლიური ამბავი, იოსების დაკარგვის გამო მამამისი იაკობი (ორივე იხ. ლექსიკონში) რომ ნიადაგ ცრემლებს ღვრიდა. ^
Line of edition: 245     
იგავსა -- გაივსო. პირველ ტაეპში ნალი ახალ მთვარესაა შედარებული. რაში დიდია და ნატერფალიც დიდი აქვს. ქუეყანა აქ დედამიწას ნიშნავს. ^
Line of edition: 246     
აწვია: -- ახლავეა, I -- ასტუმრა, II -- დაწვა. ^
Line of edition: 247     
აზიდა -- აზიდვინა (?). ^
Line of edition: 248     
მთიებს ვახენი -- მთიებს (იხ. ლექსიკონში) შევადარე. -ნი (პროზოიდული) სარითმო მარცვალია. ხე ძირს არაერთხელ მიამართავს საბა:
   
"ამის სახენი მეფეთ ვახენი"; "პირის სახენი ღრუბელს ვახენი", (შდრ. სა-ხე ხე-დ-ვა). ^
Line of edition: 249     
წარენი -- წადი (?). ^
Line of edition: 250     
მუშკი მზადდება ერთგვარი ქურციკის, მუშკის, სათესლე ჯირკვლისაგან (შდრ. კომენტარი 63*.). ^
Line of edition: 251     
სამიწყარონ -- მიწყითი, მარადისი. აროსა -- არასოდეს. ^
Line of edition: 252     
ამ ლექსში მეტაფორები შეტრიალებულია, -- სპარსულ პოეზიაში ლამაზ-მკერდიან ქალს იასამნს თუ ადარებენ, აქ იასამანია ლამაზ მეღვინეს (მწდე-ქალს) შედარებული; ასევე ღვინის ფიალა ნარგიზს თუ იყო შედარებული, აქ ნარგიზია გამოყვანილი ფიალის დამჭერად და . . ^
Line of edition: 253     
იგულისხმება ბიბლიური იოსების (იხ. ლექსიკონში) ამბავი. ^
Line of edition: 254     
ლაპარაკია ბიბლიური სოლომონის საწაულმოქმედ ბეჭედზე. ^
Line of edition: 255     
თევზის ზურგი -- მიწის უკიდურესი სიღრმე, აღმოსავლეთის ხალხთა წარმოდგენაში დედამიწა იდგა თევზის (ვეშაპის) ზურგზე. ^
Line of edition: 256     
ნიზ̌ა̄მი̄ს ეს სენტენცია ორიგინალში ასე იკითხება: "dar nāvmīdī basī āmīd ast pāyn-e šab-e syah sapīd ast" "უიმედობაში ბევრი იმედია, შავი ღამის ბოლო დღეა". ^
Line of edition: 257     
იგულისხმებიან აღმოსავლურ ლიტერატურაში ფართოდ ცნობილი შეყვარებულები: ჶარჰა̄დი̄ და ში̄რი̄ნი. შვიდი ვახტანგის პწკარედის მცდარად ამოკითხვის შედეგი ჩანს: ორიგინალის šeydā ("შმაგი") ვახტანგს უთარგმნელად გადმოუტანია (იქნება იყო კიდეც ქართულში უკვე შემოსული), მის მდივანს კი ვერ გაუგიადა გადაუწერია როგორც შვიდი, რაც განუმეორებია საბას (ორიგინალშია: "მე იმ დღეს ჩავიქნიე ხელი ჶარჰა̄დზე, [რა დღესაც თავისი] შმაგი გულის აღვირი ში̄რი̄ნს მისცა ხელთ"). ^
Line of edition: 258     
იგულისხმება ლამაზი პირისახე და შავი წვერ-ულვაში. ^
Line of edition: 259     
არბევენ: -- აწიოკებენ, I -- აჭენებენ. ^
Line of edition: 260     
იხ. კომენტ. 248*. ^

Page of edition: 1004  
Line of edition: 261     
აცადე -- ციურად მიიჩნიე. ^
Line of edition: 262     
იგულისხმება ბიბლიური იოსებ მშვენიერის (იხ. ლექსიკონში) ამბავი.
Line of edition: 263     
ვერც ხლისა -- ვერც ფხალის (?). ^
Line of edition: 264     
იგულისხმება ბიბლიური სოლომონი. იმდენს იტირებდა, რომ თვალთა კილო გაუსწორდებოდაო. ^
Line of edition: 265     
დაგულთა: -- დამწვართა, I -- დახვეტილთა, III _ დაკეტილთა. ^
Line of edition: 266     
გააძოა -- გააძევა. ^
Line of edition: 267     
იგულისხმება მზე, რომელიც ცის მეოთხე სფეროში ეგულვებოდატ ასტრონომებს. ^
Line of edition: 268     
მოცაო -- შემცველო, მპყრობელო. ^
Line of edition: 269     
მორებსა -- (?). ^
Line of edition: 270     
ერთსახენად -- ერთსახედ (?). ^




Next part



This text is part of the TITUS edition of Sulxan-Saba Orbeliani, Kilila da Damana.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 29.8.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.