TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 23
Previous part

Chapter: 6.  
Paragraph: 42   Link to iozeda Link to iozedb
Part: 34  
Line of edition: 1    ხოლო სანატრელი მამაჲ ჩუენი იოანე დაადგრა მთასა მას ზედა და
Line of edition: 2    
ერთი მხოლოდ მოწაფე დაიყენა მის თანა, რაჲთა აქუნდეს იგი ნუგეშინის-საცემელად
Line of edition: 3    
უძლურებისა თჳსისა. ხოლო თჳთ მისცა თავი თჳსი ფიცხელთა
Line of edition: 4    
შრომათა მოღუაწებისათა და ყოვლადვე არა დასცხრებოდა ლოცვისაგან და
Line of edition: 5    
მარხვისა სამარადისოჲსა, რომლისა მიერ სრულიად განილინა ჴორცნი თჳსნი
Line of edition: 6    
და მოუძლურებულ ყვნა იგინი. ხოლო სული განძლიერებული და გონებაჲ განწმედილი
Line of edition: 7    
ნივთთაგან და ნაბრძჳლთაგან სოფლისათა ზე აქუნდეს წინაშე ღმრთისა
Line of edition: 8    
ყოველსავე სახესა მოღუაწებისასა სრულმყოფელსა. სრულიად დაევიწყა სხეული
Line of edition: 9    
და არარად შეერაცხნეს საშუებელნი სოფლისანი, ვითარ წარმავალნი და განხრწნადნი.
Line of edition: 10    
ამას ესევითარსა მოღუაწებასა შინა მყოფსა ხედვიდეს რაჲ კეთილის
Line of edition: 11    
მოძულენი იგი ეშმაკნი, განიხერხებოდეს შურითა და ვითარ მახჳლითა განიჭრებოდეს
Line of edition: 12    
რისხვითა აღბორგებულნი, რამეთუ ვერ მოითმენდეს ესევითარად
Line of edition: 13    
ხილვასა წმიდისასა, ვიდრეღა დღესა ერთსა სრულიადისა ურცხჳნოებისა შემმოსელნი
Line of edition: 14    
კადნიერებით ზედა მიუჴდეს წმიდასა იოანეს და მრავლად აშინებდეს
Line of edition: 15    
მას მრისხანებასა და გულის წყრომასა სასტიკებით მაჩუენებელნი მისა
Line of edition: 16    
მიმართ. და გარე მოდგომილნი შფოთებით ამბოხებდეს ჴმათა უშუერთა განმტევებელნი,
Line of edition: 17    
რათამცა შეაშინეს ბერი და განიოტეს. და რაჲსათჳს, ეტყოდეს,
Line of edition: 18    
მოხუედ ადგილთა ამათ ჩუენთა, რომელი პირველითგანვე ჩუენ დავიმკჳდრეთ
Line of edition: 19    
რაჲ არს შენი და ჩუენი, რამეთუ მძლავრებით გნებავს მიღებაჲ
Line of edition: 20    
ადგილთა ჩუენთაჲ? აწ უკუე, ბერო, არა რუ ნებსით წარხჳდე ამიერ ადგილით,
Line of edition: 21    
მრავალნი განსაცდელნი მოვაწივნეთ შენ ზედა და მაშინ სადამე
Line of edition: 22    
უნებლიეთ იძულებულმან ისწაო უცხოთა საზღვართა არა მიხუეჭაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.