TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 7
Previous part

Paragraph: 18   Link to iozeda Link to iozedb
Part: 13  
Line of edition: 8    არამედ არა ენება ღმერთსა დაფარვაჲ ესევითარისა მამაკაცისაჲ უმერებასა
Line of edition: 9    
შინა, ვინაჲთგან "არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა,
Line of edition: 10    
არამედ სასანთლესა ზედა, რათა ნათობდეს იგი ყოველთა". რამეთუ გამოუცხადა
Line of edition: 11    
წმიდაჲ ესე თჳსი მეძიებელთა და მოსურნეთა პოვნისა მისისათა
Line of edition: 12    
და საუნჯე დაფარული მიეცა მოქენეთა განმდიდრებისათა, ვინაჲთგან საღმრთოჲთა
Line of edition: 13    
სურვილითა აღძრულნი ვიეთნიმე" და ყოვლით კერძო ძიებისა
Line of edition: 14    
მოქმედნი არა ჴუებულ იქმნნეს სასოებისაგან, არამედ მიემთხჳვნეს საწადელსა
Line of edition: 15    
მათსა ღმრთისა მიერ საჩინო ქმნითა მონისა თჳსისაჲთა სარგებელად მრავალთა.
Line of edition: 16    
ვინაჲ კუალად სიმრავლე ურიცხჳ შეკრბებოდა მისა მიმართ სურვიელი
Line of edition: 17    
სმენად სიტყუათა მისთა და მოძღურებათა. და სნეულნი მპოვნელნი მკურნალისანი,
Line of edition: 18    
ცხედრითა ზე ტჳრთულნი მიიყვანებოდეს მისა მიმართ. და თანა
Line of edition: 19    
ეშმაკთა მიერ და რომელთავე ვნებათა მძლავრებულნი ამის ყოვლად ღირსისა
Line of edition: 20    
მამისა მიმართ მოსწრაფებით და სარწმუნოებით მქონებელ იყვნეს სრბასა,
Line of edition: 21    
ვინაჲ მიემთხუეოდესცა სრულიადსა კურნებასა ლოცვითა ამის წმიდისაჲთა,
Line of edition: 22    
რამეთუ ყოველთავე ვნებულებისაგან უვნებელობაჲ მიენიჭებოდა და უძლურებისაგან
Line of edition: 23    
ძლიერებაჲ მსწრაფლი მიენიჭებოდა.


Part: 14  
Line of edition: 24    
და სასწაულთა და ნიშთა სიმრავლე რომელთავე ვნებულებისა მქონებელთა
Line of edition: 25    
ზედა აღესრულებოდა ამის ღირსისა მამისა მიერ, რომელთა აღწერაჲ
Line of edition: 26    
თითეულად შეუძლებელ არს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.