TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 236
Previous part

Chapter: 38  
თავი : 38


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მეტყუელი.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი გოგს ზედა და ქუეყანასა ზედა მაგოგთასა, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს, და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი უფალი: აჰა მე შენ ზედა, გოგ, მთავარსა როსს, მოსოხს და თობელს,

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გარე-მოგაქციო შენ მრგულივ და მივსცე აღჳრი ღაწუთა მიმართ შენთა და შევკრიბო შენ და ყოველი ძალი შენი, ცხენნი და ცხენოსანნი, შემმოსელნი საჭურველთანი, ყოველნი მთავარნი, შესაკრებელი მრავალი, მშჳლდებისა და ჩაფხუტებისა და ფარებისა მქონებელნი, ყოველნი იგი

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სპარსნი და ეთიოპელნი და ლჳდნი, და ლიბიელნი და ფუთნი მათ თანა, ყოველნი ესე ფარებისა და ჩაფხუტებისა და მშჳლდებისა მქონებელნი,

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გომერ და ყოველნი გარემოჲსნი მისნი, სახლი თერგამოჲსი, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, და Page of ms. Ga: 275v   ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესავნი მრავალნი მის თანა.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
განემზადენით, განჰმზადე თავი შენი; შენ და ყოველმან შესაკრებელმან შენმან, შემოკრებულთა შენდამი, და მექმნენით მე წინდასაცველად.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დღეთაჲთგან უმრავლესთაჲთ განმზადებულ და უკუანაჲსკნელსა წელთასა მოხჳდე; და მოხჳდე ქუეყანად, ქუეყანად გარმიქცეულად მახჳლისაგან, შეკრებულად ერთაგან მრავალთა ქუეყანად, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რომელი იქმნა ოჴერ ყოვლითურთ და ესენი წარმართთაგან გამოვიდეს და დაემკჳდრნენ მშჳდობით ყოველნი იგი.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმოხჳდე ვითარცა წჳმაჲ, და მოხჳდე, ვითარცა ნიავქარი და ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა და დაეცე შენ და ყოველნი შენთანანი და ნა\თესავნი Page of ed. 1709: 201a  ყოვლად მრავალნი შენთანა.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა ავიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყუვიდე გულის სიტყუათა ბოროტთა

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა, ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკვიდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საბა და დადან და ვაჭარნი კარქიდონელნი და ყოველთა დაბათა მათთა გრქუან: სადმე იავარ-ყოფად იავარისა მოხუალ შენ და ტყუე ყოფად ნატყუენავისა. შეჰკრიბე შესაკრებელი შენი, ეკკლისია ჰყავ ერი შენი მოღებად ვეცხლი და ოქროჲ, გამოღებად მოგებაჲ და მყოფობაჲ წარმოტყუენვად ნატყუენავთა დიდ-დიდთა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ გოგს: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა დღესა მას შინა დამკჳდრებულ რაჲ იყო ე\რი Page of ms. Ga: 276r   ჩემი ისრაჱლი მშჳდობით, სცნა და აღსდგე

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოხჳდე ადგილით შენით, დასასრულისაგან ჩრდილოჲსა, შენდა და ნათესავნი მრავალნი შენ თანა, აღმავალნი ცხენთა ყოველნი, შესაკრებელი დიდი და ძალი მრავალი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღხჳდე ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, ვითარცა ღრუბელი, დაფარვად ქუეყანისა, უკუანაჲსკნელთა დღეთასა იყვნეთ. და აღმოგიყვანო შენ ქუეყანასა ზედა ჩემსა, რაჲთა მიცნან ყოველთა ნათესავთა მე წმიდა-ყოფასა შინა ჩემსა შენ შორის წინაშე მათსა.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ ეტყჳს უფალი უფალი გოგს: შენ ხარ, რომლისათჳს ვიტყოდე პირველ დღეთასა წინ\ავე Page of ed. 1709: 201b  ჴელითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა ისრაჱლისათაჲთა, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს მათ დღეთა შინა და წელთა აღმოყვანებასა შენსა მათ ზედა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა დღესა მოვიდეს გოგ ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, -- იტყჳს ადონაი უფალი, აღვიდეს გულისწყრომაჲ ჩემი რისხვითა ჩემითა

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შური ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა, ვიტყოდე, არა თუ მას დღესა შინა იყოს ძრვაჲ დიდი ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეიძრნენ პირისაგან ჩემისა თევზნი ზღჳსანი და მფრინველნი ცისანი და მჴეცნი ველისანი და ყოველნი ქუეწარმავალნი, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა, და ყოველნი კაცნი, მყოფნი პირსა ზედა ქუეყანისასა, და განსქდენ მთანი და დაეცნენ ჴევნი და ყოველი ზღუდე ქუეყანასა ზედა დაეცეს.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოუწოდი მას ზედა შიშსა მახჳლისასა, -- იტყჳს ადონაი უფალი, მახჳლი კაცისაჲ ძმასა მისსა ზედა იყოს.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და გსაჯო იგი სიკუდილისა მიერ და სისხლისა და წჳმითა წარმრღუნელითა და ქვანი სეტყჳსანი და წუმწუბაჲ ვწჳმო მის ზედა და ყოველთა ზედა მისთანათა და ნათესავთა მრავალთა ზედა მის თანა.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განვდიდნე და წმიდა ვიქმნე და დიდებულ ვიქმნე და ვიცნობო წინაშე ნათესავთა მრავალთასა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.