TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 20
Previous part

Paragraph: 39   Link to iozeda Link to iozedb
Part: 28  
Line of edition: 1    ამათ და უმრავლესთა ამათთა სიტყუათა მიერ განმსწავლელმან თჳსთა
Line of edition: 2    
მოწაფეთამან სანატრელმან მამამან იოანე წარავლინნა იგინი ქადაგებად მოახლებასა
Line of edition: 3    
ცათა სასუფეველისასა. ხოლო იგინი ვიდოდეს გზასა მათთჳს ბრძანებულსა
Line of edition: 4    
ვითარ მიმღებელნი ჴელმწიფებისა დათრგუნვად გუელთა და ღრიანკელთა
Line of edition: 5    
და ყოველსა ძალსა მტერისასა. და თითოეული მათგანი წარვიდა ადგილად,
Line of edition: 6    
სადაცა-იგი წარუძღუა მათ სული წმიდაჲ, რამეთუ რომელნიმე კახეთით
Line of edition: 7    
წარვიდეს, ხოლო ღირსი დავით გარესჯისა უდაბნოდ მიიწია.


Part: 29  
Line of edition: 8    
და სანატრელი ეზდერიოს სამთავისისა ჭალაკსა დაემკჳდრა. ხოლო
Line of edition: 9    
ღმერთ-შემოსილი და საკჳრველთ-მოქმედი შიო მღჳმესა მცხეთისასა, ქუაბსა
Line of edition: 10    
რასმე მცირესა მპოვნელი, მუნ შინა დაეყუდა. და ნეშტნი მათგანნი წარვიდეს
Line of edition: 11    
უდაბნოთა ადგილთა მიმართ, მთათა შინა და ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა
Line of edition: 12    
მოქმედნი მკჳდრობისანი.

Part: 30  
Line of edition: 13    
და ესე ყოველნი იწამებოდეს დღითი-დღე სარწმუნოებისათჳს სიტყჳსაებრ
Line of edition: 14    
მოციქულისა: ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, რომელთა ღირსვე
Line of edition: 15    
არა იყო სოფელი ესე, ვინაჲთგან ეჯმნა მათ ყოველთავე მსოფლიოთა
Line of edition: 16    
ზრუნვათაგან და უმრავლესნი ამათნი არცაღა ხალენისა და თხის ტყავებისა
Line of edition: 17    
მომგებელ იყვნეს და ამათგანცა უღირსად მსჯელნი თავთა თჳსთანი, არამედ
Line of edition: 18    
ტყავისა ბუნებისა მიერ გარე მობლარდნილნი წინა-განეწყუებოდეს ყინელთა
Line of edition: 19    
ღამისათა და სიცხეთა დღისათა, მომჴსენებელნი და ვითარმედ და პირველნიცა
Line of edition: 20    
მამანი, ვიდრემდის შიშუელნი იყვნეს სიმარტივისათჳს და ცხორებისა
Line of edition: 21    
უჴელოვნოჲსა და გარე-მომცველისა საფარველისა სამოთხესა შინა მგონებელ
Line of edition: 22    
იყვნეს მკჳდრობასა. ხოლო ვინაჲთგან ურჩ ქმნითა ზრქელნი ესე ტყავისანი
Line of edition: 23    
შეემოსნეს სამოსელნი ერთბამად ხისაგან ცხორებისა და სამოთხისა.
Line of edition: 24    
და ღმრთისა ექსორიაობა შეემთხჳა. ამისნი გონებად მიმღებელნი მოსწრაფე
Line of edition: 25    
იყვნეს შიშლოებისა მიერ კუალად სამოთხეს შესლვასა.

Part: 31  
Line of edition: 26    
ესევითარნი კეთილნი მუშაკნი და არა სასყიდლით დადგინებულნი წარივლინნეს
Line of edition: 27    
სანატრელისა მამისა იოანეს მიერ კეთილსა მას სამუშაკოსა.
Line of edition: 28    
რომელთა კეთილად ესწავა მოძღურისა თჳსისაგან ანეულ ქმნაჲ ერქუნითა
Line of edition: 29    
სწავლათაჲთა სულებსა მორწმუნეთასა და განრჩევაჲ იფქლისა ღუარძლისაგან,
Line of edition: 30    
რომელსა მოშურნე იგი და მტერი კაცთაჲ დასთესავს მარადის გონებასა
Line of edition: 31    
შინა მათსა გულის-სიტყუათა ბოროტთა შთათესვითა სულთა შორის კაცთასა.


Page of edition: 41  
Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.